x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნაწილაკი, რომლის აფეთქების შედეგად, მთელი სამყარო შეიქმნა
image


მეცნიერებმა, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობდნენ, მიიღეს იმის კომპიუტერული გამოსახულება, რაც შეიძლება, სამყაროს შექმნის მომენტში მომხდარიყო.

ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (ცერნი) მეცნიერებმა, სამყაროს წარმოშობის დადგენის მცდელობის დროს, ისეთი პირობები შექმნეს, როგორიც სამყაროს შექმნის მომენტში, დიდი აფეთქების დროს იყო. მათ საფუძვლად, ტყვიის ელემენტარული ნაწილაკები აიღეს და 9, 3 ათასი მაგნიტის გამოყენებით, 25 კილომეტრიან ამაჩქარებელში აამოძრავეს, რის შედეგადაც, ნაწილაკების სიჩქარე, სინათლის სიჩქარეს გაუტოლდა. ამის შემდეგ, ეს ნაწილაკები ერთმანეთს ვაკუუმში შეაჯახეს, რომელშიც ტემპერატურა, -271°C გრადუსის ფარგლებში იყო. როგორც Daily Mail-მა აღნიშნა, ამ მომენტისთვის, ნაწილაკების მიერ გამოყოფილი სითბო, 100 ჯერ აღემატებოდა, მზის მიერ გამოყოფილი სითბოს ტემპერატურას.


image


“სამყაროში, ამგვარი სუბატომური ნაწილაკები, ძირითად სამშენებლო ელემენტების (მატერიას) წარმოადგენს – ექსპერიმენტის მსვლელობის შესახებ, განმარტება გააკეთა, ცერნი-ის წარმომადგენელმა, ქრისტინა სატონმა. – მათი ურთიერთქმედების შესწავლის გზით, ჩვენ შეგვიძლია იმის დადგენა, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი".

ექსპერიმენტის შედეგად, მეცნიერებმა, კომპიუტერის ეკრანზე მომაჯადოვებელი სანახაობა მიიღეს, რომელიც ფოერვერკს წააგავდა, ღამის ცაზე, იმ განსხვავებით, რომ სინათლის “შოუს", სრულ წყვდიადში, ჭეშმარიტად კოსმოსური მასშტაბი ჰქონდა.

“ჩვენ არ შეგვიძლია ნაწილაკის დანახვა, მაგრამ შეგვიძლია მისი ნაკვალევის დაფიქსირება, რომელიც ძალიან ჰგავს თვითფრინავის ინვერსიულ გზას" - განმარტა სატონმა.

ასეთი შედეგით დასრულდა 2011 წლის ექსპერიმენტი. მას შემდეგ, კიდევ რამოდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა. მოხდა კოლაიდერის განახლება და გაძლიერება და სულ ახლა ხანს, ამა წლის, 14 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა პენტაკვარკის ნაწილაკის აღმოჩენა შეძლეს. “პენტაკვარკი, უბრალოდ ნაწილაკი არ არის, – აღნიშნა “ცერნის" წარმომადგენელმა გ. ვილკინსონმა – ეს ნაწილაკია, რომლის მეშვეობით, ჩვენ იმის დადგენა შეგვიძლია, თუ როგორ შეიქმნა მატერია, პროტონები, ნეიტრონები და საერთოდ, – მთელი სამყარო..."


image

თქვენთვის საინტერესო:



1. ადამიანი — უცხოპლანეტელების მიერ შექმნილი ჰიბრიდია?! «ცისფერი სისხლის» ისტორია


2. რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელები იყვნენ. უფოლოგების ყველაზე დიდი საგანძური


3. ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლო — როგორ გავიგოთ, არსებობდა თუ არა სხვა ცივილიზაცია დედამიწაზე?


4. ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების ჰიბრიდები იყვნენ


5. არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს


6. ჰიპერბორეა – ქვეყანა ჩრდილოეთის ქარებს მიღმა


7. ყველაზე ცუდი წელი კაცობრიობის ისტორიაში



0
504
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0