x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რას აკეთებდი იმ ბიჭებთან ა? ა? იძლევი?"-რა მოხდა ლისის ტბაზე
image

მოქალაქე უჩა აბაშიძე თბილისში მომხდარ შემთხვევაზე წერს სოციალურ ქსელში-იგი ტაქსის მძღოლს 30 წლის ქალის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.


"გუშინ რო ელაპარაკე, და დღეს დილას რო ნახულობ რო სახე აქვს გადაგლეჯილი და გასისხლული (გოგოს)

ამბავი ხდება ამ ღამით


მეგობარი, გოგო, იყო სტუმრად ლისზე, სხვა მეგობრებთან ერთად, რომლებსაც ყავდათ ბავშვები წამოყვანილი, ღამით ყველამ ერთად ცოტა გარეთ ისეირნეს და მერე გვიან დაიშალნენ

ყველამ შესთავაზა გაგიყვანთო (შორს ცხოვრობს და ვინც მიდიოდა იმათთვის მეორე მხარეს) - და ბოლოს მოიპოვა უფლება რო არაა პრობლემა, ტაქსით გავა

მეგობრები მაინც დაელოდნენ სანამ ტაქსი მოვიდა და მერე დაიძრნენ, რო გოგო მარტო არ მდგარიყო ბნელში ღამით გარეთ, პირველი საათი იყო, არც ისე გვიანი

(არ მიკითხავს, ან გარეთ იდგნენ ბიჭები და ეს გოგო, ან მანქანაში იჯდა და გადმოვიდა და გადაჯდა ტაქსიში – მიგითითებთ იმაზე იმ ტაქსისტმა რეები ააცვა ალბათ ამ ამბის გამო...)

დალშე გოგოს პირით, პირველ პირში:

ტაქსში ჩაჯდომისთანავე ტაქსისტმა დამიწყო "დეჰუმანიზაცია"

ძაან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ეს

"მიმართული" კითხვები - იმ ნარატივით რო "გვიან ღამით რო გოგო ლისზეა ბიჭებთან ერთად წამოსული და სახლში მანქანით არ მიჰყავთ და ტაქსს იძახებენ... რას აკეთებდი იმ ბიჭებთან? ა? ა? იძლევი?"

ოღონდ ეს "იგრძნობა" და ისე, რეალურად, კითხვებს სვამს იმაზე რო

"აქეთ რა გინდოდათ?"

"რატო ასე გვიანობამდე"

"ბიჭებმა რატო არ გაგიყვანეს"

“ბევრი დალიეთ?"

"მოსაწევი?" და ასე შემდეგ

მერე სიგარეტი შემთავაზა, ვუთხარი უარი, რო არ ვეწევი

მერე კიდე რაღაც "ბაზარი შეყავდა", იმაზე რო "რას ვშვებოდით იქ, მაინც, მაინც?"

ვცდილობდი არაფერზე არ შევსულიყავი კომუნიკაციაში

აღარც მესმოდა უკვე არაფერი, იასნად უდაძაბულესი ვიჯექი

ბოლო წლის ამ ამბავზე გამახვილებული ყურადღების გამო, ჩანთაში პეპერ სპრეიც ედო - და მარცხენა ხელით პეპერ სპრეი ამოიღო

იჯდა უკან იასნად

მარჯვენა ხელში ეკავა ტელეფონი

უცებ მძღოლმა ხელი გამოაძვრინა სკამებს შორის, მარა ვერ მომწვდა და მე ეგრევე ვთქვი რო

"თუ შეიძლება გააჩერეთ მანქანა!"

და მართლა ეგრევე დაიწყო თან გაჩერება და თან ლაპარაკი რო რას ნერვიულობ გოგონი, რა მოხდა, არაფერს დაგიშავებ და ეგეთები

ჯერ კიდევ რო მიგორავდა, მარა ძაან ნელა - მოვწიე კარის გასაღები მარა არ გაიღო (თანამედროვე მანქანები არ აღებს სანამ არ გაჩერდება, უნდა გაიხსენო რო ხელით გახსნა ჩამკეტი)

მერე უცებ იმან ღვედი შეიხსნა, რეზკად გააჩერა, ტანით ჩემკენ მოტრიალდა სკამზე ეგრევე და რაღაცეეების თქმა გააგრძელა

"რა იყო გოგო, რას ნერვიულობ, რა მოხდა, შენც ხო გინდა" – რაღაც ეგეთები

და თან ამ "დაწყნარებისას" მუხლზე შემეხო

მე ხელი ავკარი მუხლზე შეხებისას რო ხელი გაეწია

და "საპასუხო" მოძრაობად მეორე ხელით მიჯიკა და მიმახეთქა კარებზე

გახეთქილი აქვს მარცხენა მხარეს საფეთქელთან, დიდზე, გასისხლული, რამდენადაც ხვდება კარის "რამას" მიეხეთქა რაღაცნაირად და...

