x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
15 ისტორიულ ფოტო, სერიიდან – «Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?»

ისტორია, ნებისმიერი რაკურსით, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მეცნიერებაა. მასში თავს იყრის ყველაფერი — პოლიტიკა, ხელოვნება, მეცნიერება, ცნობილი, თუ უბრალო ადამიანების ცხოვრება... მაგრამ, ისე მოხდა, რომ ჩვენ წარსულს საკმარისად კარგად არ ვიცნობთ, რადგან საზოგადოების უმეტესი ნაწილი, წარსულის შესახებ ინფორმაციას, მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებიდან იღებს.


image


ამიტომ, რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა ხდებოდა, თუნდაც, 100 წლის წინ და ყველაფერი იცვლება, როდესაც ჩვენ, იმ წლების რეალურ ფოტოსურათებს ვეცნობით...

აქ წარსულის 15, ყველაზე უცნაურ ფოტოს წარმოგიდგენთ, რომლის წყალობით, იმის დანახვას შეძლებთ, რაც ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის, დაფარული იყო ან და, თავის დროზე, ყურადღების მიღმა დარჩა:


1. კანადაში მომხდარი წყალდიდობის დროს, პოლიციელმა პოსტი არ დატოვა — ის ყველაფრის მიუხედავად, აფთიაქს მძარცველებისგან იცავდა. image



2. ბონი პარკერი — სწორედ ის ბონი, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ბანკებს მეორე კრიმინალთან, – კლაიდთან ერთად რომ ძარცვავდა. image



3. გალინა ბრეჟნევა, სსრ კავშირის ყოფილი გენერალური მდივნის ქალიშვილი, რომელიც ყოველგავრი კომპლექსების გარეშე, მაგიდაზე ცეკვავს.image



4. ციმბირული კომბინიზონი, რომელსაც XIX ს. დათვებზე ნადირობის დროს იცვამდნენე. ნადირობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ასეთი რამის ჩაცმა — უკვე დიდი გამოცდაა!image



5. 14 წლის მოზარდს 100 კგ–იანი მოტოციკლეტი და მოტოციკლეტისტი დამოუკიდებლად უკავია, 1932 წ.image



6. ეს დამცავი ჟილეტია, რომელიც I მსოფლიო ომის დროს, აშშ–ს ჯარისკაცების ეკიპირების ნაწილი იყო. მას ბრიუსტერის ჯავშანი (Brewster Body Shield) ერქვა და 18 კგ–ს იწონიდა.image



7. საუკუნის წინ, არც მაშველი ჟილეტი გამოიყურებოდა უკეთესად... 1925 წ. მას ველოსიპედის საბურავებისგან აკეთებდნენ.image



8. სტივენ ჰოკინგმა ჯიმ კერის ფეხზე გადაუარა, 2003 წ. ამბობენ, რომ ამას მეცნიერი განზრახ აკეთებდა, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ მოსწონდა.image



9. ფოტო სსრ კავშირში ჩატარებული სილამაზის I კონკურსიდან, 1988 წ. image



10. ცნობილი არ არის რამდენად ეფექტური იყო, გასული საუკუნის 40–იან წლებში მყვინთავების კოსტუმი, მაგრამ მეტად არასაიმედოდ კი გამოიყურებოდა.image



11. გერმანელი დანტისტი, I მსოფლიო ომის დროს, ჯარისკაცებს მკურნალობს — თუმცა, ეს წამებას უფრო ჰგავს.image



12. 17 წლის ჰამბურგელი ტანმოვარჯიშე ბიანკა პასარგე ღვინის ბოთლებზე ცეკვავს, 1958 წ. image



13. ეს კი, ფრანგი ბაგირზე მოსიარულე ფილიპ პეტია, რომელიც ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, საოცარ ნომერს ასრულებს, პარიზი, 1974 წ.image



14. 1912 წელს, სპორტული ჩაფხუტების გამძლეობის შემოწმების მეტად უცნაური მეთოდი იყო... სამაგიეროდ, შედეგი მაშინვე ჩანდა.image



15. ფილმის – «კალიგულას» (1979) გადაღების დროს, რეჟისორის ასისტენტი მსახიობს წვიმისგან იცავს. ციფრული ტექნიკის არა არსებობის პირობებში, იმ ეპოქაში, ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა — სასურველი კადრის გადასაღებად, ხან მზის გამოსვლას, ხან კი, წვიმის მოსვლას ელოდებოდნენ...image

imageimageimageimageimageimageimage







0
1362
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0