სასარგებლო პროდუქტები ყველასთვის ცნობილი მცენარე, რომელის წვენი 10 დაავადებისგან განკურნავს ჩვენს ორგანიზმს 2021, 3 სექტემბერი, 12:15 მრავალძარღვას ფოთლების წვენი ეფექტურია ქრონიკული გასტრიტის, კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ამასთან, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას. ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ ამ მცენარის წვენით მკურნალობის დროს მცირდება ან საერთოდ ქრება ტკივილები და დისპეფსიური მოვლენები (გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მიდრეკილება ყაბზობისკენ), უმჯობესდება მადა. მრავალძარღვას წვენი ამცირებს ფუტკრის, ბზიკის, გველის ნაკბენისგან მიყენებულ ტკივილს. აღნიშნულ წვენს იღებენ ბრონქული ასთმის, ბრონქიტის, მალარიის, ყივანახველას წინააღმდეგ, ასევე, იყენებენ ყელში გამოსავლებად. მრავალძარღვას წვენი ხველის დროს გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება ყივანახველას, ასთმის, ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის დროს. რეცეპტი: მიიღეთ მრავალძარღვას წვენი 1 ჩ.კ. ჭამის წინ კუჭის დაავადებების და ქრონიკული დიზენტერიის დროს მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, გახსენით 1/4 ჭიქა წყალში, იმკურნალეთ 30 დღე, თუ გაწუხებთ ანაციდური გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები მომატებული მჟავიანობის გარეშე, ქრონიკული კოლიტის დროს. ზამთრისთვის შესძლებელია მოამზადოთ მრავალძარღვას წვენის ნაყენი, თუ არაყს დაასხამთ თანაბარი პროპორციით. ახლად გამოწურული მრავალძარღვას წვენი ანტიბიოტიკებთან და სულფამიდურ პრეპარატებთან ერთად გამოიყენება ქრონიკული დიზენტერიის დროს. მრავალძარღვას წვენი თაფლით – კუჭისთვის სასარგებლოა სისხლდენის, დიარეის, დაბალი მჟავიანობის, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის დაავადებების და მუცლის შებერვის სამკურნალოდ. მიღების წესი: 1-2 ს.კ. წვენი და 1 ს.კ. თაფლი გახსენით ჭიქა წყალში (ოთახის ტემპერატურის), მიიღეთ დღეში 4-ჯერ ჭამამდე. მკურნალობის კურსი 30 დღე. ათეროსკლეროზის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ აღნიშნული დაავადებების დროს რეკომენდებულია ნაყენი და მრავალძარღვას ფოთლების ახლად გამოწურული წვენი, რომელიც იკრიფება მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. გარეცხეთ ცივ წყალში, აცალეთ, სანამ დაიწრიტება, დამდუღრეთ, შემდეგ გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და გაწურეთ. თუ წვენი ბლანტი გამოვიდა, გახსენით წყალში (1:1). ადუღეთ 1-3 წუთი. მიღების წესი: 2 ს.კ. წვენი 1 ს.კ. თაფლთან ერთად, 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე (წვენი გახსენით ოთახის ტემპერატურის 1/2 ჭიქა წყალში). მკურნალობის ხანგრძლივობა – 30 დღე. გასტრიტის, კოლიტის და ენტეროკოლიტის დროს
ფეხმძიმეებისთვის ტოქსიკოზის დროს მიიღეთ მრავალძარღვას ახლად გამოწურული 1 ს.კ. წვენი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ჭრილობები კრემი მრავალძარღვას წვენისგან რეცეპტი : აიღეთ 50 გრ. ახლად გამოწურული მრავალძარღვას წვენი, 25-25 გრ. ლანოლინი და ვაზელინი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი შუშის ჭურჭელში. წაისვით ჭრილობებზე და დაიდეთ სახვევი. მრავალძარღვასა და ფარსმანდუკის კრემი აღნიშნული კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ჭრილობის შემახორცებელი საშუალება, რომელიც შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: შეურიეთ თანაბარი რაოდენობის მრავალძარღვასა და ფარსმანდუკის წვენი ლანოლინს ან ვაზელინს. (პროპორცია 1:1). კომპრესი ჭრილობებზე და ფურუნკულებზე პრობლემური კანი გაქვთ? ხშირდ გიწითლდებათ ან გაყრით? მრავალძარღვას წვენი ღრმად ასუფთავებს ფორებს, ატენიანებს და კვებავს კანს. მცენარის ანტისეპტიკური თვისებები ხელს უწყობს სიწითლის შემცირებას და გამონაყარის გაქრობას. ამ მიზნით შეგიძლიათ იხმაროთ მრავალძარღვას გამოყენებით დამზადებული კრემი ან ტონიკი. ამასთან, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ გამწმენდი ნაყენი.: აურიეთ 1 ს.კ. წვენი და 3 ს. კ. წყალი. ბამბის ტამპონი ჩაასველეთ და სახე გაიწმინდეთ. მრავალძარღვას წვენი და ფოთლების კომპრესი საკმაოდ ეფექტურია ჭრილობებზე და ფურუნკულებზე. მისი გაკეთება უმარტივესია: მცენარის ახალი ფოთლები კარგად გარეცხეთ (გამხმარი კი წყალში დაალბეთ), შემდეგ ჭრილობაზე დაიდეთ. გარეგანი მოხმარებისთვის მრავალძარღვას ახალი ფოთლები, ასევე წვენით ან ნაყენით გაჟღენთილი სახვევები დაიდეთ ჭრილობების, ფურუნკულების, წყლულების არსებობის შემთხვევაში. როგორ მოვამზადოთ წვენი წვენის მისაღებად მოჭერით მრავალძარღვას ფოთლები ღეროსთან ერთად, საგულდაგულოდ გარეცხეთ ცივ წყალში, აცალეთ, სანამ დაიწრიტება, გადაავლეთ მდუღარე წყალი, შემდეგ გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და გაწურეთ მარლაში. ცხელ ამინდში წვენი ბლანტი გამოდის. ამ შემთხვევაში გააზავეთ წყლით 1:1. მიღებულ წვენი 1-3 წუთი ადუღეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. უკუჩვენება: უკუჩვენება: მრავალძარღვას წვენის მიღებას ახასიათებს ჰიპერაციდური გასტრიტის, კუჭის წყლულოვანი დაავადებების დროს მაღალი მჟავიანობა. შესაძლოა გაამწვავოს წყლულოვანი პროცესები. მრავალძარღვას მიღება დაუშვებელია, თუ ავადმყოფს მიდრეკილება აქვს თრომბების წარმოქმნისკენ. აღსანიშნავია, რომ მცენარე ხელს უწყობს სისხლის შედედებას. ასევე დაგაინტერესებთ: უნაკლო სახის კანის მისაღებად საკვები სოდა გამოიყენეთ. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ! ღვიძლის და სისხლის გაწმენდა მხოლოდ 1 ხელმისაწვდომი ინგრედიენტით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხილზე, რომელიც ყველას რაციონში უნდა იყოს შავი ქიშმიშის 6 საოცარი თვისება. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს როგორ ვუმკურნალოთ ფარისებრი ჯირკვალს ფეიხოას გამოყენებით თმის გახშირება და სწრაფად გაზრდა გსურთ? ამ ნიღბების მთავარი ღირსება მათი ხელმისაწვდომობაა ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის 331 4-ს მოსწონს
|