x
image
ნინო ხიმშიაშვილი
ტაძრები, რომლებზეც ინტიმური სცენებია გამოსახული


მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჯერ კიდევ ითვლება ერთ-ერთ კონსერვატიულ ქვეყნად მსოფლიოში, არსებობს მტკიცებულება, რომ ქვეყანა უკიდურესად ლიბერალური იყო წარსულში.


მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი ტაძარია, რომლებიც ამ ფაქტს მოწმობენ. ამ ტაძრებზე გამოსახულია ინტიმური სცენები. რაც ადასტურებს ინდოეთის ღია, პროგრესულ აზროვნებას წინა ეპოქებში.


ნახეთ ინდოეთის ტაძრები, რომლებიც განთქმულია სექსუალური ქანდაკებებით.





#1

კანდარია მაჰადევა

ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული შუასაუკუნეების ძეგლი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ინდოეთში. აიგო დაახლოებით 1050 წელს.



ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია [ვიკი].


image






#2

ხაჯურაჰო, მადია პრადეში

ითვლება, რომ ამ ტაძრების აშენებას დაახლოებით 300-400 წელი დასჭირდა და აშენდა ჩანდელას დინასტიის მეფეების მიერ. იუნესკომ ის ასევე აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

როდესაც იქ მოხვდებით თქვენი თვალით ნანახი უფრო გაგაოცებთ. კედლებზე გამოსახული კოხტა სხეულების ულამაზესი ქანდაკებები დაკავებულნი არიან სიამოვნებით და ცდუნებით. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს კერპები კამასუტრას სცენების ნაწილია, ზოგი მიიჩნევს, რომ ეს კერპები უბრალოდ წარმოადგენენ ინდოეთის ლიბერალურ წარსულს.


image





#3

მოდერას მზის ტაძარი, გუჯარეთი


მოდერას მზის ტაძარი ჰგავს ნებისმიერ სხვა ჩვეულებრივ ტაძარს, რომელსაც კედლებზე ამოტვიფრული აქვს რთული ნამუშევრები. თუმცა, თუ ყურადღებით დააკვირდებით, ნახავთ გამოქანდაკებულ ინტიმურ სცენებს.


მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაძარი აღარ ფუნქციონირებს და აქ არ ტარდება რიტუალები, ის მაინც არის მთავარი ტურისტული ადგილი, რომელიც დაცულია ინდოეთის არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის მიერ.

image




#4

მარკანდეშვარი, მაჰარაშტრა

მდებარეობს მდინარე ვაინანგას ნაპირებზე, ითვლება, რომ ტაძარი უკიდურესად წმინდაა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები და ადგილობრივები. მორწმუნეებს სჯერათ ტაძარში წამყვანი ღვთაების ძალაუფლების.


ამ ტაძრის კედლებზეც რთული ჩუქურთმებია გამოქანდაკებული, რომლებიც დღემდე შემორჩენილია. თუ საგულდაგულოდ შემოწმდება, შეიძლება დაინახოს, ზოგიერთი ჩუქურთმები მოიცავს სექსუალურ გამოსახულებებს; როგორც ზოგად ისტორიაშია, ეს დემონების ნამუშევარია, რადგანაც ამბობენ, რომ ტაძარი იდუმალებით არის აგებული ერთ ღამეში.


image



#5

ტრიპურანტაკას ტაძარი, კარნატაკა

ეს ტაძარი აშენდა დასავლეთ ჩალუკიას მიერ და მდებარეობს ისტორიულ ქალაქ ბალიგავში, კარნატაკაში, შიამომოგას რაიონში. მიუხედავად იმისა, რომ კარის ჩარჩოები და სვეტი ჰგავს ბელურსა და ჰალებიდში არსებულ ნამუშევრებს, გარე კედლებზე შეგიძლიათ ნახოთ ბევრი სკულპტურა კამასუტრას სცენებით.


image




#6

თირუმაიამი, ტამილ ნადუ


ეს ტაძარი ეძღვნება უფალ ვიშნუს, ხოლო გარე კედლებზე შეგიძლიათ ნახოთ კამასუტრას თავები. არსებობს ერთი ამბავი, რომელიც დაკავშირებულია მოჩუქურთმებასთან, სადაც ნათქვამია, რომ ეს ქანდაკებები ტაძრების გარე კედლებზეა განთავსებული, იმის სათქმელად რომ რომ წმინდა ადგილას შესვლამდე საჭიროა ასეთი სურვილების დატოვება ტაძრის გარეთ.


image



image






0
747
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0