x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ბრენდან ფრეიზერი- მსახიობი, რომელიც მეგაპოპულარული უნდა ყოფილიყო, მაგრამ რთული ბედი ხვდა წილად

image

2000 -იანი წლების დასაწყისში ბრენდან ფრეიზერი ჰოლივუდში ერთ -ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსახიობად ითვლებოდა. ჩვენ ყველას გვახსოვს პერსონაჟი “ჯორჯი ჯუნგლებიდან" ან და მამაცი რიკ ო'კონელი ლეგენდარული ფილმიდან “მუმია". მაგრამ უცებ ის გაქრა დიდი ეკრანებიდან და ყველას აინტერესებს, თუ რა დაემართა ერთ დროს ძალიან ცნობილ მსახიობს.image


ბრენდან ჯეიმს ფრეიზერი დაიბადა შეერთებულ შტატებში. მისი დედა მუშაობდა გაყიდვების კონსულტანტად, მამა კი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელი იყო. ბრენდანმა 1990 წელს დაამთავრა კორნიშის ხელოვნების კოლეჯი და შემდეგ გადავიდა ჰოლივუდში. სამსახიობო კარიერის დაწყებამდე ის სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის ჟონგლიორიც იყო სუპერმარკეტში.

პირველი ფილმი, რომელშიც ფრეიზერი ასრულებდა მთავარ როლს, იყო გაყინული კალიფორნიელი. ის 90 -იან წლებში ლოს-ანჯელესში გამოღვიძებული ნეანდერტალელის თავგადასავალს მოგვითხრობს. ბევრი კრიტიკოსი კომედიას სულელურს უწოდებდა და ფილმის რეიტინგებიც დაბალი იყო. ამას მოჰყვა რამდენიმე მთავარი როლი ნაკლებად დასამახსოვრებელ ფილმებში, როგორიცაა "სკოლის კავშირები", "ცარიელი თავები" და "ბნელი შუადღე".image

პოპულარობა 28 წლის მსახიობს 1997 წელს მოუტანა ფილმმა "ჯორჯი ჯუნგლებიდან". ჯუნგლებში გაზრდილი კაცის თავგადასავლების ისტორიამ, რომელიც ოსტატურად დაფრინავს ხეებზე და მეგობრობს მოლაპარაკე გორილასთან, დაიპყრო მაყურებელი მთელს მსოფლიოში, საერთო ჯამში კი შემოსავალი 174 მილიონი დოლარი.

” ვუყურებ საკუთარ თავს და ვხედავ მხოლოდ მოსიარულე სტეიკს”, - ხუმრობდა ბრენდანი თავის სპორტულ ფორმაზე, რომლის გამოც ნახევარი წელი მკაცრ დიეტაზე იყო და ვარჯიშობდა ყოველ დღე 1 საათი.

image
ბევრს ასევე ახსოვს ბრენდანი კომედიაში "აფეთქება წარსულიდან", სადაც მისი გმირი დაიბადა და გაიზარდა მიწისქვეშა თავშესაფარში და მხოლოდ 35 წლის ასაკში გავიდა პირველად ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ სურათმა კრიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო, მაყურებელს ფილმი მოეწონა. ფრეიზერის სამსახიობო ნიჭზე ბევრს საუბრობდნენ, მაგალითად, ფილმის "ღმერთები და მონსტრები" გამოსვლის შემდეგ, ერთმა კრიტიკოსმა მას "არაღიარებული, მაგრამ გამორჩეული" უწოდა.image
ბრენდანის საუკეთესო დრომ 1999 წელს ჩამოჰკრა, როდესაც სტივენ სომერსმა ის სათავგადასავლო ფილმში "მუმია" გადაიღო. თავდაპირველად, როლი შესთავაზეს ტომ კრუზს, ბრედ პიტს და ბენ აფლეკს, მაგრამ როდესაც რეჟისორმა და პროდიუსერმა ნახეს ფრეიზერი ფილმში “ჯორჯი ჯუნგლებიდან" ეჭვი არ შეჰპარვიათ, მამაცი ავანტიურისტის რიკ ო'კონელის როლს სწორედ ის შეეფერებოდა. “მუმია" 90-იანი წლების ნამდვილი ჰიტი გახდა, ფრეიზერი კი ყველასთვის საყვარელი მსახიობი.image
მუმიას შემდეგ ბრენდანმა მონაწილეობა მიიღო ფილმში “დადლი სამართლიანი", რომელიც კრიტიკოსებს დიდად არ მოეწონათ და შემქმნელებმაც მხოლოდ ზარალი ნახეს. შემდეგი იყო კომედიური ფილმი “სურვილებით შეპყრობილი" 2000 წელს, სადაც ფრეიზერმა ელიზაბეტ ჰერლისთნ ერთად ითამაშა. ფილმი ჩვეულებრივ, შეუმჩნველ მამაკაცზეა, რომელიც ეშმაკთან გარიგებას დებს ქალის გამო, რომელიც მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი შემოსავლიანი იყო, მანაც არაერთგვაროვანი კომენტარები მიიღო. 2001 წლის დასაწყისში კი გამოვიდა ფილმი “მაიმუნის ძვალი", რომელმაც სრული კრახი განიცადა და 75 000 000 დოლარიან ბიუჯეტში მხოლოდ 7 000 000 შეაგროვა.image
2001 წელს მუმიას მეორე ნაწილი გამოვიდა, რომელმაც ასევე კარგი შემოსავალი მოუტანა პროექტს, აი მისი შემდეგი ფილმები კი ნამდვილი იმედგაცრუება იყო.
“თავის ცხენად ვგრძნობდი ორუელის “ცხოველების ფერმიდან", რომლის ცხოვრებაც მხოლოდ მუშაობით, მუშაობით და მუშაობით შედგებოდა.- იხსენებს მსახიობი.

