საზოგადოებრივი სამხრეთ აფრიკაში 100 000 წლის წინ აშენებული ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს 2021, 9 ივლისი, 9:23 რა ვიცით რეალურად კაცობრიობის წარსულის შესახებ? ნუთუ, ჩვენმა ცივილიზაციამ მხოლოდ რამდენიმე ათასი წელი იცხოვრა დედამიწაზე, როგორც ეს ოფიციალური მეცნიერების მიერ აღიარებულ ისტორიულ წყაროებში და სახელმძღვანელოებში წერია? თუ შესაძლებელია, რომ ძველ განვითარებულ ცივილიზაციებს, ჩვენს პლანეტაზე, ბევრად უფრო ადრე ეცხოვრათ, ვიდრე, მაგ., იგივე შუმერებს? ცოტა ხნის წინ, რამდენიმე აღმოჩენა გაკეთდა, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ ძველი ცივილიზაციები, პლანეტა დედამიწას, «საკუთარ სახლად» ბევრად უფრო ადრე თვლიდნენ, ვიდრე მეცნიერები აქამდე ვარაუდობდნე. რატომ ხდება, რომ წამყვანი მეცნიერები, ისეთი დეტალების «იგნორირებას» ამჯობინებენ, რომელსაც განვითარებული ცივილიზაციების არსებობის თარიღი, ბევრად უფრო შორეულ წარსულში გადააქვს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა? – ეს ბევრისთვი გაუგებარია. განვითარებული ცივილიზაციების არსებობის კვალის აღმოჩენა, დამწერლობის ჩასახვამდე, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება. მაგ., ძველ ეგვიპტეში და მესოპოტამიაში, ჩვენ წერილობით წყაროებს ვპოულობთ, რომელშიც საუბარი უდიდეს ცივილიზაციებზე, რომლებიც უკანასკნელი ათასწლეულების მანძილზე, ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ... მაგრამ, მანადე რა იყო?! იმის საუკეთესო მტკიცებულება, რომ აზიაში პირველი ცივილიზაციის წარმოქმნამდე, ბევრად უფრო ადრე, უკვე არსებობდა მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, ყოველ შემთხვევაში, იმაზე ნაკლებად არა, რაც მესოპოტამიაში იყო, აფრიკაშია: სამხრეთ აფრიკაში, მაპუტუს პორტიდან (მოზამბიკი) 150 კმ–ს დაშორებით, აღმოაჩინეს «100 000 ათასი წლის ცივილიზაცია». კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ძველი მეგაპოლისი, რომელიც ჩვ. წ. აღრ. 160 000–დან – 200 000 წლამდე პერიოდშია აშენებული, 1500 კვ. კმ–ს მოიცავდა და ის, სავარაუდოდ, უფრო დიდი დასახლებული პუნქტის მხოლოდ ნაწილი იყო. მეცნიერების აზრით, უძველეს დროში, ამ ადგილზე ქალაქის გაჩენის მიზეზი ოქროს საბადოები იყო, რომელიც იმ პერიოდში, ანუნაკების ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. 450 000 წლის წინ — მზის სისტემის ყველაზე შორს მდებარე პლანეტაზე, ატმოსფეროს შრის დარღვევის გამო, მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ანუს (ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში) მიერ დამხობილი, ნიბირუს მმართველი ალაუ (ალალუ), თავშესაფრის ძიებისას, დედამიწაზე ჩამოვიდა. აქ მან ოქროს დიდი მარაგი აღმოაჩინა და ნიბირუს ატმოსფეროს დასაცავად, მისი მოპოვება გადაწყვიტა. ძველი შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ანუნაკები (იგივე ატლანტები, ბერძნულ მითოსში) დედამიწაზე 445 000 წლის წინ, სწორედ ნიბურუდან ჩამოვიდნენ. მათი ქრონოლოგიის მიხედვით, პლანეტა ნიბირუ დედამიწის სიახლოვეს, ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ ჩნდებოდა და ოქრო მიჰქონდა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:1. სტალინმა II მსოფლიო ომის დამთავრების და საკუთარი გარდაცვალების თარიღი წინასწარ იცოდა |
დედამიწაზე არსებობდა ჩვენზე გაცილებით მაღალგანვითარებული საზოგადოება, რომელთაც ააგეს პირამიდები და სხვა ხელთუქმნელი ძეგლები.
წინა საზოგადოება იყო სხვადასხვა ზომის და წონის, ოღონდ მაღალგანვითარებული. ისინი შეხმატკბილებულად, მშვიდად ცხოვრობდნენ და ღმერთს შეჰფრფინვიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მხოლოდ ღმერთის მიერ ბოძებული უმარტივესი წსებით შეიძლებოდა სამოთხეში ცხოვრება, - აქავე, ამქვეყნად.
ისტორიკოსები ცუდად ასწავლიან ბავშვებს!
იხილეთ:
https://www.facebook.com/macne.qartvelishvili/posts/4285529164845000