x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
დუბაი-ოქროს ქალაქი

image


არაბთა გაერთიანებული საამიროების ეს უმსხვილესი ქალაქი თითქმის ყველა ადამიანში ფუფუნებასა და სიმდიდრესთან ასოცირდება, ადგილებთან, სადაც მდიდარი და ცნობილი ადამიანები ისვენებენ და მსოფლიო რეკორდები მყარდება. დუბაის შეუძლია ნებისმიერი ტურისტი შოკში ჩააგდოს. მაგალითად, იქ სავაჭრო ავტომატებია, სადაც ოქროს ზოდები და მონეტები იყიდება, კიდევ იქ მიტოვებული მანქანების ნახვაც შეიძლება, რომლის ღირებულება ასეულ ათასობით დოლარია და ა.შ.


დუბაიში ბევრი ოქროა, ძალიან ბევრი


image

image

image


ამ ქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ოქროს ბაზარია, რომლის წყალობითაც დუბაის ოქროს ქალაქის სახელი აქვს. ბაზარში თითქმის 400 საიუველირო მაღაზიაა, ზოგი მათგანი 40 წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. საამიროებში მსოფლიოში ყველაზე მძიმე ოქროს ბეჭედი დაამზადეს-წონით 64 კგ.


ოქროს ზოდები სავაჭრო ავტომატებშიც იყიდება



image


ბევრი ცათამბჯენი ნახევრად აუთვისებელია


image

უძრავი ქონების ბაზარი სამშენებლო ბუმის გამო გადატვირთულია. შეთავაზება ბევრად აჭარბებს მოთხოვნას, ცათამბჯენების მშენებლობას კი ისევ ისეთი ტემპებით აგრძელებენ, რადგან რამდენიმე ათეული წლის წინ დაწყებული პროცესის შეცერება ახლა რთულია. ამასთან საცხოვრებელი ფართის მხოლოდ ნაწილი იყიდება. შეძლებული ადამიანების მიერ შეძენილი აპარტამენტებიც კი წლის უმეტესი დრო ცარიელია.


ქალაქში იმდენი მშენებლობებია, რომ ერთი პერიოდი მსოფლიოს მთელი სამშენებლო ამწეების 25% აქ იყო განთავსებული.


image


სავაჭრო ცენტრი Dubai Mall იმდენად დიდია, რომ იქ ტაქსებით გადაადგილდებიან


image


Dubai Mall ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია მსოფლიოში. მისი საერთო სავაჭრო ფართი 502 000 კვადრატული მეტრია.


ქუჩაში თავისუფლად დასეირნობენ ფარშევანგები


image

image


აქ საგზაო ნიშნებიც კი არის, რომელიც მძღოლებს აფრთხილებს, რომ გზაზე შეიძლება ფარშევანგი გადადიოდეს.


მობილური ავტოგასამართი სადგურები მოგემსახურებიან ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს


image


საემიროებში გაიხსნა რეგიონში პირველი საწვავის მიწოდების სერვისი. მისი თანამშრომლები თვითონ მიდიან კლიენტის მიერ აღნიშნულ ადგილზე და ავტომობილს ემსახურებიან. ამ დროს მანქანის მძღოლი შეიძლება ადგილზე არც იყოს, მთავარია წინასწარ დატოვოს საწვავის ავზი ღია.


ავტომობილების "ბლატნოი" ნომრები აუქციონებზე ზღაპრულ ფასად იყიდება


image


მაგალითად, ინდოელმა ბიზნესმენმა აუქციონზე შეიძინა ნომერი D5 და მასში 8, 98 მილიონი დოლარი გადაიხადა. უფრო ადრე, 2008 წელს, 14, 3 მილიონ დოლარად გაიყიდა ავტომობილის ნომერი ციფრით 1.


რეკორდების ქალაქი


დუბაიში ძალიან უყვართ მსოფლიო რეკორდების დამყარება. ძალიან უყვართ ყველაზე მაღალი, ყველაზე დიდი, ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძვირფასი და ა.შ. რეკორდები იმდენად ხშირად მყარდება, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დასახლდა გინესის რეკორდების წიგნის საშტატო მოსამართლე, რათა შესძლოს და მოასწროს დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან გამკლავება.


image


ფოტოზე გამოსახულია ცათამბჯენი Maze Tower ("ლაბირინთი"). გინესის რეკორდების წიგნში ის მოხვდა ერთ-ერთ ფასადზე განლაგებული აივნების ლაბირინთების გამო.


