x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508607
ციხიდან გაქცეული მამაკაცი 30 წლის შემდეგ ჩაბარდა პოლიციას
image

ციხიდან გაქცეული მამაკაცი 30 წლის განმავლობაში იმალებოდა და საბოლოოდ 64 წლის ასაკში დარკო დესიჩმა(Darko Desic) გადაწყვიტა ნებაყოფლობით ჩაბარებოდა ხელისუფლებას.



1990 -იანი წლების დასაწყისში მამაკაცმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და ქალაქ გრაფტონის ციხიდან(ახალი სამხრეთ უელსის შტატი) თავხედური გაქცევა მოახერხა.


გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა გაქცევიდ დროს რკინის საჭრელი ხერხი(ე.წ. ნაჟოვკა) და ჭანჭიკის საჭრელი გამოყენა. რა გააკეთა მან გაქცევის შემდეგ უცნობია.



მედიის ცნობით, დევნილის გადაწყვეტილება, ამდენი წლის შემდეგ ჩაბარებოდა სამართალდამცავებს, გამოწვეული იყო პანდემიით - კორონავირუსთან დაკავშირებული შემზღუდვების გამო, მან დაკარგა სამსახური, საცხოვრებელი და საარსებო წყარო. როგორც ჩანს, ციხე მისთვის საუკეთესო არჩევანი გახდა, იუწყება ABC.

image

”თუ ციხეში დავბრუნდები, მინიმუმ თავზე სახურავი მაინც მექნება” - თქვა მან.მას ბოლო ხანებში პლაჟზე ეძინა, კვირა დილით მან თავის ფეხით მიაკითხა პოლიციის განყოფილებას.

რისთვის იყო დაკავებული მამაკაცი 30 წლის და კიდევ რამდენი უნდა გაეტარებინა ციხეში - ავსტრალიური მედია არ აკონკრეტებს, თუმცა ცნობილია, რომ იგი სერიოზული ძარცვის გამო იჯდა. შემდეგ, რაც იგი პოლიციას ჩაბარდა, სასამართლომ მას ჩამოართვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების უფლება და დატოვა პატიმრობაში.


სასამართლო განიხილავს გაქცევის ინციდენტს, რისთვისაც ხანშიშესულ მამაკაცს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.



დარკო დესიჩი ნახსენებია ერთ დროს ძალზე პოპულარულ სერიალში " ავსტრალიის ყველაზე ძებნილი დანაშავეები."


imageასევე იხილეთ

27 წლის წინ, 1994 წელს მოსკოვში მანქანაში ააფეთქეს, ყველაზე გავლენიანი და სასტიკი მაფიოზი სსრკ-ს და რუსეთის ისტორიაში სერგეი ტიმოფეევი, მეტსახელად "სილვესტრი".მან ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ძალიან ბევრი მტერი შეიძინა, მისი ყველას ეშინოდა და ამასთანავე ყველას სძულდა.მკლელობა კი შეეძლო შეეკვეთა იაპონჩიკს...



პროკურატურას არ გააჩნდა არავითარი მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა. ერთადერთი, რასაც პროკურატურა ემყარებოდა, იყო სხვა ეჭვმიტანილის ჩვენება, რომელმაც გამოძიებასთან გარიგება დადო. 1988 წელს ოჰაიოს შტატში მოხდა გახმაურებული მკვლელობა. სულ სამი ეჭვმიტანილი იყო, რომელთა შ...


კალიფორნიაში, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ ხმა მისცა პალესტინელი სერჰან სერჰანის გათავისუფლებას, რომელმაც მოკლა აშშ -ის პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი 1968 წლის ივნისში. სერჰანმა 53 წელი გაატარა გისოსებს მიღმა სენატორი კენედის მკველობისთვის, შეგახსენებთ, სერჰანმა მაშინ ესროლა კენედის, როდესაც ის ლოს ანჯელესში, სასტ...


გამოძიების თანახმად, ეს არ ყოფილა ერთეული შემთხვევა, გარდა ამისა, ზედამხედველი ქალს შეყვარებულთან საკანში ტელეფონი და საპარსი შეჰქონდა. სხვათა შორის ახალგაზრდა ქალი არ ნანობს იმას, რაც ჩაიდინა. 26 წლის ტინა გონსალესი, ( Tina Gonzalez)აშშ-ში ფრესნოს ოლქის ციხის ზედამხედველი გაასამართლეს და საჯელს მოი...

57 წლის მამაკაცმა, რომელმაც ამ წლის მარტის თვეში სანკტ-პეტერბურგში მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია გაძარცვა, თავი მოიკლა "კრესტის" წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram არხმა გაავრცელა. წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლებმა გარდაცვლილის დასისხლიანებული გვამი ტუალეტში იპოვნეს. რამდენიმე თვის ...

დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში ამ თვის დასაწყისში მომხდარმა მკვლელობამ, რა დროსაც ლონდონიდან პაკისტანში ჩასული 25 წლის მაირა ზულფიქარი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. მაირა ზულფიქარი პაკისტანში ნათესავის ქორწილზე დასასწრებად 2 თვის წინ მშობლებთან ერთად ჩავიდა. ოჯახის წევრები მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ, ...


0
283
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0