x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
რა ხდებოდა ოსმალეთის სულთნის ჰარემში? – რეალური ფაქტები

ზოგს სულთნის ჰარემი ციხის მაგვარი დაწესებულება ჰგონია, ხოლო ზოგის წარმოდგენებში, ის — სამოთხის მსგავსი ადგილი იყო, სადაც მმართველის ცოლები და მხევლები, ულამაზეს ბაღში, ფანტანებსა და ყვავილებს შორის, ელოდნენ, ვნებიანი ღამის გასატარებლად, როდის მიიხმობდა მბრძანებელი. მაგრამ, რეალურად, ჰარემში ცხოვრება, კარდინალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ჩვენ რომანებიდან და კინოფილმებიდან ვიცით.


image


ჰარემში სწავლობდნენ


ჰარემებში არსებული მუდმივად საზეიმო განწყობა — მითია. უცხო თვალისთვის, ის სასწავლო ცენტრს უფრო ჰგავდა, სადაც გამუდმებით რაღაცას ასწავლიდნენ: წერა-კითხვას, ღვთისმეტყველებას, ეტიკეტს, სხვადასხვა სახის მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას და ცეკვას. ქალებს ასწავლიდნენ მეტყველების კულტურას და საუბარში აყოლის წესებს — მჭვერმეტყველება სულთნის ცოლისთვის და მხევლისთვის, მეტად მნიშვნელოვან თვისებად ითვლებოდა. ჰარემში ერთ-ერთი საგანი, მამაკაცის მოხიბვლის ხელოვნება და მასში სიამოვნების გრძნობის გამოწვევა იყო.


image


მოკლედ რომ ვთქვათ, ჰარემის მკვიდრებს მრავალმხრივ და ხარისხიან განათლებას აძლევდნენ... სულთნის ცოლების წერილების ანალიზით ირკვევა, რომ ისინი, თავისი დროის, მეტად განათლებული ქალბატონები იყვნენ და ზოგიერთი მათგანი, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციას და ფონდს ხელმძღვანელობდა. ხოლო, ზოგი, მეჩეთის და მედრესეს მშენებლობის წინამძღოლიც კი იყო.


ჰარემში გოგონა, შეიძლება, საკუთარი ან მშობლების სურვილით მოხვედრილიყი


ჰარემში ყველა მხევალი, სხვა ქვეყნებში, საომარი კამპანიებიდან წამოყვანილი ტყვე არ ყოფილა. იქ ლამაზი გოგონა, ღარიბი ოჯახიდან, შეიძლება, მშობლების ნებითაც მოხვედრილიყო. მას, უბრალოდ, ჰყიდიდნენ და საბუთებზე ხელისმოწერით ადასტურებდნენ, რომ შვილზე უარს სამუდამოდ ამბობდნენ.


სულთანთან ვნების ღამე, შეიძლება, არც ყოფილიყო


imageმხევლების უმრავლესობა ჰარემში მთელს ცხოვრებას ატარებდა. მაგრამ, ზოგიერთ მათგანს, ვნების ღამე კი არა, სულთანი ახლოდანაც არ ჰყავდა ნანახი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჰარემში მეტისმეტად ბევრი ქალი იყო, ხოლო სულთანს თავისი რჩეული (რჩეულები) ჰყავდა, ან საერთოდ, ცოლის (ცოლების) ერთგული რჩებოდა და ჰარემით საერთოდ არ ინტერესდებოდა.


დისციპლინა ჰარემში


ჰარემი ადგილი იყო, სადაც თავისი იერარქია და მკაცრი დისციპლინა სუფევდა. ყველა მხევალი ანაზღაურებას იღებდა, მაგრამ თუ დანაშაულს ჩაიდენდა, — ისჯებოდა კიდეც. განაწილებული იყო ქალებს შორის მოვალეობებიც: იყვნენ მარნის გასაღების მფლობელები, სულთნის დიდი ბეჭდის მცველები... და ხაზინაც კი, მათ ებარათ.

ცნობილია, რომ მე-18 საუკუნეში, ჰარემის ქალებს შორის, 320 საპასუხისმგებლო თანამდებობა იყო გადანაწილებული. ხოლო, სულთნის ფავორიტად, მხოლოდ 15 მხევალი ითვლებოდა — დანარჩენები, სასახლის კარზე მუშაობდნენ.


