x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
«წითელპალტოიანი გოგონას» ნამდვილი ისტორია

ისტორიული დრამა – «შინდლერის სია», მსოფლიო კინომატოგრაფიის შედევრების ათეულში შედის და არც თუ ისე, უსაფუძვლოდ. ხოლო, შავ-თეთრ ფილმში, ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი წითელპალტოიანი გოგონას გამოჩენაა, რაც ფილმის რეჟისორის სტივენ სპილბერგის გენიალურ მიგნებად ითვლება. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ პატარა ტყვეს რეალური პროტოტიპი ჰყავდა...


imageimage1994 წელს «ოსკარის» გადაცემის ცერემონიაზე 7-ჯერ გაისმა ერთი და იგივე ფილმის – «შინდლერის სიის» სახელი. ხოლო, სცენაზე ჯილდოს მისაღებად გამოსულმა რეჟისორმა მადლობა ადამიანს გადაუხადა, რომლის გარეშეც მსოფლიო ვერ გაიცნობდა გერმანელ მეწარმეს, რომელმაც ჰოლკოსტის დროს, თითქმის, 1200 ებრაელი გადაარჩინა.

ლეოპარდ (პოლდეკ) პფეფერბერგი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ოსკარ შინდლერმა გადაარჩინა და თავის ფაბრიკაში დაასაქმა. ის ომის დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და ბევერლი-ჰილზზე ტყავის ნაწარმის მაღაზია გახსნა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა. ხოლო, მისი მეპატრონე, წლების მანძილზე ცდილობდა, რომ მათ შორის ისეთი ვინმე ეპოვა, ვინც «გერმანელი ნოეს» ისტორიას მსოფლიოს გააცნობდა. გარდა ამისა, ვიდრე ოსკარ შინდლერი ცოცხალი იყო, პფეფერბერგმა ისიც სცადა, რომ მისი ინტერვიუ ამერიკული ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე მოეწყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.


imageოსკარ შინდლერი და მისი ფაბრიკაimageდა აი, როგორც იქნა, 1980 წელს, მის მაღაზიაში ავსტრალიელი მწერალი თომას კენეალი შევიდა, რომელიც ტყავის ჩანთას ეძებდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც გამყიდველმა შეიტყვო, რომ ის მწერალი იყო, შინდლერის ისტორიის მოყოლა დაიწყო. თომას კენეალმა «აბეზარა მოხუცს» მოუსმინა. მან ის დოკუმენტებიც დაათვალიერა, რომელიც მან წლების მანძილზე მოაგროვა და ჰოლკოსტის შესახებ, ისტორიული რომანის დაწერა გადაწყვიტა. მაგრამ, ამ ნამუშევრის შესაქმნელად, მას ტიტანური სამუშაოს გაწევა დასჭირდა: მწერალი პოლონეთში ჩავიდა, მოძებნა და იმ მოვლენების თვითმხილველებს გაესაუბრა. იგივე გზა გაიარა ცნობილმა რეჟისორმა, რომელმაც რომანის – «შინდლერის კიდობანის» ეკრანიზაცია გადაწყვიტა. სპილბერგი ფილმის გადაღებისთვის, რომელიც მის ცხოვრებაში, ყველაზე რთული უნდა ყოფილიყო, ძალიან დიდ ხანს, თითქმის 10 წლის მანძილზე ემზადებოდა...


imageთომას კენეალი და «შინდლერის კიდობანის» პირველი გამოცემის ყდა


პირველადი სცენარის მიხედვით, კრაკოვის გეტოს ლიკვიდაციის სცენა სულ ერთი გვერდი იყო. ხოლო, სპილბერგმა ის 20 გვერდამდე გაზარდა. მან მისხალ-მისხალ შეაგროვა, თვითმხილველთა მოგონებებიდან, საეკრანო დროის საშინელი წუთების ყველა დეტალი, რომელთა შორის წითელპალტოიანი პატარა გოგონაც იყო.

საბედნიეროდ, ნამდვილი «წითელპალტოიანი გოგონა» გადარჩა და მას გასულ წელს, 82 წელი შეუსრულდა. 1943 წლის საშინელი მოვლენების დაწყებამდე, რომელიც ფილმში ძალიან შთამბეჭდავად არის ასახული, რომა ლიგოცკამ დედასთან და ბიძაშვილთან ერთად, რომელსაც რომანი ერქვა, გაქცევა მოახერხა და ომის დასრულებამდე ისინი ერთ-ერთ პოლონურ ოჯახში იმალებოდნენ.

ომის შემდგომი წლები, გერმანელების ბანაკის ყოფილი ტყვეებისთვის ადვილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ რომა ლიგოცკამ კრაკოვის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, სადაც ფერწერა და სცენის დიზაინი შეისწავლა. მისმა ბიძაშვილმა კი, საბავშვო ტელეარხზე და თეატრში დაიწყო მუშაობა. ხოლო, დროთა განმავლობაში, მისი სახელი მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი...


imageრომა ლიგოცკა – პოლონელი მხატვარი და მწერალი


გასული საუკუნის 60-იან წლებში რეჟისორი რომან პოლანსკი ჰოლივუდში გადავიდა და თავისი ვარსკვლავოვანი კარიერა დაიწყო, ხოლო მისი დეიდაშვილი სასცენო კოსტუმების ცნობილი მხატვარი გახდა და თავისი პირველი წიგნი გამოაქვეყნა... ვიდრე სპილბერგი მომავალი ფილმის ბედზე ფიქრობდა, მან პოლონელ კოლეგას ამ თემაზე ფილმის გადაღება შესთავაზა. მაგრამ, პოლანსკიმ უარი უთხრა – ბავშვობაში განცდილი პირადი ტრაგედია, მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. თუმცა, ცნობილმა რეჟისორმა ჰოლკოსტის თემას მაინც მიუძღვნა ფილმი – «პიანისტი», რომელიც ასევე შევიდა საუკეთესო ისტორიული დრამების სიაში.
«შინდლერის სიის» ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, რომა ლიგოცკამ ისევ ნახა თავისი ბავშვობა და რეჟისორს უთხრა, რომ განსხვავება ფილმის გმირსა და მას შორის მხოლოდ ის არის, რომ მან გადარჩენა შეძლო... და მას თავისი წითელი პალტოც ახსოვდა. «სათამაშოები არ მქონდა და ეს წითელი პალტო, იმ ნაცრისფერ სამყაროში, ჩემთვის ერთგვარი ფარი იყო» – აღნიშნა გეტოს ყოფილმა ტყვემ.


imageკადრი ფილმიდან «შინდლერის სია», 1993 წ.imageშესაძლოა, რომა ლიგოცკა კოსტუმების მხატვარი სწორედ ბავშვობაში გადატანილი ტრაგედიის გამო გახდა, ხოლო ფერადი სამოსი მას დღემდე ძალიან უყვარს. 2002 წელს მან რომანი – «გოგონა წითელ პალტოში» გამოაქვეყნა, რომელშიც თავისი ცხოვრების ისტორიას ყვება.

imageimageimageimageimageimageimage






0
1159
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0