x
image
ქეთი1988
Mediator image
როგორც იქნა!- ბრიტნი სპირსი შეყვარებულზე, სემ ასგარიზე დაინიშნა

image


39 წლის მომღერლის, ბრიტნი სპირსის ცხოვრება თანდათან ლაგდება. მომღერალი გათავისუფლდა მამის იძულებითი მეურვეობისგან, რომელიც 13 წელი აკონტროლებდა მის სექსუალურ თუ პროფესიულ ცხოვრებას, უკრძალავდა სოციალური ქსელების გამოყენებას, მანქანის მართვას, შვილის გაჩენას... ცოტა ხნის წინ კი ბრიტნიმ ფანებს შეატყობინა, რომ თავის 27 წლის შეყვარებულზე, ფიტნეს-ინსტრუქტორ სემ ასგარიზე დაინიშნა.image
ინსტაგრამზე ბრიტნიმ ვიდეოც ატვირთა, სადაც ჩანს, როგორი გახარებულია მომღერალი.image

წყვილი ერთმანეთს უკვე 5 წელია რაც ხვდება, ცნობილია, რომ მათ დაქორწინება დიდი ხანია სურთ, მაგრამ ჯეიმს სპირსის აკრძალვების გამო ეს შეუძლებელი იყო.image


ბრიტნისთვის ეს ქორწინება მეორეა, პირველ ქმართან, კევინ ფედერლაინთან მას 2 შვილი ჰყავს და მასთან განქორწინების შემდეგ დღემდე უხდის ალიმენტებს შვილებისთვის. რაც შეეხება სემ ასგარის, ეს მისთვის პირველი ქორწინებაა.

0
67
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0