x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თანამედროვე ადამიანი 200 000 წლისაა, ცივილიზაცია – 10 000 წლის. რა ხდებოდა 190 000 წლის მანძილზე?

უძველეს ცივილიზაციად შუმერების ცივილიზაცია ითვლება. თუმცა, მისი არსებობის ზუსტი ვადების განსაზღვრა რთულია. ზოგიერთი შეფასებით, მისი ჩასახვა, დაახლოებით, 10 ათასი წლის წინ მოხდა.


image


ანატომიის თვალსაზრისით, ადამიანებს თანამედროვე სახე 200 000 წლის წინ უკვე ჰქონდათ. ხოლო, ზოგიერთი ანთროპოლოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ეს რიცხვი 100 000 წლით მაინც არის შემცირებული და რეალურად, თანამედროვე ადამიანი 300 000 წლის არის. სხვები კი, ამ საკითხთან დაკავშირებით, 120 000 წლით შემოიფარგლებიან. ამიტომ, ჩვენც 200 000 წლი ავიღოთ საფუძვლად. თან, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი, ადამიანის ყველაზე უძველესი ნაშთების ასაკი 190 ათასი წელი არის, ეს სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება.

მეცნიერების მიერ, ადამიანური აზროვნების უნარი (ხელოვნების ჩანასახები, სამუშაო და საბრძოლო იარაღების შექმნა და ა. შ.) 75 000 - 80 000 წლით ფასდება.


image


ხოლო, 65 000 წლის მანძილზე, მათი ძირითადი საქმიანობა ნადირობით და მცენარეების შეგროვებით შემოიფარგლებოდა. ამიტომ, ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ და ერთ ადგილზე დიდ ხანს არასდროს ჩერდებოდნენ – მათ საცხოვრებელ ადგილს ცხოველების მიგრაციები განსაზღვრავდა.

ტრადიციული მეცნიერების მტკიცებით, დაახლოებით, 12 000 წლის წინ, ადამიანებმა ცხოველების მოშინაურება და მიწის დამუშავება დაიწყეს და პირველი დასახლებები შექმნეს. მაგრამ მაშინ, ვინ ააშენა მეგალითური ნაგებობები? ინდოეთის დიდი კედელი ან ცოტა ხნის წინ, აღმოჩენილი უძველესი ქალაქი სამხ. აფრიკაში?

imageგამოდის რომ, მთელი 190 ათასი წლის მანძილზე, შეცვლილი 8 ათასი თაობა მხოლოდ ნადირობით იყო დაკავებული და ეს იმ ფონზე, რომ უკანასკნელ 2 საუკუნეში, ჩვენი ცივილიზაციის 5-მა თაობამ, აგრარული ეპოქიდან — ინდუსტრიალიზაციის მოდელამდე გზა განვლო და კოსმოსშიც კი გავიდა!

XXI ს–ში, განსაკუთრებით პოპულარული გახდა თეორია იმის შესახებ, რომ ჩვენ პირველი ცივილიზაცია არა ვართ პლანეტაზე, — ჩვენ უფრო ისა ვართ, რაც ერთ დროს, ტექნოლოგიურად განვითარებული და დედამიწაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად დაღუპული, საზოგსდოებიდან დარჩა... და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობ. მაგ., თუნდაც, მარადიული მყინვარები, რომელთა დნობა დაწყებულია და მომავალში, სავარაუდოდ, ჩვენი პლანეტის წარსულის, კიდევ არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა.

imageუკვე ახლა, გლობალური დათბობის გამო, პლანეტის ზოგიერთ რეგიონში, მყინვარების დნობის ადგილებზე, აღმოჩენილია არა მარტო ძველი სუბსტრატი, არამედ ფაუნის კარგად შემონახული ნამარხებიც! ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის ცხოველების ნაშთები, უმეტეს შემთხვევაში, საშინლადაა დასახიჩრებული. ხოლო, მათ კუჭში აღმოჩენილი მოუნელებელი საკვები, დაღუპვის მოულოდნელობაზე მეტყველებს.

იმის მტკიცებულებად, რომ ერთ დროს, აყვავებული და შემდგომში, განადგურებული ცივილიზაციის მემკვიდრნი ვართ, უძველესი არქიტექრურული ნაგებობებიც გამოდგება.

დღეს კოლონიალური ეპოქიდან ბევრი ლამაზი, დიდებული ნაგებობაა შემორჩენილი, სვეტებით და ნაკვეთი ფასადებით. ითვლება, რომ დიდმა ევროპულმა სამყარომ, პლანეტის ცალკეულ კუთხეში, მონუმენტური ტაძრების და სასახლეების აშენებით, იმ ადგილებში კულტურა და ხელოვნება შეიტანა! მაგრამ, რა ვთქვათ რეგიონებზე, სადაც ჩვენი ისტორიული მეხსიერების მანძილზე, დასახლება არასდროს ყოფილა და მსგავსი ნაგებობები იქაც არის?!

imageპლანეტის მასშტაბით, უამრავი ასეთი არტიფაქტია აღმოჩენილი, რაც იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ ჩვენი შორეული წინაპრები, ერთიან, დიდ სახელმწიფოში თუ არ, ერთმანეთთან აქტიურ კონტაქტში მაინც ცხოვრობდნენ...

მყინვარების კერნების (ქანის ნიმუშები) შესწავლის შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პლანეტაზე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, დაახლოებით, 12 800 წლის წინ მოხდა, რაც მათი აზრით, დედამიწის ხმელეთის მასობრივი დატბორვით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. სავარაუდოდ, უძველესი პროტოცივილიზაციის განადგურება სწორედ მაშინ მოხდა. ვინც გადარჩენა მოახერხა, სიცოცხლისთვის დაიწყო ბრძოლა და გაანვითარებაში რეგრესი განიცადა — როდესაც ყინულის უზარმაზარი ბელტი, ერთიან მასივს სწყდება და თავის გზაზე ყველფერს მიწასთან ასწორებს, იქ უკვე განითარებაზე და განათლებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ხოლო, იმის მტკიცებულებას, რომ ერთ დროს, დედამიწაზე მყინვარების «ბატონობის» ეპოქა იყო, ბევრ ქვეყანაში, ნიადაგის სიღრმეებში აღმოჩენილი, 2 მეტრის სიმაღლის, ლამის ფენა წარმოადგენს.


image

არხის სხვა სიახლეები:


10 სულელური მითი, რომლისაც ფილმების გამო გვჯერა


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა


სამოთხე ნარკომანებისთვის – ეპოქა, რომელშიც «მთავარი წამალი» ჰეროინი, ოპიუმი და მორფინი იყო


ხელისუფლების ვალდებულება და ის, თუ რატომ არის შეუძლებელი ყველა ადამიანის გულის მოგებ


15 საინტერესო და საოცარი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ


წარმატების ფორმულა ამერიკელი ბიზნეს–ტრენერისგან


0
1669
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1669
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0