x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტესტი-სპორტული ვიქტორინა,გამოცადეთ რამდენად კარგად გახსოვთ ქართული სპორტის ისტორია?


image

საქართველოში სპორტული ასპარეზობები უძველესი დროიდან იმართებოდა, ჯერ კიდევ ურარტუში აღმოჩენილი ლურსმული წარწერები ადასტურებს, რომ მენუასა და არგიშტის მეფობის დროს იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები, სადაც თვით მეფეებიც მონაწილეობდნენ.

ჩვენამდე მოღწეული წყაროებით დასტურდება, რომ ბერძენთა ოლიმპიადის მსგავსად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოში იმართებოდა დიდი სპორტული ასპარეზობა- "მესხური შეჯიბრებანი", რომელშიც სრულიად საქართველო მონაწილეობდა, მსგავსი ტურნირები იმართებოდა "არმაზობის დღესასწაულზე", ოდნავ მოგვიანებით ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია "ყეენობა".


საქართველოში შემდეგი სპორტული სახეობები არსებობდა: შუბისა და მშვილდ-ისრის ტყორცნა, ცხენოსნობა, ჭიდაობა, კრივი, მთამსვლელობა, თხილამურებით სრიალი, სამხედრო ცეკვები, ბურთაობა(“ლიბურთალ”), ჩოგან-ბურთი და სხვა.

ყაბახი, ისინდი, თარჩია, კეჭნაობა, ლახტი, საყებურთი, ლელო, ლახტი, საჯილდაო ქვის აწევა, აი, ქართული ხალხური სპორტული ასპარეზობების არასრული ჩამონათვალი.

დაწყებული "ქართლის ცხოვრებიდან" და დამთავრებული XVIII საუკუნის თხზულებებით, ფაქტობრივად არ არსებობს ნაწარმოები, სადაც სპორტულ ასპარეზობებზე საუბარი, მათ შორის “ვეფხისტყაოსანში”, “აბდულმესიანში”და “ამირანდარეჯანიანში", ქართულ სპორტულ შეჯიბრებებს აღწერენ მოგზაურებიც, მათ შორის იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, დიონიჯო კარლი და დონ კრისტოფორე დე კასტელი.


ცალკე აღსანიშნავია ჭიდაობა, რომელიც XIX საუკუნიდან მოყოლებული განსაკუთრებით პოპულარული იყო საქართველოში, მაშინდელი ჟურნალ-გაზეთები: “ივერია”, “დროება”, “ცისკარი”, “კვალი”, “იმედი" ფართოდ აშუქებდა ტრადიციულ ტურნირებს და წერდა სახელოვან ათლეტებზე, როგორებიც იყვნენ კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა.


საერთაშორისო ასპარეზობებში საქართველო ოფიციალურად გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ჩაერთო, როდესაც საბჭოთა კავშირმა ოლიმპიურ ასპარეზობებში მონაწილოება გადაწყვიტა, მთლიანად ზაფხულის ოლიმპიადებზე საქართველოდან 104 სპორტსმენი მონაწილეობდა.1992 წლიდან კი საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზე.


ქვემოთ წარმოდგენილ სპორტულ ვიქტორინაში სულ ორი სავარაუდო პასუხია, რთული და საკმაოდ მარტივი კითხვების ჩანაცვლებით;მარტივი კითხვები, უფრო მშვენიერი სქესისთვისაა გათვალიწინებული გასაგები მიზეზების გამო.

წარმატებას გისურვებთ, გამოცადეთ თავი, რამდენად კარგად ერკვევით ქართული სპორტის მატეანეში და გაუზიარეთ მეგობრებს.

1
1367
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1367
  
2017, 12 დეკემბერი, 14:00
ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა ველოტრეკზე რბოლაში და ეს ცხონებული ომარ ფხაკაძე იყო.
0 1 1