სხვა დუბაი-ოქროს ქალაქი 2021, 2 სექტემბერი, 9:55 არაბთა გაერთიანებული საამიროების ეს უმსხვილესი ქალაქი თითქმის ყველა ადამიანში ფუფუნებასა და სიმდიდრესთან ასოცირდება, ადგილებთან, სადაც მდიდარი და ცნობილი ადამიანები ისვენებენ და მსოფლიო რეკორდები მყარდება. დუბაის შეუძლია ნებისმიერი ტურისტი შოკში ჩააგდოს. მაგალითად, იქ სავაჭრო ავტომატებია, სადაც ოქროს ზოდები და მონეტები იყიდება, კიდევ იქ მიტოვებული მანქანების ნახვაც შეიძლება, რომლის ღირებულება ასეულ ათასობით დოლარია და ა.შ. დუბაიში ბევრი ოქროა, ძალიან ბევრიამ ქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ოქროს ბაზარია, რომლის წყალობითაც დუბაის ოქროს ქალაქის სახელი აქვს. ბაზარში თითქმის 400 საიუველირო მაღაზიაა, ზოგი მათგანი 40 წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. საამიროებში მსოფლიოში ყველაზე მძიმე ოქროს ბეჭედი დაამზადეს-წონით 64 კგ. ოქროს ზოდები სავაჭრო ავტომატებშიც იყიდებაბევრი ცათამბჯენი ნახევრად აუთვისებელიაუძრავი ქონების ბაზარი სამშენებლო ბუმის გამო გადატვირთულია. შეთავაზება ბევრად აჭარბებს მოთხოვნას, ცათამბჯენების მშენებლობას კი ისევ ისეთი ტემპებით აგრძელებენ, რადგან რამდენიმე ათეული წლის წინ დაწყებული პროცესის შეცერება ახლა რთულია. ამასთან საცხოვრებელი ფართის მხოლოდ ნაწილი იყიდება. შეძლებული ადამიანების მიერ შეძენილი აპარტამენტებიც კი წლის უმეტესი დრო ცარიელია. ქალაქში იმდენი მშენებლობებია, რომ ერთი პერიოდი მსოფლიოს მთელი სამშენებლო ამწეების 25% აქ იყო განთავსებული.სავაჭრო ცენტრი Dubai Mall იმდენად დიდია, რომ იქ ტაქსებით გადაადგილდებიანDubai Mall ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია მსოფლიოში. მისი საერთო სავაჭრო ფართი 502 000 კვადრატული მეტრია. ქუჩაში თავისუფლად დასეირნობენ ფარშევანგებიაქ საგზაო ნიშნებიც კი არის, რომელიც მძღოლებს აფრთხილებს, რომ გზაზე შეიძლება ფარშევანგი გადადიოდეს. მობილური ავტოგასამართი სადგურები მოგემსახურებიან ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროსსაემიროებში გაიხსნა რეგიონში პირველი საწვავის მიწოდების სერვისი. მისი თანამშრომლები თვითონ მიდიან კლიენტის მიერ აღნიშნულ ადგილზე და ავტომობილს ემსახურებიან. ამ დროს მანქანის მძღოლი შეიძლება ადგილზე არც იყოს, მთავარია წინასწარ დატოვოს საწვავის ავზი ღია. ავტომობილების "ბლატნოი" ნომრები აუქციონებზე ზღაპრულ ფასად იყიდებამაგალითად, ინდოელმა ბიზნესმენმა აუქციონზე შეიძინა ნომერი D5 და მასში 8, 98 მილიონი დოლარი გადაიხადა. უფრო ადრე, 2008 წელს, 14, 3 მილიონ დოლარად გაიყიდა ავტომობილის ნომერი ციფრით 1. რეკორდების ქალაქიდუბაიში ძალიან უყვართ მსოფლიო რეკორდების დამყარება. ძალიან უყვართ ყველაზე მაღალი, ყველაზე დიდი, ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძვირფასი და ა.შ. რეკორდები იმდენად ხშირად მყარდება, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დასახლდა გინესის რეკორდების წიგნის საშტატო მოსამართლე, რათა შესძლოს და მოასწროს დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან გამკლავება. ფოტოზე გამოსახულია ცათამბჯენი Maze Tower ("ლაბირინთი"). გინესის რეკორდების წიგნში ის მოხვდა ერთ-ერთ ფასადზე განლაგებული აივნების ლაბირინთების გამო. მეტრო მემანქანის გარეშე2009 წელს დუბაიში გაიხსნა მეტრო, სადაც ელექტრომატარებლები ფუნქციონირებენ მთლიანად ავტომატურ რეჟიმში. 