ამის შემდეგ მსახიობს კონფლიქტი მოუვიდა ჰოლივუდში გავლენიან პირთან და მისმა კარიერამაც დაღმასვლა დაიწყო. ფრეიზერს დეპრესია და ეწყო და დროებით შესვენების აღება მოინდომა.image

2008 წელს გამოვიდა “მუმია: დრაკონების იმპერატორის სამარხი", რომელმაც მართალია შემოსავალი საკმაოდ კარგი მიიღო, თუმცა ფილმის მესამე ნაწილი ბევრს არ მოეწონა, ჯერ იმიტომ, რომ მთავარმა გმირებმა ეგვიპტიდან ჩინეთში გადაინაცვლეს და იმიტომ, რომ მსახიობი რეიჩელ ვეისი ჩაანაცვლეს. ფრეიზერი ფილმში ილეთებს თვითონ ასრულებდა და ტრავმების გარეშე არ დარჩენილა. ტკივილის შესამსუბუქებლად გადაღებებზე ტანსაცმლის ქვეშ ყინულის პაკეტები ედო, შემდეგ კი 7 წელი საავადმყოფოებში დადიოდა და ოპერაციებს იკეთებდა მუხლებზე, ხმოვან კვანძებზე და ხერხემლზე. ყოველივე ამან მომავალში გამოიწვია წონის მომატება.image

იგივე ბედი ხვდა წილად ფილმს “მოგზაურობა დედამიწის ცენტრთან". ფილმმა 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და მეორე ნაწილის გადასაღებადაც ემზადებოდნენ, მაგრამ რეჟისორი სხვა პროექტით იყო დაკავებული, ბრენდანს კი მხოლოდ მასთან სურდა მუშაობა. საბოლოოდ მეორე ნაწილი გადაიღეს, თუმცა ამჯერად მთავარ როლში დუეინ ჯონსონი იყო.

მას შემდეგ მსახიობი მხოლოდ დაბალბიუჯეტიან ფილმებში და სერიალებში გვხვდება, თუმცა არა მთავარ როლებში.image
და როდესაც მსახიობი თითქმის დაივიწყეს, ერთ -ერთ სერიალში ბრენდანი შენიშნა რეჟისორმა დენი ბოილმა და მიიწვია თავის პროექტში "ნდობა". შემდეგ სტივენ სოდერბერგმა გადაიღო მსახიობი კრიმინალურ თრილერში "უეცარი მოძრაობების გარეშე". წელს 52 წლის ბრენდან ფრეიზერს ერთდროულად რამდენიმე ფილმის პრემიერა აქვს, მათ შორის დასავლურ თრილერში “Killers of the Flower Moon" ”მე ვაპირებ მუშაობას სკორსეზესთან, ლეონარდო დიკაპრიოსთან და რობერტ დე ნიროსთან. ცოტა ვნერვიულობ კიდეც", -ამბობს მსახიობი TikTok– ის ბოლო ვიდეო ინტერვიუში.image
მსახიობის ახალმა საჯარო გამოჩენამ დისკუსიების ქარიშხალი გამოიწვია სოციალურ ქსელებში. საქმე იმასია, რომ ფრეიზერმა მონაწილეობა უნდა მიიღოს დარენ არონოფსკის ფილმში “ვეშაპი", სადაც მისი გმირი 272 კილოგრამიანი მამაკაცია, რომელიც ცდილობს ურთიერთობა დაალაგოს თავის 17 წლის შვილთან.image
დღეს ყველას, ვინც ბრენდანს 90-იანი წლებიდან გულშემატკივრობდა, იმედი აქვს, რომ მსახიობი ძველ პოპულარობას დაიბრუნებს და ისევ მოთხოვნადი გახდება, ვინაიდან ხალხს ის კიანუ რივზზე ნაკლებად არ უყვარს.








0
2110
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0