x
მეტი
  • 24.01.2022
  • სტატია:116414
  • ვიდეო:353125
  • სურათი:490258
მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო)

image

ეს მილიონერების დახურული, ხელოვნურად შექმნილი კუნძულია, ადგილი, სადაც უბრალო მოკვდავი ვერ მოხვდება. საჭიროა იყოთ, სულ მცირე, მილიონერი, უკეთესია მილიარდერი-ანტურაჟს რომ შეესაბამებოდეთ. შეიძლება, რა თქმა უნდა სტუმრად "შეიაროთ", მაგრამ ამისთვის მდიდრული იახტა ან თვითმფრინავი უნდა შეიძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში "თეთრი ყვავი" იქნებით.

image

ზღაპარი რეალობაში

საუბარია კუნძულ ფიშერ-აილენდზე. ის არამარტო ყველაზე ძვირადღირებული მისამართია მსოფლიოში, არამედ ყველაზე დახურული ადგილი აშშ-ში.

მისი ისტორია 1906 წლიდან იწყება. კუნძული რამდენიმეჯერ გაიყიდა, სანამ ის ხელში არ ჩაუვარდა "უძრავი ქონების მეფეს"-კარლ გრემი ფიშერს. სწორედ მან დაიწყო მდიდრული სახლების მშენებლობა. 1920 წელს, ფიშერმა კუნძული მდიდრულ იახტაზე გაცვალა, რომელიც ამ სამოთხის ხშირ სტუმარს, უილიამ ვანდერბილდს ეკუთვნოდა, საკუთარი ბიზნეს-იმპერიის მმართველს. ეს გარიგება ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ლეგენდარული გარიგება.

უილიამ ვანდერბილდმა კუნძულს სრულიად შეუცვალა სახე. ქვიშა ბაჰამის კუნძულებიდან მოატანინა, მთელს ტერიტორიაზე პალმები და ორქიდეის იშვიათი ჯიშები დარგო, პარკებისთვის წყნარი და ატლანტის ოკეანის კუნძულებიდან ჩამოყვანილი ვარდისფერი ფლამინგოები, ტუკანები და მაკაოები გაუშვეს. მდიდრულმა რეზიდენციებმა, სტუმრის სახლებმა, აუზებმა, ბაღებმა და ჩოგბურთის მოედნებმა, 1941 წლისთვის ფიშერ-აილენდი სულ სხვა სამყაროდ აქცია. 1970 წლამდე კუნძულმა კიდევ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, და როცა ტურისტული ინდუსტრიის აყვავების ერა დაიწყო, კუნძულის დანიშნულებაც გამოიკვეთა-მხოლოდ VIP კატეგორიისთვის.

დღესდღეისობით ხელოვნური კუნძულის კეთილმოწყობა პრაქტიკულად დამთავრებულია. მისი მონახულება მხოლოდ მოწვევით შეიძლება, რამდენადაც კერძო საკუთრებაა. თუმცა ტურისტებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორიდან "შეუძლიათ დატკბნენ" მისი სილამაზით.

image

კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ წყლის ტრანსპორტით ან კერძო თვითმფრინავით არის შესაძლებელი, მის ტერიტორიაზე გადაადგილება კი მხოლოდ ელექტრომობილებით არის ნებადართული, რათა ჰაერი არ დაბინძურდეს. სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 31 კმ/სთ.

მიუხედავად პატარა ფართისა (0, 9 კვ.კმ.), ფიშერ-აილენდზე არის გოლფის სათამაშო მოედანი ხელოვნური ტბებით და გემოვნებიანი ლანდშაფტური დიზაინით, ჩოგბურთის 18 მოედანი ღამის განათებით. კუნძულის დასავლეთ ნაწილში იახტების მისადგომებია მოწყობილი, სადაც 60 მეტრზე გრძელ იახტასაც შეუძლია შესვლა, აღმოსავლეთ ნაწილში კი, დასასვენებელი ზონაა საბავშვო მოედნით და 700 მეტრიანი პლაჟით. კუნძულის პერიმეტრზე განლაგებულია კლუბის ტიპის ექვსსართულიანი სახლები, ვილები და ოტელები ღია აუზებით და მწვანე ნარგავებით.

image

image

image


image

იმისთვის, რომ მაცხოვრებლებს არ მოუხდეთ რეზიდენციის დატოვება, კუნძულზე გახსნილია რვაწლიანი სკოლა, ფოსტა, ბანკი, ობსერვატორია, გამაჯანსაღებელი ცენტრი სპა-სალონით, პროდუქტების მაღაზია და რესტორანები, რომლებიც გამორჩეულ, საუკეთესო დელიკატესებს სთავაზობენ. ამასთან ადგილობრივი მომსახურების დროს არ არის გათვალისწინებული თანხის ნაღდად ან საკრედიტო ბარათებით გადახდა. ყველა რეზიდენტს გააჩნია აქაუნთები, რომლის ბალანსიდანაც ხდება მომსახურების საფასურის გადახდა. მთელი პერსონალი, რომელიც მდიდრებს ემსახურება, ფლობს მინიმუმ სამ საერთაშორისო ენას და თავისი ბატონების ნებისმიერ (ადეკვატურ) კაპრიზებს ასრულებს.

რა ღირს ეს ყველაფერი?

