შოუბიზნესი ვერასდროს წარმოიდგენდით რომ ეს ცნობილი ადამიანები მეგობრობენ 2021, 11 სექტემბერი, 22:07 ყველა მათგანი ცნობილია, თუმცა ისინი სრულიად სხვადასხვა გალაქტიკიდან არიან. ადამიანები, რომლებსაც საერთო ერთმანეთთან ერთი შეხედვით არაფერი უნდა ჰქონდეთ, რეალურ ცხოვრებაში საუკეთესო მეგობრები არიან. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია და განსახვავებული შემოქმედებითი მიმართულებები მათ დროის ერთად და საინტერესოდ გატარებაში ხელს საერთოდ არ უშლით. შოუ - ბიზნესში ისინი სრულიად განსხვავებულ წრეებში მოძრაობენ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში - საუკეთესო მეგობრები არიან.პოპულარული ბრიტანული საპნის ოპერა "Eastenders" - ის მსახიობმა, ჯუნ ბრაუნმა, ლედი გაგასთან მეგობრობის შესახებ ისაუბრა. 94 წლის ტელევარსკვლავმა და 35 წლის პოპ - მომღერალმა ერთმანეთი ერთ-ერთ თოქ - შოუზე გაიცნეს და მას შემდეგ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.ელტონ ჯონი და ემინემი ერთმანეთს 2001 წელს შეხვდნენ, როდესაც მათ "გრემის" დაჯილდოებაზე ერთად იმღერეს. ელტონი ცნობილ რეპერს ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარა, მან კი მეგობარს გეი - ქორწილისთვის ბრილიანტებით მორთული ორი სექს - სათამაშო უსახსოვრა.კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი კალათბურთის ვარსკვლავს დენის როდმანს ამ სპორტის სახეობისადმი თავისი გატაცების გამო დაუმეგობრდა. მათ ერთმანეთი ამერიკული გუნდის "ჰარლემ გლობტროტერსის" ჩრდილოეთ კორეის ეროვნულ ნაკრებთან თამაშისას გაიცნეს.ფილმ "უცხოს" ვარსკვლავმა სიგურნი უივერმა მსახიობი მარტინ კლუნზი 2014 წელს ჯონათან როსის ბრიტანულ კომედიურ შოუში მონაწილეობისას გაიცნო. გაცნობის შემდეგ, მსახიობმა მარტინის მონაწილეობით თითქმის ყველა გადაცემა ნახა და მომდევნო წელს ერთ - ერთ მათგანში მონაწილეობის მიღებასაც კი დათანხმდა.ტელეწამყვანი მარკ რაიტი და მსახიობი მილი ბობი ბრაუნი მას შემდეგ დამეგობრდნენ, რაც მსახიობმა შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა ვარსკვლავისგან ინტერვიუ აიღო. ის მის მშობლებთან ერთადაც კი სეირნობდა, როდესაც ისინი 2018 წელს ლოს - ანჯელესში ჩავიდნენ.ახალგაზრდების რჩეული, სიმპათიური მომღერალი ჰარი სტაილზი სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ნამდვილი მეგობარია. მათ ერთმანეთი 2014 წელს ვარსკვლავის შვილის, პრესლის მეშვეობით გაიცნეს და ერთმანეთს გაცნობისთანავე დაუმეგობრდნენ, დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ისინი მეგობრობას კვლავაც განაგრძობენ.ეს სამეული საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. მილა კუნისმა და მისმა მეუღლემ ეშტონ კატჩერმა პრინცესა ბეატრისი მილას ყოფილი მეგობრის, დეივ კლარკის მეშვეობით გაიცნეს. ისინი იმდენად ახლო მეგობრები არიან, რომ დასასვენებლად სენ - ტროპეში ერთადაც კი გაემგზავრნენ.ადელი და ბრიტანელი მსახიობი სიდ ოუენი, მომღერლის ყოფილი შეყვარებულის, საიმონ კონეკის წყალობით შეხვდნენ. მამაკაცებმა ერთმანეთი ერთ - ერთ წვეულებაზე გაიცნეს. მართალია, ადელს ბანკირთან ურთიერთობა საბოლოოდ, ვერ აეწყო, თუმცა ოუენთან მეგობრობა კი ნამდვილად შერჩა.ბრიტანელმა პოპ - მომღერალმა ედ შირანმა სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავი კორტნი კოქსი 2013 წელს საერთო მეგობრის წყალობით გაიცნო. მილიონერი ტრადიციულად სამ თვეს ყოველთვის მსახიობის მალიბუს სანაპიროზე მდებარე სახლში ატარებს. სიმღერების ავტორმა, თავის მხრივ, კორტნის მისი ამჟამინდელი შეყვარებული, მომღერალი ჯონი მაკდეიდი გააცნო.მსახიობი ჰელენ მირენი და სიმპათიური - იუმორისტი რასელ ბრენდი საუკეთესო მეგობრები მას შემდეგ გახდნენ რაც მათ კომედიურ ფილმში "არტური" (2011) ერთად ითამაშეს. რასელმა "ტვიტერზე" სახალისო ფოტოც კი გამოქვეყნა, სადაც ჰელენი მას აბაზანაში აბანავებდა.ამბობენ, რომ ყველაფერი ურთიერთსაპირისპირო ერთმანეთს იზიდავს. ჰოდა, ეს წესი ვარსკვლავებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებზე მართლაც რომ ზედმიწევნით მოქმედებს. სხვადასხვა მიმართულებები, განსხვავებული სტილი, თუმცა ცხოვრების საერთო ინტერესები ცნობილ ადამიანებს ეკრანის მიღმა ერთმანეთისგან რაიმე ახლის სწავლაში ყოველდღიურად ეხმარება. მეგობრობისთვის სტატუსს, პროფესიას და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, - ის მონათესავე სულებს აერთიანებს, რაც მართლაც რომ მშვენიერია.263 შეფასება არ არის |