2016 წლამდე დუბაის მეტროპოლიტენს მსოფლიოში ყველაზე ვრცელი მიწისქვეშა სატრანსპორტო ქსელი ჰქონდა, რომელიც მემანქანეების გარეშე მუშაობდა. ეს რეკორდიც გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირდა 2012 წელს. დუბაიში ცოტა ფეხით მოსიარულეააქ არც თუ ისე კარგად არის გათვლილი სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალება პირადი ავტომობილია და ტაქსი. ტაქსით მგზავრობა არც ისე ძვირი ღირს. ამ ქალაქში ერთადერთი იაფი რამ ალბათ ეს არის. ყველაზე ცხელ თვეებში ტემპერატურა 45 გრადუსამდე და მეტსაც აღწევს, ამიტომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები კონდიციონერებითაა აღჭურვილი.დუბაიში ძლიერი სიცხის დროს წვიმას "იწვევენ"
ბავშთა მოედნებს ხანდახან ესტაკადების ქვეშ აწყობენ, რათა ბავშვები დაცული იყვნენ მზის მცხუნვარებისგან.პოლიციაში ძვირფას სპორტულ მანქანებს იყენებენმათ შორისაა Bugatti Veyron, Ferrari, Rolls-Royce, Bentley, Lamborghini და სხვა ავტომობილები, რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონ დოლარამდე ღირებულების. თუმცა ყველა ამ მანქანას ტურისტული ზონების პატრულირებისთვის იყენებენ. დაგეგმილია, რომ 2030 წლისთვის პოლიციელების 25% რობოტებით ჩაანაცვლონ.ქალაქში თითქმის არ არის კრიმინალიაქ ყველას ეშინია ვიზის დაკარგვის, აგრეთვე ყველგან ვიდეოკამერებია განთავსებული. წელიწადში რამდენიმეჯერ დუბაიში ნისლი წვებააი როგორ გამოიყურება ამ დროს ქალაქი ზემოდან კი ასე გამოიყურება ნისლში ჩაძირელი ქალაქი ყველგან შეიძლება ნახოთ მიტოვებული ძვირფასი მანქანებიდუბაიში ყველგან შეიძლება გადააწყდეთ მიტოვებულ, მტვრით დაფარულ მანქანებს, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათასი დოლარიდან რამდენიმე ასეულ ათას დოლარამდე შეიძლება იყოს. თითქოს შეიხებს მათი არსებობა დავიწყებიათ. სინამდვილეში ეს ავტომობილები ეკუთვნით ადამიანებს, რომლებიც საემიროების დავალიანების გამო იძულებული იყვნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყანა. და მეორე ვარიანტი-ჩამორთმეული მანქანებია, რომლის პატრონების სხვადასხვა დარღვევების ჯარიმების თანხა მანქანის ღირებულებას აღემატება. პოლიციის ავტოსადგომებზე ასეულობით ავტომანქანა შეიძლება ნახოთ. მათ უმრავლესობას გასაღებიც კი აქვს ჩატოვებული. ყველას ყიდვა შეიძლება, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის წინააღმდეგ ყველა აღძრული საქმე შეწყვეტილი უნდა იქნას, ყველა ვალი ანულირებული ან დაფარული. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მანქანის გატანა პოლიციის აუქციონზე. და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ის მფლობელმა უკან არ მოითხოვა. პირველ სურათზე: ცათამბჯენი-ნახევარმთვარე (Crescent Moon Tower) ჯერ კიდევ პროექტია. შენობაში განთავსებული იქნება ბიბლიოთეკა, კონფერენც-დარბაზი, კაფე, რესტორანი და სხვ. საინტერესოა:ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან კუნძულ ოუკის წყევლა - ლეგენდარული "ფულის ორმოს" ისტორია (+ვიდეო) ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო) ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ სხვადასხვა ქვეყნების დაუწერელი კანონები, რომელთა შესახებ ბევრმა ტურისტმა არ იცის საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო) მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ პრეზიდენტს არ ახსოვს რამდენი სასახლე აქვს ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ. როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება 590 3-ს მოსწონს |