იმისთვის, რომ ფიშერ-აილენდზე მოხვდე ტურისტის სტატუსით, საჭიროა შეიძინოთ კლუბური საზოგადოება "Fisher Island Club"-ის წევრობა 250 ათას დოლარად. წევრობა ითვალისწინებს ყოველწლიურ შენატანს-20650 დოლარს. გადასახადი იძლევა კლუბის ყველა ღონისძიებასა და გასართობ მოედნებზე დასწრების შესაძლებლობას. ადამიანები, რომლებსაც უძრავი ქონება აქვთ კუნძილზე, დამატებით 23 ათას დოლარს იხდიან ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და 20 ათასს-ამხანაგობების ფონდებში. სკოლების გადასახადი ცალკეა და ის 26 ათასია წელიწადში.

ყველაზე იაფი ბინა აქ არანაკლებ 700 ათასი დოლარი ღირს, მინიმალური ფართით 340 კვ.მ. (თუმცა დღეს უკვე, ვალუტის ყოველსაათობრივი ცვლილების პირობებში, მოცემული ფასებიც იცვლება).

კუნძულელების სიმშვიდეს უზრუნველყოფს სახანძრო ნაწილი და უსაფრთხოების სამსახური, 50 შეიარაღებული მამაკაცის შემადგებლობით. ისინი 24 საათი პატრულირებენ კატერებით და იცავენ მათ უცხო პირებისგან. თითქოს სასაცილოა, მაგრამ კუნძულზე რომ მოხვდნენ, რეზიდენტებმა დაცვას პაროლი უნდა უთხრან.

ვინ ცხოვრობს კუნძულზე

ფიშერ-აილენდზე მკაცრი კანონებია. ქონების მეპატრონეები ვალდებული არიან ოფიციალურ დოკუმენტებში მიუთითონ თავისი ნამდვილი სახელი, ამიტომ მისი ყველა მაცხოვრებელი დაინტერესებული პუბლიკისთვის კარგად არის ცნობილი. 2011 წელს, კუნძულზე დარეგისტრირებული იყო 722 ოჯახი, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ჩამოვიდა. მოსახლეობის 60% ამერიკელები და ინგლისელები შეადგენენ, 15% ესპანურენოვანი ქვეყნებიდან არიან, კიდევ 15%-პოსტსაბჭოთა სივრციდან, დანარჩენი 10% კი აზიატები, ავსტრალიელები და აფრიკის მაცხოვრებლებს წარმოადგენენ.

image

image

ფიშერ-აილენდზე ელიტური საცხოვრებელი ფართის მფლობელები არიან ცნობილი საერთაშორისო ფინანსისტები, უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე შემოქმედებითი და სპორტული ელიტის წარმომადგენლები (50-ზე მეტი ეროვნების). ესენია:

1. მელ გიბსონი-პოპულარული ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, ავსტრალიის ორდენის რაინდი;

2. ჯულია რობერტსი-ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ოსკარის პრემიის ლაურეატი;

3. ანდრე აგასი-გამოჩენილი ამერიკელი ჩოგბურთელი (სომხური წარმოშობის), ოლიმპიური ჩემპიონი;

4. ბორის ბეკერი-გამოჩენილი გერმანელი ჩოგბურთელი, 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი;

5. პაველ ბურე-გამოჩენილი საჭოთა და რუსი ჰოკეისტი, აშშ და კანადის ნაციონალური ჰოკეის "რუსული ჩოგანი";

6. ბარბარა ბეკერი-მოდელი, დიზაინერი და მსახიობი;

7. კუნძულის ყველაზე ცნობილი მაცხოვრებელი ოპრა უინფრი იყო, ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი და პროდიუსერი. 2008 წელს მან გაყიდა თავისი მდიდრული საცხოვრებელი;

8. ვილა ფიშერ-აილენდზე ჰქონდა ბორის ბერეზოვსკისაც-რუს მეწარმეს, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. 2008 წელს მას ბრალი ედებოდა ქართველი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში, მისი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, მათ შორის კუნძულზე მის საკუთრებაში მყოფი მიწისა. თუმცა 2010 წელს ბერეზოვსკი გაამართლეს.

2006 წელს ფიშერ-აილენდის მომსახურე პერსონალმა პროტესტის მარში მოაწყო. ისინი აპროტესტებდნენ დაბალ ხელფასებს, აგრეთვე იმას, რომ სამედიცინო დაზღვევა ვერ ფარავდა ყველა ხარჯებს. პროფკავშირის ყველა მცდელობის მიუხედავად, კუნძულის მუშაკების მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს, ხოლო ერთი ადამიანი დააპატიმრეს კიდეც.

image



იხილეთ ასევე:




ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილები, სადაც აპოკალიფსის გადატანა შეიძლება

image


ოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)

image


სახლი მდინარეში (საფრანგეთი)

image


მადაგასკარის ტყე, რომლის ხეების მწვერვალებიც სამართებელივით ბასრია

image


მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის

image


ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image


უჩვეულო საკურორტო დასახლება გუმბათოვანი სახლებით ირანის კუნძულზე

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image







3
1520
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1520
  
2021, 13 აპრილი, 21:49
მადლობააა
2021, 13 აპრილი, 13:43
ძალიან საინტერესო!
2021, 12 აპრილი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3