x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138527
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512197
მკურნალობა რძით და პროდუქტები, რომლითაც მისი ჩანაცვლება შეიძლება. გამაახალგაზდავებელი საშუალებაა ქალბატონებისთვის

რძე, ბუნების მიერ, ჩვენთვის ბოძებული ჯადოსნური პროდუქტია. ის მდიდარია ნივთიერებით, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის, კერძოდ, ძვლების ზრდა-განვითარების და სიმტკიცისთვის. რძე ასევე ამაგრებს კბილის ემალს და ამაღლებს თავის ტვინის აქტიურობის პროცესს.


image


მან უფრო მეტი სარგებლობა რომ მოგვიტანოს, ის გარკვეული წესების დაცვით უნდა მივიღოთ:

1. რძე უნდა იყოს ახალი და სანდო წყაროდან. მისი ხანგრძლივი დუღილი ან განმეორებითი ადუღება, იწვევს რძის ცილების სტრუქტურის ცვლილებას და მისი სასარგებლო თვისებები კლებულობს. ამიტომ, რძე როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლიდან მაშინვე უნდა გადმოდგათ.

2. იმისთვის, რომ ორგანიზმმა რძის ათვისება შეძლოს, ის სხვა საკვებთან ერთად არ უნდა მიიღოთ.

3. უფრო კარგად მოხდება რძის ათვისება, თუ რძეში ისეთ სანელებლებს ჩაამატებთ, როგორებიც არის: კოჭა (ჯანჯაფილი), კურკუმა, ილი (კარდამონი), დარიჩინი, ჯავზი (მუსკატის კაკალი) და ზაფრანა.

4. ცხელი რძე, თაფლით და კარაქით, კურნავს გაციებას, აყუჩებს სახსრების ტკივილს (ართრიტი, ართროზი და ა. შ.). ის ასევე, სასარგებლოა ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.

5. ჯანჯაფილიანი რძე ამაღლებს იმუნიტეტს და პრაქტიკულად, სხეულის ყველა ორგანოს მუშაობას აუმჯობესებს. ასეთი რძის მოხმარება, დილის საათებში არის რეკომენდირებული.

6. სამკურნალო რძე კურკუმით, სასურველია ძილის წინ მიიღოთ. ის აუმჯობესებს ძილის პროცესს და სისხლს და კანის უჯრედებს აღადგენს.

7. რძე ილით, გულის და ნერვული სისტემისთვის არის სასარგებლო. რძის წყალობით, ილის სამკურნალო თვისება 10-ჯერ იზრდება.

8. თუ რძეს მუსკატის კაკალს დაამატებთ, ის გონებას და ნერვულ სისტემას დაამშვიდებს და ძილს დაარეგულირებს.

9. დარიჩინიანი რძე აძლიერებს გულს, ასუფთავებს სისხლს და არეგულირებს საშარდე გზების მუშაობის პროცესს.

10. რძე ზაფრანით — საუკეთესო გამაახალგაზდავებელი საშუალებაა ქალბატონებისთვის, კარგად მოქმედებს ის ფსიქიკაზე და რეპროდუქციულ სისტემაზე.

და ბოლოს, რძის მიღება რეკომენდირებულია დილით – 6-დან 9 საათამდე ან საღამოს 18-დან 21 საათამდე. ცივი რძის დალევა არ შეიძლება. რძე უნდა იყოს ცხელი ან თბილი.


ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რძით მკურნალობას არ აპირებთ, ანუ თუ მას სანელებლების გარეშე მიიღებთ, უნდა იცოდეთ, რომ ძირითადი მიკროელემენტი რომელიც რძის შემადგენლობაში შედის – კალციუმია, რომელიც ასევე ყველაზე გავრცელებული მიკროელემენტია ადამიანის ორგანიზმში და რომლის უდიდესი ნაწილი, ძვლებსა და კბილებში არის კონცენტრირებული.

