x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აკლიმატიზაციის გავლა მაინც გეცლიათ "თქვეჩემისებო" ეგრევე რომ მომახალეთ" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი 

image


პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პოსტს ავრცელებს და მერობის კანდიდატებს შორის გაჩაღებულ "შარდის ომს" სოციალურ ქსელში ეხმაურება. სამშობლოში დაბრუნებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარ ფეისბუქპოსტში ასევე იმის შესახებაც წერს, რომ ევროპიდან ახალდაბრუნებულს აკლიმატიზაციის გავლა წესიერად არ აცალეს და 22 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში პროცესიც ჩაუნიშნეს: "ევროპიდან რომ აკვირდები საარჩევნო კამპანიას გავს რაც აქ ხდება. რომ დავბრუნდი და ახლოდან შევხედე თურმე მოფსმაში შეჯიბრი ყოფილა. დავბრუნდი დასვენებულ, დაზაგრულ, ნადიეტარი და ეგრევე მახარეს 22 სექტემბერს სასამართლო ჩაგინიშნეთო. ერთი ორი დღე აკლიმატიზაციის გავლა მაინც გეცლიათ "თქვეჩემისებო" ეგრევე რომ მომახალეთ, ხომ შეიძლება მოულოდნელი სიხარულისგან რუჯი გადამივიდეს ან წონაში მოვიმატო" - წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსის მიმართ აღძრული საქმეები კვლავ განახლდა და სასამართლო პროცესი ამჯერად, 22 სექტემბერს ჩაინიშნა.









0
1505
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1505