სულთნის ვალდებულება


შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სულთანს, რომელსაც საკუთარ იმპერიაში, მსოფლიოს მბრძანებლად მოიხსენიებდნენ, ცოლებისადმი გარკვეული ვალდებულება გააჩნდა — მთელი კვირის მანძილზე, მას შეეძლო, რაც უნდა ის ეკეთებინა... მაგრამ, შაბათის ღამე ერთ-ერთ ცოლთან უნდა გაეტარებინა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მბრძანებელი 3 ღამეს ზედიზედ «ჩააგდებდა», ცოლებს შეეძლოთ, მამაკაცის მოვალეობის უგულებელყოფის გამო, მისთვის სასამართლოში ეჩივლათ.


image


სულთანს ასობით მხევლის გარდა, 4-დან - 8-მდე ცოლი ჰყავდა და გაუგებრობას ადგილი რომ არ ჰქონოდა, ერთ-ერთი, ყველაზე პასუხისმგებლიანი მხევალი ჟურნალს აწარმოებდა, რომელშიც მონარქის, ცოლებთან პაიმნების ზუსტი აღრიცხვა ხდებოდა.


ჰარემი სახელმწიფო დაწესებულებად იყო


სულთნის ჰარემი, მართალია, ოფიციალურად არა, მაგრამ მაინც სახელმწიფო ორგანო იყო. არაერთი შემთხვევა ცნობილი, როდესაც მისი მკვიდრები, სახელმწიფოს როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში ერეოდნენ და საკუთარ მბრძანებელს რჩევებსაც კი აძლევდნენს. მაგ., ცნობილია, რომ 1550 - 1656 წლებში, უამრავი ისტორიული გადაწყვეტილება იმპერიაში, სწორედ სულთნის ცოლების მიერ იყო მიღებული.


სილამაზის სტანდარტები ჰარემში


imageროგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ... და რა თქმა უნდა, სულთნის ცვლილებასთან ერთად, ჰარემში ქალების ტიპაჟიც იცვლებოდა. საკუთარი გემოვნების და სილამაზეზე მისეული ხედვის მიხედვით, მბრძანებელი თავადვე აწესებდა სტანდარტებს... და უნდა ითქვას, რომ ხან მეტად უცნაურსაც კი.

მაგ., ოსმალეთის იმპერიის სულთანი იბრაჰიმი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 1640-1648 წწ. იყო, უპირატესობას ფუმფულა ქალბატონებს ანიჭებდა. ამიტომ, მისთვის, ქვეყნის მასშტაბით, «ფერ-ხორციან» ქალებს ეძებდნენ. ხოლო, «კონდენციამდე» ის უკვე ჰარემში მიჰყავდათ: მას ტკბილეულს აჭმევდნენ და მოძრაობაში ზღუდავდნენ.

ჰარემის «დიეტოლოგების» ძალისხმევით, სულთნის მხევლების წონა 114-დან - 220-მდე კგ-ს ფარგლებში მერყეობდა. ხოლო, სულთნის ფავორიტი, რომელსაც მეტსახელად შეკერ პარას («ტკბილი, როგორც შაქარი») ეძახდნენ, 230 კგ. იყო.


ჰარემის დატოვება შეიძლებოდა


თუ 9 წლის მანძილზე, მხევალი სულთნის ყურადღებას ვერ მიიპყრობდა, მას სრული უფლება ჰქონდა, ზემდგომი ორგანოსთვის თხოვნით მიემართა და განცხადების საფუძველზე, ჰარემი დაეტოვებინა. სულთანი ასეთ ქალბატონს, კარგ კომპენსაციას უხდიდა: ძვირად ღირებულ საჩუქრებს, ფულს, სახლს და თავისუფლლების დამადასტურებელ საბუთს აძლევდა.

გარდა ამისა, სულთანი თავისი «ყოფილების» პირად ცხოვრებაზეც ზრუნავდა. მმართველის ბრძანებით, ქალისთვის ღირსეული მეუღე უნდა შეერჩიათ და ქორწილი სახელმწიფო ხარჯით უნდა გადაეხადათ.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:


რა ხდება ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და რა აჩვენა კვლევამ, აცრების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ


დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


ისრაელში მეცნიერებმა ქვეყანაში COVID-19 ხელახალი აფეთქების მიზეზი დაადგინეს


ადოლფ ჰიტლერის შვილები


10 ფასდაუდებელი რჩევა, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია


10 მნიშვნელოვანი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ

0
2607
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0