საქართველო "ვერ გავიგე გახარიას ტენიან ნარკომანობას, თუ მელიას? - ნახეთ, რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი 2021, 6 სექტემბერი, 18:42 "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში კახა კალაძის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტის ჩაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დედაქალაქის მერის ქმედებას გაუგებარს უწოდებს: "ამ კალაძეს ვინ ჰგონია კანდიდატებიდან ნარკოტიკების მომხმარებელი, ტვინი რომ წაიღო? ვერ გავიგე, რას ამტკიცებს.გახარიას ტენიან ნარკომანობას, თუ მელიას?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. კალაძეს თქმით, მან ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის გააკეთა. დედაქალქის მერი ნარკოტესტის ჩაბარებას ასევე თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებსაც მოუწოდებს: "ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთოს ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინოს. მინდა მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ უფლება აქვთ გაასაჯაროონ შედეგები და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს", - განაცხადა კალაძემ.227 შეფასება არ არის |