x
მეტი
  • 07.12.2021
  • სტატია:115446
  • ვიდეო:352850
  • სურათი:489368
ნოვოჩერკასკის მომიტინგეთა დახვრეტა-კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი საბჭოთა კავშირის ისტორიიდან
image

1962 წლის 1-3 ივნისს ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების გაფიცვა ტრაგედიით დამთავრდა, მოკლეს 26 ადამიანი, დაიჭრა 87, ბუნტის 7 მონაწილეს დახვრეტა მიესაჯა, ხოლო დანარჩენებს ხანგრძლივი პატიმრობა.ამ ამბავს 80-იანი წლების ბოლომდე გრიფით საიდუმლო ედო, 1996 წელს მოხდა დახვრეტილთა და გასამართლებულთა რეაბილიტაცია.


1960-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა, განსაკუთრებით ეს პურს შეეხებოდა,

თეთრი პური საერთოდ გაქრა მაღაზიებიდან, ტალონებზე იყიდებოდა ჭვავის პური და ისიც მეტისმეტად უხარისხო.საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხრუშჩოვმა გადაწყვიტა ხორბალი საზღვარგარეთიდან შემოეტანა.ამას დაემატა 1962 წლის 31 მაისის დადგენილება, რის მიხედვითაც "შრომელთა მოთხოვნით"(რა დონის ირონიაა)ხორცი, ხორცპროდუქტები(ძეხვი, სოსისი) საშუალოდ 30%-ით, ხოლო ზეთი 25%-ით ძვირდებოდა.



ამ დროს კი ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობამ

ს გამომუშავების ნორმების მომატებაც ზედ დაურთო, რაც მუშებისთვის პრაქტიკულად ნიშნავდა შემოსავლის შემცირებას 25–30%–ით.

image

1 ივნისს დილის 10 საათზე გაიფიცა 200 მუშა ფოლადის საამქროდან, ისინი მოითხოვდნენ ხელფასის მომატებას, მათ მალე შეუერთდნენ სხვა საამქროს მუშები, მთლიანად 1000 კაცი შეიკრიბა."როგორ ვიარსებოთ?"-ეს იყო მუშების მთავარი კითხვა.


სულ მალე გამოჩნდა ქარხნის დირექტორი ნ.კუროჩკინი, რომელმაც ვითომდა დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვის მიზნით ასეთი ხუმრობანარევი ფრაზა წამოისროლა:"არ გაქვთ ფული ხორციანი ღვეზელისთვის?-ჭამეთ ლივერი"

image

ამ ამბის მოწმე ნიკოლაი არტემიოვი აცხადებს, რომ დირექტორმა თითქოსდა დასძინა "ერთად შევჭამთ ღვეზელებს", თუმცა მუშები სიტყვა "ლივერმა" კიდევ უფრო გააღიზიანა, დირექტორი სტვენით და გინებით გააგდეს იქიდან, სწორედ ეს ფრაზა გახდა შემდგომი მოვლენების განვითარების მიზეზი.


სულ მალე გაფიცულებს შეუერთდნენ მუშები სხვა საწარმოებიდან, მათი რაოდენობა 5 000 კაცამდე ავიდა, დაიწყო ქაოსურად შენობების დაარბევა, ჩაამტვრიეს როსტოვი-სარატოვის მატარებლის შუშები და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქარხნის ადმინისტრაციას.მაგალითად, მთავარ ინჟინრის ცოცხლად დაწვაც კი სურდათ, (გაფიცულთაგან ბევრი წარსულში ნასამართლევი იყოთ)თუმცა მან შეძლო თავის დახსნა.