მძღოლის უკან იჯდა სკამზე, თურმე ეგ ყველაზე უსაფრთხოა გოგოების გადმოსახედიდან, და კაბის ქვეშ ვერ გიყურებენ მასე და ა.შ.... არ ვიცოდი, მართლა...

მიხეთქებისასვე რაღაცას ცდილობდა თან ხელით "დაპრესვას" თუ მოთოკვას არ ვიცი

და ასე მოგრეხილმა ერთი ის მივხვდი რო მარჯვენა იდაყვი ისედაც ინსტინქტურად ავიფარე სახეზე და მარცხენა ხელით სპრეი მივასხი ქვემოდან ზემოთ სახეზე, ბევრი მივასხი

ვაღიარებ - რო შემეშვა მერეც მივასხი სანამ ტვინი არ ჩამერთო რო აღარ მეხებოდა

მძღოლი გადახტა მანქანიდან და ღრიალებდა და ცდილობდა რამენაირად მოეშორებინა წიწაკა სახიდან/თვალებიდან

მე გამოდვედი მანქანიდან, მეორე მხარეს კარებიდან, გამოვიძახე პატრული და ვიდექი იქვე

სანამ პატრული მოვიდოდა, ჩამოიარა უბრალოდ ეკიპაჟმა – გადავუდექი წინ და გავაჩერებინე

საიდანაც გადმოვიდა ჯერ ერთი პატრული – რომელმაც, მივიდა იმასთან, მოტრიალდა და დამიწყო მე დაბოლება რო "რა მოხდა ქალბატონო, რა დაგიშავათ ასეთი, ასე შეიძლეებააა"

იმიტო რო პარალელურად ის ღრიალებდა რო "კაცი რო გაწყნარებს უნდა დააბრმავო??? გიჟი ხარ ვიღაცა ხარ, მიშველეთ ჩემი კააიიი!!!" და ეგეთებს

მარა მეორე პატრულმა მაგარი უღრიალა გაჩუმდიო და მიაკაჩავა და გაწიეს იქეთ

ამასობაში გამოძახებული პატრულიც მოვიდა და ჩამოართვეს ჩვენება და დააფიქსირეს დაზიანებები და ყველაფერი

მოკლედ ქვეყანაში რომელშიც მწვანე აუნთო კრიმინალს მთავრობამ, როცა მოვიდა და დღემდე ბოგინებენ ისინიც, პეპერ-სპრეი არის must და გამოყენება ადვილია და თითქმის ყველა პოზიდან შეიძლება.

სამწუხარო სათქმელია – მარა აუცილებლად იქონიეთ (იყიდება ნებისმიერ მონადირეში, მაგალითად დინამოსთან)

წინასწარ ყ*ე კომენტარებზე საპასუხოდ:

ხო – ვერ წაიყვანეს მეგობრებმა, რა მოხდა? - ტაქსი ვერ უნდა გამოიძახო ამ ქალაქში?

ეცვა ჩვეულებრივად – ციოდა გუშინ და რომც სცმოდა ლამაზად არ შეიძლება? ვსიო გასაუპატიურებელია?

30 წლის გოგოა, ჰყავს შვილი და არის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი ვისაც შევხვედრილვარ, არაა ინსტაგრამ სელებრითი და ცანცარა ბავშვიც არაა (რომც იყოს – მოსულა მაშინ? დაიმსახურა გაუპატიურება? მიმზიდველობა დანაშაულია?)

პ.ს. კომენტარებში დევს შუბლის/საფეთქლის სურათი, ვინმე იტყვის "ეხლა ისეთიც კოშმარი არაფერიო" - მარა დაფიქრდით რო დილას გადიხარ სახლიდან და საღამოს არ იცი სახლში ეგრე დაბრუნდები, თუ მაგ მიჯახებისას გაითიშები და უარესი დაგემართება...", - წერს "Facebook-ზე" უჩა აბაშიძე

0
318
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0