x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
11 ისტორიული ფოტოსურათი ფაქტებით, რომლებსაც სკოლაში არ ასწავლიან

საინტერესო ისტორიული ფაქტები ფოტოსურათებით, რომლებიც წარსულზე ბევრს მოგიყვებიან:

1. თავისუფლების ქანდაკება პარიზში, ამერიკაში გაგზავნამდე, 1886 წელი. მშენებლობა დაიწყო 1875 წელს. თავისუფლების ქანდაკების დასასრულებლად სამშენებლო ჯგუფები მუშაობდნენ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, 9 წლის განმავლობაში. 1885 წელს დასრულების შემდეგ, ქანდაკება დაიშალა 350 ნაწილად და გაიგზავნა ნიუ იორკში, სადაც ხელახლა “ააწყეს". ქანდაკების რამდენიმე ნაწილი ათი წლით ადრეც კი იქნა გაგზავნილი. ხელი და ჩირაღდანი 1876 წლის მსოფლიო გამოფენაზეც გაიტანეს ფილადელფიაში.image

2. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტები ხშირად მეტამფიტამინის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, რომელსაც პერივიტინი ეწოდებოდა. ნარკოტიკების გამოყენების შემდეგ ჯარისკაცები შეუჩერებელი იყვნენ. მათ შეეძლოთ ზედიზედ სამი დღე და სამი ღამე ფხიზლად ყოფილიყვნენ, მაგალითად, არდენის ოპერაციის დროს 1944 წლის 16 დეკემბერი - 1945 წლის 29 იანვარი.image

3. უძველესი კორეული ალკოჰოლური თამაშის კამათელი. დაახლოებით ახ.წ. 750 წელი, გიონგუს სახელმწიფო მუზეუმი. მასზე ამოტვიფრული იყო მაგალითად “დალიე ან იცეკვე"image

4. კიტრის მარინადი Heinz სგან 1905 წელს. ამგვარი პატარა მაკეტებით აჩვენებდნენ პოტენციურ მყიდველებს, როგორი მარინადი იქნებოდა მათ მიერ შეძენილ ქილებში.image

5. აღდგენილი რომაული ეტლი რომის კაპიტოლინის მუზეუმში.image

6. ბოთლი შპაიერის ღვინო არის უძველესი ღვინო მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ თხევადია. ბოთლი აღმოაჩინეს 1867 წელს რომაულ საფლავში შპაიერის მახლობლად თარიღდება 325–350 წლებით.image

7. ასე გამოიყურებოდა ტყუპი კოშკების მწვერვალები 1970 -იან წლებში - 80 -იანი წლების დასაწყისში. მშენებლობის დასრულების დროს ტყუპი კოშკები იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობები, პირველი ცათამბჯენი იყო 417 მ სიმაღლის, ხოლო მეორე - 415.1 მ.image

8. გიზას პირამიდის ყველაზე ძველი ფოტოსურათი, 1859 წელი. Los Angeles Times- ის თანახმად, პირამიდებზე ასვლას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ ჩანაწერები აჩვენებს, რომ 1600 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა პირამიდებზე ასვლის მცდელობისას ბოლო 200 წლის განმავლობაში. ბოლო მსხვერპლი იყო 21 წლის ამერიკელი სიუზან ურბანი, რომელიც გარდაიცვალა შემოდგომას 1980 წელს.image

9. “ჰიტლერის ახალგაზრდობის" პლაკატი (1930 წ.) და ამერიკული ხორცის ინდუსტრიის პოსტერი (1980 წ.)image

10. სერბი რევოლუციონერი გავრილო პრინციპის დაპატიმრება სარაევოში ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ, რაც იყო პირველი მსოფლიო ომის დაწყების ფორმალური საბაბი, 1914 წ. გავრილომ ესროლა ერცჰერცოგს და მის ცოლს სოფიას, რის გამოც 20 წლით შახტაში მუშაობა მიუსაჯეს. ის 19 წლის იყო, ამიტომაც მისი სიკვდილით დასჯა არ შეეძლოთ. ციხესი ახალგაზრდა რევოლუციონერი ტუბერკულოზით გარდაიცვალა.image

11. ბოდიბილდერები სპორტული დანამატებისა და სტეროიდების გამოგონებამდე, 1890-1910 წლები.image

0
391
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0