მეტრო მემანქანის გარეშე


image


2009 წელს დუბაიში გაიხსნა მეტრო, სადაც ელექტრომატარებლები ფუნქციონირებენ მთლიანად ავტომატურ რეჟიმში. 2016 წლამდე დუბაის მეტროპოლიტენს მსოფლიოში ყველაზე ვრცელი მიწისქვეშა სატრანსპორტო ქსელი ჰქონდა, რომელიც მემანქანეების გარეშე მუშაობდა. ეს რეკორდიც გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირდა 2012 წელს.


დუბაიში ცოტა ფეხით მოსიარულეა


აქ არც თუ ისე კარგად არის გათვლილი სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალება პირადი ავტომობილია და ტაქსი. ტაქსით მგზავრობა არც ისე ძვირი ღირს. ამ ქალაქში ერთადერთი იაფი რამ ალბათ ეს არის.


ყველაზე ცხელ თვეებში ტემპერატურა 45 გრადუსამდე და მეტსაც აღწევს, ამიტომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები კონდიციონერებითაა აღჭურვილი.


image


დუბაიში ძლიერი სიცხის დროს წვიმას "იწვევენ"


ბავშთა მოედნებს ხანდახან ესტაკადების ქვეშ აწყობენ, რათა ბავშვები დაცული იყვნენ მზის მცხუნვარებისგან.


image


პოლიციაში ძვირფას სპორტულ მანქანებს იყენებენ


image


მათ შორისაა Bugatti Veyron, Ferrari, Rolls-Royce, Bentley, Lamborghini და სხვა ავტომობილები, რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონ დოლარამდე ღირებულების. თუმცა ყველა ამ მანქანას ტურისტული ზონების პატრულირებისთვის იყენებენ.


დაგეგმილია, რომ 2030 წლისთვის პოლიციელების 25% რობოტებით ჩაანაცვლონ.


image


ქალაქში თითქმის არ არის კრიმინალი


აქ ყველას ეშინია ვიზის დაკარგვის, აგრეთვე ყველგან ვიდეოკამერებია განთავსებული.


წელიწადში რამდენიმეჯერ დუბაიში ნისლი წვება


აი როგორ გამოიყურება ამ დროს ქალაქი


image


ზემოდან კი ასე გამოიყურება ნისლში ჩაძირელი ქალაქი


image


ყველგან შეიძლება ნახოთ მიტოვებული ძვირფასი მანქანები


image


დუბაიში ყველგან შეიძლება გადააწყდეთ მიტოვებულ, მტვრით დაფარულ მანქანებს, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათასი დოლარიდან რამდენიმე ასეულ ათას დოლარამდე შეიძლება იყოს. თითქოს შეიხებს მათი არსებობა დავიწყებიათ. სინამდვილეში ეს ავტომობილები ეკუთვნით ადამიანებს, რომლებიც საემიროების დავალიანების გამო იძულებული იყვნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყანა. და მეორე ვარიანტი-ჩამორთმეული მანქანებია, რომლის პატრონების სხვადასხვა დარღვევების ჯარიმების თანხა მანქანის ღირებულებას აღემატება. პოლიციის ავტოსადგომებზე ასეულობით ავტომანქანა შეიძლება ნახოთ. მათ უმრავლესობას გასაღებიც კი აქვს ჩატოვებული. ყველას ყიდვა შეიძლება, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის წინააღმდეგ ყველა აღძრული საქმე შეწყვეტილი უნდა იქნას, ყველა ვალი ანულირებული ან დაფარული. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მანქანის გატანა პოლიციის აუქციონზე. და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ის მფლობელმა უკან არ მოითხოვა.


პირველ სურათზე: ცათამბჯენი-ნახევარმთვარე (Crescent Moon Tower) ჯერ კიდევ პროექტია. შენობაში განთავსებული იქნება ბიბლიოთეკა, კონფერენც-დარბაზი, კაფე, რესტორანი და სხვ.






საინტერესოა:






ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image


კუნძულ ოუკის წყევლა - ლეგენდარული "ფულის ორმოს" ისტორია (+ვიდეო)

image


ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image


ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


სხვადასხვა ქვეყნების დაუწერელი კანონები, რომელთა შესახებ ბევრმა ტურისტმა არ იცის

image


საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ

image


მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო)

image


მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის

image


მსოფლიოში ყველაზე მდიდარ პრეზიდენტს არ ახსოვს რამდენი სასახლე აქვს

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image


ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ.

image


როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება

image







0
592
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
592