Quiz სახალისო ტესტი: რომელ ფილმში არ უთამაშია მსახიობს? 2021, 13 სექტემბერი, 11:16
კინოხელოვნება ჩნდება მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როდესაც ვასილ ამაშუკელმა ფილმების გადაღება დაიწყო, მასვე ეკუთვნის 1912 წელს გადაღებული „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც აქამდე შემორჩენილი პირველ ფილმად ითვლება, რაც შეეხება მხატვრულ ფილმს, 1919 წელს იქნა გადაღებული "ქრისტინე", რომელიც გერმანე გოგოტიძეს ეკუთვნის.
მას შემდეგ 100 წელზე მეტი გავიდა, განსაკუთრებით ქართული ფილმების აღორძინება შეინიშნება გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან, მოდის რეჟისორების ახალი ტალღა, ზედიზედ იქმნება ფილმები, რომლებმაც საერთაშორიშო აღიარება მოიპოვეს სხვადასხვა კინოფესტივალებზე.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გასაგები მიზეზების გამო მკვეთრად შემცირდა კინოპროდუქციის წარმოება, ხელახალი გამოცოცხლება დაიწყო ახალ ათასწლეულში, 2013 წელს ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინები" ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის " ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.
ახლა კი გადავიდეთ ქვიზზე, რომელშიც 10 კითხვაა 4 სავარაუდო პასუხით, თქვენ უნდა მონიშნოთ ის 1 ფილმი, რომელშიც მსახიობს არ უთამაშია. გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.
ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როდესაც ვასილ ამაშუკელმა ფილმების გადაღება დაიწყო, მასვე ეკუთვნის 1912 წელს გადაღებული აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, რომელიც აქამდე შემორჩენილი პირველ ფილმად ითვლება, რაც შეეხება მხატვრულ ფილმს, 1919 წელს იქნა გადაღებული "ქრისტინე", რომელიც გერმანე გოგოტიძეს ეკუთვნის. მას...
ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როდესაც ვასილ ამაშუკელმა ფილმების გადაღება დაიწყო, მასვე ეკუთვნის 1912 წელს გადაღებული აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, რომელიც აქამდე შემორჩენილი პირველ ფილმად ითვლება, რაც შეეხება მხატვრულ ფილმს, 1919 წელს იქნა გადაღებული "ქრისტინე", რომელიც გერმანე გოგოტიძეს ეკუთვნის....
სამწუხაროდ ბოლო ხანებში არც თუ იშვიათად არის, როცა ამა თუ იმ ცნობილ პიროვნებას რაიმე ციტატას მიაწერენ, რომელიც ფართოდ ვრცელდება დამახინჯებული წარმოდგენას უქმნის საზოგადოებას.მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგალითად ცნობილი ციტატა სტალინზე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უისტონ ჩერჩილს მიაწერდნენ:"სტალინმა გუთნიანი რუსეთი ჩაიბ...
საავტომობილო ინდუსტრია, როგორც მანქანათმშენებლობის განხრა, საფრანგეთში და გერმანიაში XIX საუკუნის 80 - 90-იან წლებში წარმოიშვა, ხოლო მე -19 საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ინგლისში, ავსტრია-უნგრეთში, იტალიაში, აშშ-ში, ბელგიაში, კანადაში, შვეიცარიაში, შვედეთში. 1930-იან წლებში სსრკ-ში შეიქმნა სამრეწველო-ინდუსტრიალური ავტომშენებლ...
ქართულ კინომატოგრაფიას 82 წლის ასაკში გამოაკლდა ერთ-ერთი დიდი რეჟისორი გიორგი შენგელაია. შენგელაია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავადმყოფობდა. იგი ავტორია ისეთი საყოველთაოდ პოპულარული ფილმებისა, როგორებიცაა "ფიროსმანი", "ვერის უბნის მელოდიები", "სიყვარული ყველას უნდა", "ხარება და გოგია" და სხვა. გიორგი შენგელაია ერთ-ერთი ის იშვიათ...
საქართველოში სპორტული ასპარეზობები უძველესი დროიდან იმართებოდა, ჯერ კიდევ ურარტუში აღმოჩენილი ლურსმული წარწერები ადასტურებს, რომ მენუასა და არგიშტის მეფობის დროს იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები, სადაც თვით მეფეებიც მონაწილეობდნენ. ჩვენამდე მოღწეული წყაროებით დასტურდება, რომ ბერძენთა ოლიმპიადის მსგავსად, ყოველ ოთხ ... |