ჩვენ ბავშვობიდან გვესმის, რომ კალციუმის ძირითადი წყარო – რძე არის და რომ მისი მიღება აუცილებელია, მტკიცე ძვლები და კარგი კბილები რომ გვქონდეს. სინამდვილეში, რძე არც თუ ისე ბევრ კალციუმს შეიცავს (120–140 მგ, 100 გრ–ზე), რომ ბავშვებს მისი დალევა ვაიძულოთ.
კალციუმს, რძის გარდა, სხვა პროდუქტებიც შეიცავს და მათი ჩამონათვალი ქვემოთ არის მოცემული (სია სრული არ არის. მასში მხოლოდ ის პრდუქტებია, რომლებშიც კალციუმის შემცველობა, 100 გრამ პროდუქტზე გაანგარიშებით, 100 მილიგრამს აღემატება).

კალციუმის რაოდენობა 100 გრ. პროდუქტზე გაანგარიშებით:


ყველი «პარმიზანი» — 1 300 მგ.
მშრალი რძე — 1 000 მგ.
მაგარი ყველი (ქარხნული) — 900 მგ.
სეზამი — 670 – 975 მგ.
ჭინჭარი — 713 მგ.
სულგუნი — 650 მგ.
გუდის ყველი — 500 მგ.
მრავალძარღვა — 412 მგ.
რეჰანი — 370 მგ.
შესქელებული რძე შაქრით — 305 მგ.
ასკილი — 257 მგ.
ნუში — 273 მგ.
ოხრახუში — 245 მგ.
თხილი — 226 მგ.
ამარანტი, თესლი — 214 მგ.
წიწმატი — 214 მგ.
კამა — 170 მგ.
ცხვრის რძე — 170 მგ.
თხის რძე — 143 მგ.
ნაყინი პლომბირი — 140 მგ.
ძროხის რძე — 120 მგ.
გარგარის ჩირი (კურაგა) — 120 მგ.
მზესუმზირა, თესლი — 115 – 300 მგ.
არაჟანი — 120 მგ.
ხაჭო — 120 მგ.
ისპანახი — 106 მგ.


საერთაშორისო ჯანდაცვის ორგაბიზაციის მიერ დადგენილი, კალციუმის მიღების დღიური ნორმა კი ასეთია:


ბავშვები 3 წლამდე — 600 მგ.
ბავშვები 4–დან 10 წლამდე — 800 მგ.
ბავშვები 10–დან 13 წლამდე — 1000 მგ.
მოზარდები 13–დან 16 წლამდე — 1 200 – 1 500მგ.
ახალგაზრდები 16–დან 25 წლამდე — 1 000 მგ.
დიდები 25–დან 50 წლამდე — 800 – 1 000 მგ.
ქალები მენოპაუზის დროს — 1 500 მგ.
კაცები მენოპაუზის დროს — 1000 მგ.
ქალები და კაცები 65 წლიდან — 1 500 მგ.


image

არხის სხვა სიახლეები:


რა უნდა ვიცოდეთ «კარგი» და «ცუდი» ცხიმების შესახებ? – ეს მნიშვნელოვანია!


თუ ფიქრობთ, რომ იღბალმა ზურგი გაქციათ... ეს ფოტოები ნახეთ და მიხვდებით, რომ თქვენზე ცუდ დღეში სხვები არიან


იუმორი და სახალისო ფოტოები კარგი განწყობის შესაქმნელად


ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა


«ვაქცინა მხოლოდ 6 თვის მანძილზე მოქმედებს» – განაცხადა ისრაელის COVID–მენეჯერმა


ურთულესი ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)


ჩაიწერეთ და სულ თან ატარეთ – სამყაროს 8 უნივერსალური კანონი


პენსიაზე 22 წლის გოგონას სხეულით – მეცნიერებმა მარადიული ახალგაზრდობის «ელექსირს» მიაგნეს

0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0