რელიგია ინდოეთში 6 წლის გოგონა,რომელიც ხორთუმით დაიბადა, ღმერთად აღიარეს 2021, 20 სექტემბერი, 13:36 ინდოეთში, ცხვირზე ხორთუმის მსგავსი წამონაზარდით დაბადებული გოგონა აღიარეს, როგორც ღვთაების განსახიერება.სხვათა შორის ოპერაციამ კი ვერ გამოასწორა ანომალია. ექვსი წლის ლაკშმი, ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატის მკვიდრი, ითვლება ინდუისტური პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ღვთაების-განეშას (განაპათი)განსახიერებად-ეს არის სიბრძნისა და კეთილდღეობის ღმერთი ადამიანის სხეულით და სპილოს თავით. ფაქტია, რომ ლაკშმი დაიბადა ანომალიური ცხვირით, რის გამოც თავდაპირველად მეზობლები ერიდებოდნენ გოგონას და გვერდის უვლიდნენ მის სახლს. მაგრამ შემდეგ, ვიღაცას მოუვიდა აზრად, რომ ბავშვი განესას განსახიერება იყო და შედეგმაც არ დააყოვნა, გოგონას უკვე საკუთარი მრეველი ჰყავს. ისინი მცირე რამეს ითხოვენ - მხოლოდ ლოცვა-კურთხევას, სანაცვლოდ კი გოგონას საჩუქრებს გადასცემენ. მიუხედავად ამისა, ბავშვის მშობლებმა გადაწყვიტეს სიტუაციის გამოსწორება და ექიმებს მიაკითხეს.ბავშვს ხორთუმი მოაცილეს, მაგრამ ამან არ შეცვალა სიტუაცია - მეზობლები კვლავ ლაკშმის განიხილავენ როგორც ღვთაების განსახიერებას. ბავშვს ახლა ორი ცხვირი აქვს სახეზე. ექიმები მშობლებს ურჩევენ დაელოდოთ გოგონას აქტიური ზრდის ფაზას, რათა დადგინდეს რა ოპერაციები დასჭირდება ლაკშმის მომავალში. მშობლებმა ამასობაში ფონდი გახსნეს და დაიწყეს ფულის შეგროვება, რათა მათ ქალიშვილს ჰქონდეთ შესაძლებლობა იყვეს ყველას მსგავსი - მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ წინ დიდი დროა, მათ სურთ წინასწარ მოემზადონ მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯებისთვის, რომელიც პლასტიკურ ქირურგიისთვის იქნება საჭირო. 421 2-ს მოსწონს
|