x
მეტი
  • 19.10.2021
  • სტატია:115071
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488936
ტესტი- გამოიცანით ფრაზები ქართული მხატვრული ფილმებიდან

image

ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როდესაც ვასილ ამაშუკელმა ფილმების გადაღება დაიწყო, მასვე ეკუთვნის 1912 წელს გადაღებული „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც აქამდე შემორჩენილი პირველ ფილმად ითვლება, რაც შეეხება მხატვრულ ფილმს, 1919 წელს იქნა გადაღებული "ქრისტინე", რომელიც გერმანე გოგოტიძეს ეკუთვნის.


მას შემდეგ 100 წელზე მეტი გავიდა, განსაკუთრებით ქართული ფილმების აღორძინება შეინიშნება გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან, მოდის რეჟისორების ახალი ტალღა, ზედიზედ იქმნება ფილმები, რომლებმაც საერთაშორიშო აღიარება მოიპოვეს სხვადასხვა კინოფესტივალებზე.

image

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გასაგები მიზეზების გამო მკვეთრად შემცირდა კინოპროდუქციის წარმოება, ხელახალი გამოცოცხლება დაიწყო ახალ ათასწლეულში, 2013 წელს ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინები" ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის " ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.

image

ქვემოთ იხილავთ სახალისო ტესტ-ვიქტორინას -ფრაზები ცნობილი ქართული მხატვრული ფილმებიდან, რომელიც წინასაახალწლო განწყობას აგიმაღლებთ, გაერთეთ, წარმატებას გისურვებთ და გაუზიარეთ

მეგობრებს!ტესტის შემდეგ თქვენ იხილავთ პასუხების ვიდეოკოლაჟს.



image

იხილეთ აგრეთვე

0
1281
13-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0