x
მეტი
  • 06.12.2021
  • სტატია:115425
  • ვიდეო:352822
  • სურათი:489353
სხვადასხვა ქვეყნების დაუწერელი კანონები, რომელთა შესახებ ბევრმა ტურისტმა არ იცის

image


დიდი ბრიტანეთი


ნუ შეეცდებით სამეფო გვარდიელებთან დაპირისპირებას. ისინი არა მხოლოდ ცერემონიებში მონაწილეობენ (მიუხედავად ტურისტებში გავრცელებული აზრისა). სამეფო გვარდია-ეს კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარისკაცები არიან და შეიარაღებული არიან ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით.


image

დიდი ბრიტანეთის პაბებში, მკაცრი რიგითობის დაცვით მოგემსახურებიან. ბარმენები და ოფიციანტები იმახსოვრებენ, თუ როდის შემოვიდა კონკრეტულად ესა თუ ის კლიენტი და რიგითობას იცავენ. თქვენ არ მოგემსახურებიან იმაზე ადრე, ვინც თქვენამდე მოვიდა, არ მოგემსახურებიან მაშინაც კი, თუ ფულების დასტას ააფრიალებ ან რაიმე სხვა სახით შეეცდებით ყურადღების მიპყრობას. პირიქით, შეიძლება რიგის ბოლოში აღმოჩნდეთ. გარდა ამისა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, როგორც წესი, პირველ რიგში ემსახურებიან-ეს დაუწერელი კანონია.


image


ამიტომ არ ღირს ხმაურის ატეხვა. თუ დიდი რიგია და ნელა მიდის, არც მეგობრისთვის ადგილის დაკავება გამოგივათ-ამაზე ტაბუა.


გერმანია


ქვეყანაში აკრძალულია სვასტიკა და ნაცისტური მისალმება "ჰაილ ჰიტლერ". აქედან გამომდინარე უადგილოდ ითვლება ფოტოსთვის მარჯვენა აწეული ხელით პოზირება, მით უმეტეს, თუ ისტორიულ ან კულტურულ ღირსშესანიშნაობასთან იმყოფებით.


image


და მაინც, ბევრი ტურისტი ხვდება ამის გამო უსიამოვნო სიტუაციაში.


შვედეთი



image


შვედები აფასებენ პირად სივრცეს, მათთან საუბრისას არ შეიძლება ზედმეტად ახლოს დგომა. უფრო მეტიც, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიძლება სხვა მგზავრის გვერდით დაიკავოთ ადგილი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი ადგილები აღარ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ "პანიკის რეჟიმი" ერთვებათ.


აშშ


image


უხეშობის გამოვლინებად ითვლება, თუ მომსახურებისთვის რესტორანში ოფიციანტს არ დაუტოვებთ ე. წ. ჩაევიეს (ქართულად არ გვაქვს ამ სიტყვის შესატყვისი). 15-20 % სტანდარტული თანხაა.


ირლანდია


თუ პაბში ან ბარში შეხვედით, ნუ შეუკვეთავთ კოქტეილებს «Black and Tan» ან «Irish Car Bomb».


image


საქმე იმაშია, რომ «Black and Tan»-ად იწოდებოდა ირლანდიის სამეფო პოლიციის სპეციალური რეზერვი ირლანდიის ომის დროს. მან სახელი გაითქვა ირლანდიის ხალხისადმი სასტიკი მოპყრობით. ჯობია შეუკვეთოთ «Half-and-Half». რატომ არ ღირს «Irish Car Bomb»-ის შეკვეთა? ირლანდიელებს არ სურთ, რომ ისინი ტერორისტებთან ასოცირდებოდნენ. გარდა ამისა, ამ კოქტეილის შემდეგ მნახველები ხშირად აწყობენ აურზაურს.


კანადა


კანადელები ამას შეურაცხყოფად არ თვლიან, მაგრამ ძალიან ღიზიანდებიან, როცა ადამიანები ხმაურს ტეხენ ამერიკული ვალუტით გადახდის შეუძლებლობის გამო. მაღაზიები ბანკები არ არის, და ამასთან, თქვენ სხვა ქვეყანაში იმყოფებით.


image


თუ ინუიტებს (ან ნებისმიერ სხვა ჩრდილოეთის აბორიგენ ხალხებს) ინუვიალუიტებს (ინუვიალუიტები კანადის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ) უწოდებთ, ჩაითვლება, რომ თქვენ უპატივცემულობას გამოხატავთ მათ მიმართ და შეურაცხყობას აყენებთ. ინუვიალუიტი ნიშნავს "ის, ვინც უმ ხორცს მიირთმევს". ეს დასახელება მიანიჭეს იმ ადამიანებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ინუიტებს.


