Quiz ტესტი:რამდენად კარგად გვახსოვს გიორგი შენგელაიას შემოქმედება? 2020, 18 თებერვალი, 8:06 ქართულ კინომატოგრაფიას 82 წლის ასაკში გამოაკლდა ერთ-ერთი დიდი რეჟისორი გიორგი შენგელაია. შენგელაია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავადმყოფობდა. იგი ავტორია ისეთი საყოველთაოდ პოპულარული ფილმებისა, როგორებიცაა "ფიროსმანი", "ვერის უბნის მელოდიები", "სიყვარული ყველას უნდა", "ხარება და გოგია" და სხვა.
გიორგი შენგელაია ერთ-ერთი ის იშვიათი რეჟისორი იყო, რომელმაც თითქმის ყველა კინოჟანრში მოსინჯა ძალა და რაც მთავარია, ყველგან წარმატებით . მეტიც, იგი პირველი ქართული მიუზიკლის და პირველი ქართული ეროტიკული ფილმის პიონერია. გიორგი შენგელაის მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე -10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე -10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი "ოქროს ჰიუგო" (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი, 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები. ახლა კი ქვიზი, "რამდენად კარგად გვახსოვს გიორგი შენგელაიას შემოქმედება?სადაც 10 კითხვაა და სამი სავარაუდო პასუხი, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. 1398 4-ს მოსწონს
|