მალე ეს ამბავი ხრუშჩოვამდე მივიდა, ნოვოჩერკასკში გაიგზავნა შსს, სუკის და ცკ პრეზიდიუმის წევრების დელეგაცია, 1 ივნისს 16:30 წუთზე დემონსტრანტთა წინაშე სიტყვით გამოვიდა როსტოვის ოლქის პირველი მდივანი ალექსანდრე ბასოვი და აღმასკომის თავმჯდომარე ივან ზამეტინი, ხალხი თითქოს დამშვიდდა, მაგრამ ხალხთან საუბრის და სიტუაციის გარკვევის ნაცვლად ბასოვმა დაიწყო ცკ ოფიციალური მიმართვის პერეფრაზირება, რამაც მომიტინგეები ძალზე გააღიზიანა, დაუწყეს მას სტვენა და ბოთლების, ქვების და რკინის ნაჭრების სროლა.ამის შემდეგ გაფიცულები შტურმით ქარხნის ადმინისტრაციისკენ გაეშურნენ, ბასოვი ერთ-ერთ კაბინეტში ჩაიკეტა და ტელეფონით ჯარის შემოყვანა ითხოვა.

image

2 ივნისს გვიან ღამით ქალაქში შემოვიდა ჯარი და ტანკები, დაიწყო სისხლიანი ანგარიშსწორება, პირველმა ავტომატის ჯერმა მომიტინგე ადამიანების თავებზე გადაიარა და ხეებიდან პატარა ბავშვების უსულო სხეულები ჩამოყარა, აქვე ხეებზე იჯდა და ტყვიას გადაურჩა12 წლის ალექსანდრე ლებედიც, მომავალში პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე და კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი 1998-2002 წლებში.


შემდეგ ცეცხლი გადაიტანეს უშუალოდ მომიტინგეებზე. მოკლულთა გვამებს ერთმანეთზე აწყობდნენ იქვე ახლოს მდებარე ბანკის სარდაფში. შემდეგ ეს გვამები გადაიტანეს რომელიღაც მიტოვებულ შახტაში და მოედნიდან სისხლი გადარეცხეს .


აღსანიშანავია, რომ ხალხის დახვრეტის მიუხედავად მომიტინგეები კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას, ჯარისკაცებს ქვებს ესროდნენ, იყო მოწოდებები, რომ მოეკლათ არა მარტო ხელმძღვანელი პირები, არამედ ყველა კომუნისტი.


3 ივნისს დილით საქალაქო კომიტეტთან 500-მდე მომიტინგე კვლავ შეიკრიბა, ისინი დაკავებულები გათავისუფლებას და კვლავ შრომითი ნორმატივის შემცირებას და ხელფასის მომატებას ითხოვდნენ, ხელმძღვანელობა შეღავათებს შეპირდა და ამასთანავე პარალელურად ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური პროპაგანდა, დაეყრდნო რა ლოიალურად განწყობილ მუშებს, საბოლოოდ კიდევ დააკავეს 240 ადამიანი.

imageფოტოზე: ერთ-ერთი მსხვერპლი 16 წლის გენადი ტარლეცკი.



მთლიანად ნოვოჩერკასკის გაფიცვას შეეწირა 26 კაცი, 87 დაიჭრა, 7 კაცს მიესაჯა დახვრეტა, ხოლო 105-ს გადასახლება.


image

აღსანიშნავია ერთი საყურადღებო ფაქტი: ჩრდილო–კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, გენერალ–ლეიტენანტი მატვეი შაპოშნიკოვი ბრძანებას არ დაემორჩილა და ხალხის წინააღმდეგ ტანკების გამოყვანაზე უარი განაცხადა, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ხრუშჩოვმა მასზე შური მაინც იძია, 1966 წელს ჯერ თანამდებობიდან გადააყენეს, მერე პარტიიდან გარიცხეს და 1967 წელს "ანტისაბჭოთა პროპაგანდა" "შეტენეს".მისი რეაბილიტაცია 1988 წელს მოხდა, შაპოშნიკოვი 1994 წელს გარდაიცვალა.


2012 წელს გამოდის ფილმი-სერიალი "ერთხელ როსტოვში"(Однажды в Ростове) სადაც ეს ტრაგიკული მოვლენაა ასახული.სტატიის მთავარ ფოტოდ სწორედ ამ ფილმის კადრია გამოყენებული.

1
651
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
651
  
2019, 3 ივნისი, 9:33
ბოროტების იმპერიის ისტორია სავსეა ასეთი სამარცხვინო ფურცლებით((
0 1 1