ტაილანდი


ნუ შეეხებით სხვა ადამიანს თავზე. ეს სხეულის ყველაზე მაღალი ნაწილია, ამიტომ მას პატივისცემით უნდა მოეპყროთ. ასევე არ შეიძლება ბუდას ქანდაკებაზე ფეხით მითითება, ეს დიდ უხეშობად ითვლება. გარდა ამისა, თუ თქვენ ფულს ფეხს დააბიჯებთ, ციხეში ამოყოფთ თავს.


image


მასზე გამოსახულია მეფის სახე, ამიტომ შეგნებულად ან შემთხვევით მასზე ფეხის დაბიჯება უპატივცემულობის გამოვლინებად ითვლება.


ახლო აღმოსავლეთი

მიირთვით ყველაფერი, რასაც თეფშზე დაგიდებთ დიასახლისი. თუ უარს იტყვით, იგი ჩათვლის, რომ არ მოგწონთ მისი მომზადებული კერძი. თუ დიასახლისს აწყენინებთ, მთელი ოჯახი იძულებული იქნება მის მხარეს დადგეს, თუმცა სინამდვილეში შეიძლება მათ ამასთან არაფერი ესაქმებოდეთ. ასე, რომ, სანამ არაბულ (იტალიურ ან ბერზნულ) ოჯახს ესტუმრებით, დარწმუნდით, რომ საკმარისად მშიერი ხართ.


ჰონგ-კონგი


ქალაქის მოსახლეობას არ უყვარს, როცა ჰონგ-კონგს განიხილავენ, როგორც ჩინეთის ნაწილს, მათ კი ჩინელებს ეძახიან.


image


და თუმცა ჰონგ-კონგს მართავს ჩინეთი (ზოგი თვლის, რომ იგი ჩინეთის კოლონიაა), მათ მაცხოვრებლებს ცხოვრების სხვა წესი აქვთ, ხოლო ადგილობრივი კულტურა, ენა, პოლიტიკა განსხვავდება ჩინურისგან. ჰონგ-კონგის მაცხოვრებლები საუბრობენ კანტონურ დიალექტზე. მათ უმეტესობას ესმის პუტუნხუა (პუტუნხუა-"პეკინური კილო"-ჩრდილო-ჩინური ენის ერთ-ერთი დიალექტი), თუმცა ჯობია ტურისტებმა ინგლისური გამოიყენონ.


ავსტრალია


ნუ მიმართავთ ადამიანს სიტყვთ «cunt» {ონლაინ ლექსიკონის Urban Dictionary-ის მიხედვით ამ სიტყვას სამი მნიშვნელობა აქვს: 1) ქალის გენიტალიები, 2) ადამიანი, რომელიც გძულთ და 3) ნაცნობი ან შემთხვევითი ადამიანი}. ავსტრალიაში ის შეურაცხყოფად ითვლება შესაძლოა არა იმდენად, რამდენადაც ეს სხვა ქვეყნებშია, მაგრამ მაინც...


image

საფრანგეთი


თუ ადამიანს ეტყვით, რომელმაც ეს-ესაა გაგიზიარათ თავისი პრობლემები, "მე ვილოცებ შენთვის", ეს იგივე იქნება, რაც-"მე თითსაც არ გავანძრევ შენს დასახმარებლად, მაგრამ არ შემიძლია ეს წარმოვთქვა ხმამაღლა, რადგან უზრდელობა იქნება".


image


ფრანგები მაინცდამაინც არ არიან დიდად მორწმუნენი, და უმრავლესობა ფიქრობს, რომ ლოცვა ეს მოჩვენებითია, ვითომ რაღაცას სასარგებლოს აკეთებ.


ვიეტნამი


image


ნუ შეგეშინდებათ ქუჩაზე გადასვლის. დიახ, ეს საშიშია, როცა გარშემო ამდენი მოპედია, მაგრამ თუ საკმაოდ თავდაჯერებულად და გაბედულად იმოძრავებთ, გვერდს აგიქცევენ. გადასვლისას ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, თორემ პანღურს მიიღებთ.


კორეა


არ გაგიკვირდეთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უხეშად ხელი გკრან და ბოდიშიც არ მოგიხადონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია.


image









იხილეთ შემდეგი:




როდესმე გინახავთ მწერების სასტუმრო, ფერიებისთვის განკუთვნილი კარი ან ზღვის სამფეროვანი ია?

image


აფროდიტე კნიდოსელი-იმდენად რეალისტური სკულპტურა, რომ ერთხელ მასთან სექსითაც კი დაკავდნენ

image


როგორ გადავიტანოთ სიცხე, თუ არ გვაქვს კონდიციონერი (რჩევები და გავრცელებული შეცდომები)

image


რატომ არ აქვთ იაპონელებს ოფლის სუნი (მეცნიერების დასკვნა) და იაპონური (თითქმის სურნელის გარეშე) კოსმეტიკა

image


რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი

image

რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა

image

ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image

როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image


საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ

image


მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო)

image


მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის

image









0
452
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
452