სხვა ყველაზე ცნობილი არეულობები და საპროტესტო გამოსვლები საბჭოთა კავშირში 2021, 15 სექტემბერი, 12:54 ზუსტად 60 წლის წინ, 1961 წელის 15 სექტემბერს ქალაქ ბესლანში არეულობა დაიწყო მას შემდეგ, როდესაც მილიცია ცდილობდა ხუთი მთვრალი ადამიანის დაკავებას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე. ხულიგნებმა წესრიგის დამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.ეს ჩხუბი გადაიზარდა მასობრივ არეულობაში, რომელშიდაც 700 მოქალაქე მონაწილეობდა.პარტიულმა ხელმძღვანელობამ ბრძანება გასცა ბუნტის ჩასაცხრობად შემოეყანა შინაგანი ჯარი.მასობრივ არეულობას შეეწირა ერთი ადამიანი. შვიდი მათგანი, ყველაზე აქტიური გაასამართლეს.ეს ამბავი, (ისევე როგორც სხვები) რა თქმა უნდა სრულიად გასაიდუმლოებული იყო ფართო საზოგადოებისთვის. მოდით გავიხსენოთ საბჭოთა კავშირში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1) 1951 წლის 10 აპრილი-ჩეჩნების ამოხოცვა აღმოსავლეთ ყაზახეთში.კონფლიქტი დაიწყო საყოფაცხოვრებო საფუძველზე ჩეჩენსა და დაქირავებულ მაღაროელს შორის ჩხუბის შედეგად მაღაროელმა რკინის ჯოხით სასიკვდილოდ სცემა ჩეჩენი. ამის შემდეგ ჩეჩნურ სოფელ ჩეჩენ-გოროდოკში დაიწყო არეულობა. მაობრივი ჩხუბები დაიწყო ჩეჩნებსა და ადგილობრივებს შორის, რომელსაც 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ჩეჩენ გოროდოკში, მასობრივი არეულობის შესახებ თავად სტალინის ყურამდეც მივიდა, სამართალდამცავებმა დააკავეს 50 ბუნტისთავი, რომელთა ნაწილი დახვრიტეს. 2)1956 წლის 9-10 იანვარი- 1956 წლის 9 იანვარს, ნოვოროსიისკში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების ჯგუფმა 15-დან 18 წლამდე, ხელიხელჩაკიდებულებმა, გზა გადაკეტეს გამვლელებისთვის ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩა. ამ ქმედებებს თან ახლდა ქალების შევიწროება და გამვლელების შეურაცხყოფა .მილიციონერს ხულიგნების გაფანტვა სურდა, თუმცა მას ფიზიკურად გაიუსორდნენ.. მალე ამას მოჰყვა მასობრივი არეულობა.ბრბოს დაშლა მხოლოდ საბჭოთა არმიის ჯარისკაცების და სასაზღვრო ჯარების გამოყენებით იყო შესაძლებელი. 15 ხულიგანი დააპატიმრეს და შემდგომ გაასამართლეს. არეულობების შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი (ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის), დაიჭრა 3 მილიციელი და საბჭოთა არმიის 2 ოფიცერი. 3) 1956 წლის 9 მარტი-რა მოხდა ამ დღეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს წესით, ამიტომ დაწვრილებით აღარ შევჩერდებით, მხოლოდ იმას დავძენთ, არაოფიციალური მონაცემებით, აქციის დაშლისას დაიღუპა 100-დან 1000-მდე ადამიანი. 4)1957 წლის 10-11 ივნისი -საგანგებო შემთხვევა ქალაქ პოდოლსკში, მოსკოვის ოლქი. მთვრალი ხულიგნების ჯგუფმა გაავრცელა პროვოკაციულ ჭორები იმის შესახებ, თითქოს მილიციელებმა მოკლეს დაკავებული მძღოლი. "მთვრალი მოქალაქეების ჯგუფის" რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მასიურ არულობაში - 3 ათასი ადამიანი მონაწილებდა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 9 წამქეზრებელი და მოთავე. 5)1962 წლის 1-3 ივნისი ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების გაფიცვა ტრაგედიით დამთავრდა, მოკლეს 26 ადამიანი, დაიჭრა 87, ბუნტის 7 მონაწილეს დახვრეტა მიესაჯა.(დაწვრილებით იხილე აქ) 6)1963 წლის 16-18 ივნისი, ქალაქი კრივოი როგი, დნეპროპეტროვსკის ოლქი. აქციაში მონწილეობდა დაახლოებით 600 ადამიანი. მიზეზი არის წინააღმდეგობა მილიციელებსა და მთვრალ ჯარისკაცს შორის, რამაც მთვრალი ხულიგნების წამახალისებელი ქმედებები გამოწვია შედეგი: ოთხი მოკლული, 15 დაჭრილი, 41 კი გაასამართლეს. 7)1967 წლის 13 ივნისი, ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტის მაცხოვრებლების შეტაკება მილიციასთან, რომელშიც ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მიზეზი: ანტისოციალური ელემენტების პროვოკაციული ჭორების გავრცელება, თითქოსდა მილიციელებმა ადგილობრივი ავტოპარკის მძღოლი ცემით მოკლეს. მილიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. დაიღუპა 7 და დაიჭრა 50 ადამიანი. ქალაქის 43 მაცხოვრებელი სასამართლოს გადასცეს. 8)1967 წლის 3 ივლისი, დიდი არეულობა ქალაქ სტეფანაკერტში. მათში მონაწილეობა მიიღო ორ ათასზე მეტმა ადამიანმა. ბრბო, უკმაყოფილო დარჩა სასამართლოს რბილი განაჩენით, რომელიც პატარა ბიჭის მკვლელებს მიუსაჯა. ისინი თავს დაესხნენ კონვოის და სამი მსჯავრდებული გამოსტაცეს. ისინი მოკლეს და დაწვეს პირდაპირ ქუჩაში. პოლიციამ იარაღი გამოიყენა. მსხვერპლი - ერთი მოკლული, 9 დაჭრილი. გაასამართლეს 22 მოქალაქე. 9)1981 წლის 24 ოქტომბერი, ქალაქი ორჯონიკიძე. არეულობა, რომელიც დაიწყო ოსებსა და ინგუშებს მოკლული ტაქსის მძღოლის გამო, მასში დაახლოებით 4.5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მაოსობრივი არეულობისას დააკავეს 800 ადამიანი, 26 ბუნტისთავი გაასამართლეს.ოფიციალური ვერსიით დაიღუპა ერთი, ხოლო 328 სამხედრო კურსანტმა ტრავმები მიიღო. 10)1986 წლის 17-18 დეკემბერი, ალმა-ატა. დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა არეულობაში. რიგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაციონალისტურად განწყობილმა სტუდენტებმა გამოთქვეს პროტესტი რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის გადაწყვეტილებაზე, რომელიც განიხილავდა ორგანიზაციულ საკითხს. ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი დინმუხამედ კუნაევი შეცვალა ეროვნებით რუსმა - გენადი კოლბინმა. არეულობების დროს 1215 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 774 სამხედრო და პოლიციელი იყო. საავადმყოფოში გადაყვანილი ორი დაჭრილი მოქალაქე, რომელთაგანც ერთი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა 107 ადამიანს. 1980-იანი წლების ბოლოს სსრკ საბოლოოდ შერყეულია, 1988 წელს იწყება სომხეთ-აზერბაიჯანის ომი მთიანი ყარაბაღის გამო, ხოლო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში მასობრივო საპროტესტო გამოსვლების ტალღა იწყება..ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.. 734 3-ს მოსწონს
|