x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ძალიან თავაზიანმა მძარცველმა" ციხეში თავი მოიკლა(ვიდეო)
image

57 წლის მამაკაცმა, რომელმაც ამ წლის მარტის თვეში სანკტ-პეტერბურგში მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია გაძარცვა, თავი მოიკლა "კრესტის" წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram არხმა გაავრცელა.



წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლებმა გარდაცვლილის დასისხლიანებული გვამი ტუალეტში იპოვნეს.


რამდენიმე თვის წინ "თავაზიანმა მაძარცველმა" მიაკითხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისს და უთხრა, რომ ფული სჭირდებოდა, მცირე საუბრის შემდეგ შემდეგ კი პისტოლეტი ამოიღო. იარაღის დანახვაზე თანამშრომლებს შეეშინდათ. თუმცა, მამაკაცმა უმალ დააწყნარა ისინი და დაბალი ხმით სთხოვა, სიგნალიზაციის ღილაკისთვის ხელი არ დაეჭირათ. გოგონებმა შეასრულეს თავდამსხმელის თხოვნა და სეიფის ფული მისცეს. პარალელურად მძარცველი გოგონებს ამშვიდებდა, ამის შემდეგ იგი მშვიდად გავიდა შენობიდან.



იმ დღეს ანალოგიური სქემით სანკტ-პეტერბურგის კიდევ სამ სხვადასხვა რაიონში მოხდა თავდასხმა, აქედან ერთი ძარცვა მარცხით დასრულდა, საბოლოოდ "ძალიან თავაზიანი მძარცველი" ავტობუსში ჩაჯდა და გაუჩინარდა.


მოგვიანებით, როდესაც ის დააკავეს, განაცახდა, რომ იგი უსაფრთხოების ოფიცერი იყო და საბანკო სისტემის თვითნებობასთან ბრძოლას აპირებდა"


0
306
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0