სისხლის სამართალი პაკისტანში დააკავეს გოგონას მკვლელი,რომელმაც ორ მამაკაცს ცოლობაზე უარი უთხრა 2021, 27 მაისი, 19:28
დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში ამ თვის დასაწყისში მომხდარმა მკვლელობამ, რა დროსაც ლონდონიდან პაკისტანში ჩასული 25 წლის მაირა ზულფიქარი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს.
მაირა ზულფიქარი პაკისტანში ნათესავის ქორწილზე დასასწრებად 2 თვის წინ მშობლებთან ერთად ჩავიდა. ოჯახის წევრები მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ, ახალგაზრდა ქალმა კი გადაწყვიტა, პაკისტანში დარჩენილიყო. როგორც გაირკვა მაშინ გოგონამ მკველობამდე თითქმის ორი კვირით ადრე პოლიციას თხოვნით მიმართა, რომ დაეცვათ იგი, რადგან მამაკაცმა იარაღის მუქარით მისი გატაცება სცადა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მას ცოლობას ერთბაშად ორი მამაკაცი სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მაშინ ზულფიქარმა პოლიციას 20 აპრილს მიმართა, მან დაასახელა კონკრეტული პიროვნებაც, მაიორი ზაჰირ ჯადუნი, ვინც მას იარაღით დაემუქრა, რამდენიმე დღით ადრე კი მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. ქალმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ თავდამსხმელისგან გაქცევა შეძლო, თუმცა მამაკაცი მას მოკვლით დაემუქრა. თუმცა მალევე გოგონა მკვდარი იპოვა დამლაგებელმა მისავე ნაქირავებ ბინაში, სადაც ის სისხლის გუბეში ცურავდა. მსხვერპლს სხეულზე წამები კვალი ეტყობიდა, ხოლო კისერზე და მხარზე ნატყვიარი. მანამდე გოგონა დაუკავშირდა პოლიციას და უთხრა, რომ ზაჰირ ჯადუნმა იგი იარაღის მუქარით გაიტაცა და მოკვლით ემუქრებოდა. აღსანიშნავია, რომბიჭი საკუთარ "ფეისბუქზე" პერიოდულად დებდა ფოტოს იარაღით ხელში.(ქვემოთ და მთავარი ფოტო) ჯადუნი და მისი 28 წლის მეგობარი მაშინვე ეჭვმიტანილების სიაში აღმოჩდნენ.თუმცა მაშინ ორივემ უარყო დანაშაული და განაცხადეს, რომ მათ ალიბი აქვთ. თუმცა ახლახან მაიორმა აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ მაშინ იცრუა. როგორც ირკვევა მიზეზი სრულიად ბანალურია-ბიჭმა სასტიკი მკვლელობა მხოლოდ იმიტომ ჩაიდინა, რომ მაირამ მას ცოლობაზე უარი უთხრა. 241 2-ს მოსწონს
|