პროფილაქტიკა თუ რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ საწოლის თეთრეული, ამ კითხვაზე პასუხს მიკრობიოლოგი ფილიპ ტიერნო გაგვცემს 2021, 27 აგვისტო, 20:45 ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის ფილიპ ტიერნოს თქმით, ჩვენი ცხოვრების მესამედზე მეტს საწოლში ვატარებთ, თუმცა, ეს ადგილი შესაძლოა სწრაფად იქცეს ბაქტერიებისა და სოკოვანი კულტურების "ბოტანიკურ ბაღად." "თუ დიდხანს არ გარეცხავთ საწოლის თეთრეულს, ეს სწრაფად მზარდი მიკრო სამყარო თეთრეულის ნაკეცებში, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდეს" – განაცხადა მეცნიერმა ინტერვიუში Business Insider –ის კორესპონდენტთან. ეს უხილავი თავდასხმა რომ შევაჩეროთ, საწოლის თეთრეული კვირაში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ. რატომ არის აუცილებელი თეთრეულის გამოცვლა კვირაში ერთხელ საწოლში ყოფნისას წელიწადში ადამიანები ბუნებრივი გზით დაახლოებით 100 ლ. ოფლს გამოყოფენ, ცხელი და ნოტიო კლიმატის პირობებში ეს სითხე გადაიქცევა, რასაც მეცნიერები უწოდებენ, "ბაქტერიების და სოკოვანი კულტურების განვითარებისთვის იდეალურ გარემოდ." ჩატარებული კვლევების თანახმად, რომლის მიზანი საწოლის თეთრეულის სოკოვანი დაბინძურების დონის შეფასება იყო, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ბუმბულის და სინთეთიკური ბალიშები, რომელსაც 1.5 – 20 წლის მანძილზე იყენებენ, შესაძლოა შეიცავდეს 4 –დან 17-მდე სხვადასხვა სახეობის სოკოს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი მიკრობების გარემოცვაში გვძინავს, რომელთა წარმოშობა კავშირშია – ოფლთან, კანის უჯრედებთან, ლორწოსთან, ვაგინალურ და ანალურ გამონადენთან, არამედ საწოლის გაყოფა გვიწევს უცხო ბაქტერიებთანაც. მათ მიეკუთვნება შინაური ცხოველების ქერტლი, მცენარეების მტვერი, მტვრის ტკიპას ნარჩენები და ფეკალიები, ამასთან ის მასალა, რომელსაც თეთრეულის დამზადებისას იყენებენ და ბევრი სხვა. ტიერნო ამტკიცებს, რომ ყველა ეს სიბინძურე სახიფათო რაოდენობას აღწევს სულ რაღაც ერთ კვირაში. ამას გარდა, თუ დიდხანს არ გარეცხავთ თეთრეულს, ის მასალა რისგანაც მზადდება გავლენას მოახდენს თქვეზე – იწვევს ალერგიას, ცემინებას, რამდენადაც მიკრობები ცხვირთან და პირთან იმდენად ახლოსაა, რომ ჰაერთან ერთად ხდება მისი შესუნთქვა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საწოლის თეთრეული სწრაფად ჭუჭყიანდება, პრაქტიკულად ჩვენს ქცევასა და გამოყოფილი ოფლის რაოდენობას არ უკავშირდება. საქმე ეხება გრავიტაციას, რაც იმ ფაქტს უწყობს ხელს, რომ მატრასი მტვრით იფარება. ერთი-ორი კვირის მანძილზე იმ რაოდენობის მტვერი გროვდება, რომელიც საკმარისია ყელის ტკივილის დასაწყებად. განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვინც სერიოზული ტიპის ალერგიით ან ბრონქული ასთმით იტანჯება. მაგალითისთვის, ბოლოს ჩატარებული კვლევების თანახმად, დაახლოებით ყოველ მეექვსე ამერიკელს ალერგია აქვს. "თუ ქუჩაში საკუთარი ძაღლის ექსკრემენტებს შეეხებით, რა თქმა უნდა, ხელის დაბანა მოგინდებათ, –ამბობს ტიერნო. – კარგად დაფიქრდით და ანალოგიური კუთხით განიხილეთ თქვენი დამოკიდებულება საწოლის თეთრეულთან. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ მთელი ეს სიბინძურე, ნამდვილად ღირს საკუთარ თავს დავუსვათ შემდეგი კითხვა: "მინდა, მე, ამაში ძილი?" ასევე დაგაინტერესებთ: იცით, როგორ უნდა გაიწმინდოთ ფილტვები სწრაფად და ეფექტურად? მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაამარცხებს დიაბეტს, ალცჰეიმერსა და გაფანტულ სკლეროზს ფილტვების ანთება – ამოცნობა პირველი სიმპტომებით ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ რომელი ბუნებრივი ანტიბიოტიკებით უნდა გავიძლიეროთ ჯანმრთელობა და ავიმაღლოთ იმუნიტეტი? 7 პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს. სასწრაფოდ ამოიღეთ რაციონიდან! 147 6-ს მოსწონს
|