საქართველო მოკლეს დაუნდობლად საკუთარ სახლთან, დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე - სააკაშვილი ნიკა კვარაცხელიას სასტიკ მკვლელობაზე 2021, 16 სექტემბერი, 15:32 წუხელ, გვიან ღამით, ვერის უბანში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაცხრილეს 22 წლის ნიკა კვარაცხელია, ფიდსის დამფუძნებელი. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის ავტომობილში ჯდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით მას 9 ტყვია აქვს მოხვედრილი. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, დილის 5 საათზე გარდაიცვალა. ადგილი, სადაც ნიკა კვარაცხელია ჩაცხრილეს ამ ფაქტს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და შეაფასა, როგორც მომავლის დაკარგა. "დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. გუშინ ღამე მოკლეს თავის თაობის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა - ნიკა კვარაცხელია მოკლეს დაუნდობლად საკუთარ სახლთან და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლის. ჩემთვის არის პირადად მძიმე დღე. მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში. დაუსჯელობის, გარყვნილობის, თავგასულობის და ამ ყველაფრის წახალისების - საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს! ეს უნდა დასრულდეს! ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, საერთოდ არანაირი შანსი არ გვაქვს მომვალის!" - განაცხადა მან თავის ფეისბუქ ვიდეოში. 255 1-ს მოსწონს |
ეს რეჟიმი დამყარდა წინა ხელისუფლების დროს და გრძელდება დღესაც.
ორმაგი სტანდარტები, აიღეს და გააპარეს მკვლელები, ყველას მოეკითხება, კაცურად, სამართლებრივად თუ უფლისგან ნიკას სიკვდილი.