სხვა მცენარეები, რომლებიც ყველას სახლში უნდა იყოს (NASA–ს რეკომენდაცია) 2021, 2 სექტემბერი, 9:26 NASA–ს ბიოლოგთა თქმით, ამ მცენარეების 15–დან – 18–ერთეულამდე, აუცილებლად უნდა გვქონდეთ სახლში, თუ მისი ფართობი 500–მდე კვ. მ–ს ფარგლებშია. ხოლო, 80 კვ. მ. ფართზე, 3–4 მცენარეც საკმარისი იქნება. ოთახის მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს. მათი ერთი ნაწილი, ინტერიერის გასალამაზებლად გამოიყენება, მაგრამ, არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ოთახში ჰაერს ასუფთავებენ და სახლის ჰაერის ნატურალური ფილტრები არიან. აქ წარმოგიდგენთ 6 საუკეთესო მცენარეს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სახლში, იმისთვის რომ ჰაერი გაწმინდოს და ჟანგბადით გაამდიდროს.
ფიკუსი — მცენარის მოვლა ძალიან ადვილია, ის ნაკლებად პრეტენზიული არის, განსაკუთრებით, სინათლის რაოდენობის მიმართ. მაგრამ, ძალიან ეფექტურია, როდესაც საქმე ფორმალდეჰიდისგან ჰაერის გაწმენდას ეხება. მიუხედავად მისი დადებითი თვისებებისა, სიფრთხილის გამოჩენაც არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ პატარა ბავშვი ან შინაური ცხოველი არის ოჯახში, ფიკუსი ისეთ ადგილზე უნდა დაიდგას, რომ მათთვის ხელმიუწვდომელი იყოს, რადგან მისი ფოთლები შეიძლება შხამს შეიცავდეს. სურო (Hedera Helix) — ეს მცენარე კი, მართლაც რომ ყველა სახლში უნდა იყოს, რადგან 6 საათის მანძილზე, ჰაერში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების 60% ანადგურებ. ქლოროფიტუმი — ამ მცენარეს, მინიმალური განათების პირობებში, შეუძლია ფოტოსინთეზის პროცესის განხორციელება და ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება. ის ტოქსინებსაც შთანთქავს და ჰაერს ატენიანებს. სანსევიერია — ამ მცენარის ადგილი, კონკრეტულად საძინებელში არის. გარდა იმისა, რომ ჰაერს ასუფთავებს მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ოთახის განიავებისას ან ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო შეიძლება იყოს სახლში – ის ჟანგბადს ღამის საათებშიც გამოყოფს, რაც, არც თუ ისე, ბევრი მცენარისთვის არის დამახასიათებელი. სპატიფილიუმი — მისი დადგმა ნებისმიერ ოთახში შეიძლება, მაგრამ ჯანსაღი და მშვიდი ძილისთვის, რეკომენდირებულია მცენარის საძინებელში მოთავსება. ის ჰაერის საუკეთესო ფილტრია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე, ოთახში, ფორმალდეჰიდის და ტრიქლორეთილენის შესაძლო არსებობას ეხება. ამ მცენარეების უჩვეულო თვისება – გაასუფთაონ ჰაერი მავნე ნივთიერებებისგან და არასასიამოვნო სუნისგან, საკუთარ სახლში, მსუბუქად სუნთქვაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, სამუდამოდ დაგვავიწყდება თავის ტკივილი და ცუდ ხასიათზე ყოფნა. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს გერანი (ბალბა) ყველა ოჯახში ფაქტები ენძელების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ მარტივად მოსავლელი ვარდის 5 ჯიში ოთახის იების ყველაზე ლამაზი სახეობები: ამადეუსი, სულიკო, რძის გზა... 60-ზე მეტი სახეობის ფოტო მცენარეების გასუფთავების და ფოთლების გაპრიალების წესები და საშუალებები (+ დაცვა ტენის აორთქლებისგან) მცენარე, რომლის ნაყოფს ვაშლის გემო აქვს და სანთელივით იწვის კალანხოე. სამკურნალო თვისებები. მიღების წესი. უკუჩვენება (+ მოვლა და გამრავლების თავისებურებები) 508 1-ს მოსწონს
|