x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ჯანჯაფილის და ნივრის ნაზავი წმენდს სისხლძარღვებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს – მომზადების და შენახვის წესი

ჯანჯაფილისა და ნივრისაგან მომზადებული საშუალება წარმოუდგენლად სასარგებლო შეიძლება იყოს რიგი დაავადებების განკურნების პროცესში და ამასთან შეიძლება სხვადასხვა გზით მოიხმაროთ. თუმცა, სანამ ამ ძლიერ ნივთიერებას გამოიყენებთ, უმჯობესია გაეცნოთ მის მომზადების წესს, ისევე როგორც პოტენციურ სასარგებლო თვისებებს.


რა არის ჯანჯაფილისა და ნივრის ნაზავი?


ეს არის ორი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება. ამ ორი ინგრედიენტის შერევით ზეითუნის ზეთთან ერთად, მივიღებთ მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებულ ნაზავს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ადგილობრივად, ისე შიგნით მისაღებად. მას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ჩინეთსა და ინდოეთში, რის შემდეგაც ამ პროდუქტების პოპულარობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელდა მათი ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო თვისების გამო.


სასარგებლო თვისებები

ჯანჯაფილისა და ნივრის ნაზავის ყველაზე შთამბეჭდავი თვისებები მოიცავს გავლენას ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე, ამცირებს სისმსივნის განვითარების რისკს, ქოლესტერინის მაღალ დონეს და არტერიულ წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ეხმარება გულისრევის დროს.


image


ამცირებს ანთებას


ორივე – ჯანჯაფილი და ნიორი ამცირებს ტკივილსა და ანთებას, რომელიც უკავშირდება შაკიკს, ართრიტს, კუჭის პრობლემებს, ტრამვებს. ხელს უწყობს ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სწრაფ გამოჯანმრთელებას.


ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს


ეს ორი ინგრედიენტი ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, რის შედეგადაც ხელს უშლის ათეროსკლეროზის, გულის შეტევის, ინსულტის და გულის კორონალური დაავადებების განვითარების რისკს.


აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას


თუ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, გაწუხებთ გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი ანუ მჟავური რეფლუქსი (GERD), კრუნჩხვები ან შებერილობა, ამ ორი ძლიერი ინგრედიენტის კომბინაცია სწრფად შეამსუბუქებს აღნიშნულ სიმპტომებს. ის ასევე გულისრევის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, პირველ ყოვლისა ჯანჯაფილის გავლენის გამო.


აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო პოტენციალი


მოხსენება, რომელიც Egyptian Journal of Basic and Applied Sciences გამოქვეყნდა, აცხადებს რომ ორივე პროდუქტი ფლობს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ამცირებს თავისუფალი რადიკალების გავლენას და ხელს უშლის ოქსიდაციურ სტრესს, რის შედეგადაც მცირდება სიმსივნის განვითარები რისკი, აუტოიმუნური დაავადებები, გულის დაავადებები და ართრიტი.


გამოყენება


აღნიშნულ ნაზავს საკმაოდ ბევრი განსხვავებული გამოყენება აქვს, მათ შორის საკვებში, შიგნით მისაღებად, ან როგორც ადგილობრივი გამოყენება.


კულინარიული


ჯანჯაფილისა და ნივრის პასტა ყველაზე ხშირად გამოიყენება კულინარიული დანიშნულებით, მას უმატებენ კერძებს ცხარე გემოს მისაღებად, განსაკუთრებით კარგია შემწვარ კარტოფილთან, ხარშავენ გაციების საწინააღმდეგო ნაყენს. ამასთან, მარინადების და სხვადასხვა კერძებისთვის დიდებული დანამატია.



შიგნით მისაღებად


მიუხედავად იმისა, რომ გემო ძალიან კონცენტრირებული აქვს, ზოგიერთები ამჯობინებენ ნაზავის მიღებას მცირე დოზებით და მიირთმევენ პირდაპირ, განსაკუთრებით კუჭის და სუნთქვის პრობლემების დროს


ადგილობრივად გამოყენება


შეგიძლიათ ჯანჯაფილის ნივრის პასტა წაისვათ მტკივნეულ კუნთებსა და სახსრებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ სახსრების პრობლემები ან ოსტეოართრიტი.


როგორ უნდა მოვამზადოთ ჯანჯაფილის და ნივრის ნაზავი?


სახლში ჯანჯაფილის და ნივრის პასტის მომზადება უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ გგონიათ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ახალი ჯანჯაფილი, ნიორი, ზეითუნის ზეთი და სამზარეულოს კომბაინი. გადახედეთ ქვემოთ მოცემულ რეცეპტს და მომზადების წესს:


ინგრედიენტები:


  • 250 გრ. ჯანჯაფილი;
  • 250 გრ. ნიორი;
  • 3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი/არაქისის ზეთი
  • 2 ჩ.კ. მარილი

მომზადების წესი:


  • გარეცხეთ 250 გრ. ჯანჯაფილი, კარგად გაავლეთ და გაფრცქვენით. გარეცხეთ 13-14 კბილი (250 გრ.) ნიორი და გაფრცქვენით.
  • მოათავსეთ გაფრცქვნილი ნიორი და დაჭრილი ჯანჯაფილი თასში, გულმოდგინეთ გაავლეთ და შემდეგ გადაწურეთ წყალი.
  • სამზარეულო კომბაინში დაუმატეთ ქვამარილი და ზეთი, რომლებიც ისე მოქმედებს, როგორც კონსერვანტები, რაც ეხმარება ნაზავს დაკონსერვებასა და ფერის შენარჩუნებაში (რომ არ გაშავდეს).
  • ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ, ამოიღეთ შუშის ქილაში და მაცივარში შეინახეთ, რათა მოგვიანებით საჭიროებისამებრ გამოიყენოთ.

როგორ შევინახოთ?


მას შემდეგ რაც ჯანჯაფილისა და ნივრის ნაზავს მოამზადებთ, ისეთ ადგილას უნდა შეინახოთ, უსაფრთხო და ვარგისი იყოს დიდი ხნის მანძილზე გამოსაყენებლად. იმის გამო რომ ნიორი და ჯანჯაფილი შესაძლოა სწრაფად გაფუჭდეს, უნდა მოათავსოთ ჰერმეტულ კონტეინერში და მაცივრის ყველაზე ცივ ადგილას. არ შეინახოთ ის მაცივრის კარებში, რადგან ეს პროდუქტის ვარგისიანობას შეამცირებს.


ასევე დაგაინტერესებთ:


საშუალება 2 ხელმისაწვდომი ინგრედიენტისგან, რომელიც ტკივილისგან 5 წლის მანძილზე გაგათავისუფლებთ


9 მარტივი საშუალება ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად – როგორ ვებრძოლოთ ოსტეოპოროზს



ფეტვის 5 საოცარი თვისება, რომლის შესახებაც არ გსმენიათ


6 პროდუქტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვალს ანადგურებს


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


ფეიხოა – რეცეპტები ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ


წყალი, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, აქრობს ანთებას და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები


რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ


0
200
3-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0