x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს - სასწრაფოდ ამოიღეთ რაციონიდან!
image


ზოგიერთი პროდუქტის მიღებისას ტვინი სწრაფად იღლება, ავადდება და იმაზე გაცილებით ცუდად მუშაობს, ვიდრე შეუძლია.


მათ, ვისაც სურს ტვინი მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში ჰქონდეს, და ამასთან, იზრუნოს დემენციის პროფილაქტიკაზე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ვარჯიში, არამედ სწორი კვებაც. რამდენად უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, საკმაოდ ბევრი პროდუქტია, რომლის რეგულარული მოხმარებაც პირდაპირ აქვეითებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს. შეამოწმეთ ხომ არ არის რომელიმე თქვენს რაციონში. და თუ აღმოაჩენთ, სასწრაფოდ ამოიღეთ ის!




მცენარეული ზეთი

image

ისევ მცენარეული ზეთით ამზადებთ სადილს და დარწმუნებული ხართ, რომ ეს უფრო სასარგებლოა, ვიდრე კარაქით მომზადებული? 2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად დადასტურდა პირდაპირი კავშირი რეგულარული მოხმარების ზეთს, რომელშიც შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა–6 (ჩამონათვალში შედის მზესუმზირის და რაფსის ზეთი) და ალცჰეიმერის დაავადებას განვითარების მაღალ რისკს შორის. მიირთვით ზეითუნის ზეთი, რაც შეეხება ცხელ კერძებს, გამოიყენეთ ცხოველური ცხიმები




თინუსი


image

თინუსი და ხმალთევზა ჩემპიონებად შეიძლება ჩავთვალოთ, როცა საქმე ვერცხლისწყლის შემცველობას ეხება. ამ ელემენტს უნარი აქვს დაგროვდეს ადამიანის ორგანიზმში, მისი მომატებული დოზა კი საზიანოა ტვინის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერებმა სამხრეთ ფლორიდის (აშშ) უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ადამიანებს რომელთაც სისხლში ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობა აღენიშნებათ, ტვინის კოგნიტური ფუნქცია 5%-ით დაბალი აქვთ. დამეთანხმებით, რომ ეს დაუშვებლად ბევრია!



საკვები, რომელიც მზადდება ფრიტურში


image

პირველ რიგში, აღსანიშნავია რომ ფრიტურში საჭმლის მოსამზადებლად იყენებენ მცენარეულ ან რაფსის ზეთს. და მეორეც, ასეთი ცხიმიანი საკვები იწვევს ტვიში ანთებითი პროცესების განვითარებას. გსურთ, რომ დარჩეთ ჭკვიანი და აქტიური? მოამზადეთ საკვები გრილზე, გამოაცხეთ, მოთუშეთ და არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ!


ტკბილი სასმელები


image


ტკბილი სასარგებლოა ტვინისთვის? ამ საკითხს ასე მარტივად ვერ შევხედავთ. ტკბილი გაზიანი სასმელის, წვენის, ჩვეულებრივი შაქრიანი ჩაის რეგულარული მიღება შესაძლოა იწვევდეს ენერგიის ხანმოკლე მოზღვავებას და ამაღლებდეს ტვინის აქტივობას, თუმცა, საფასურის გადახდა გვიწევს ანთებითი პროცესების მაღალი რისკით. ეს კი თავის მხრივ იწვევს კოგნიტური ფუნციის დარღვევას და დემენციასაც (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, სწავლის, აზროვნების, ორიენტაციის, მეტყველებისა და მსჯელობის სხვადასხვაგვარი აშლილობები) კი. სანამ გვიან არ არის გადადით უშაქრო ჩაიზე!



ტრანსცხიმები



image


კონკურსი რომ ტარდებოდეს ყველაზე მავნე პროდუქტის გამოსავლენად, ეს საკვები თავისუფლად მოიგებდა და გრან-პრისაც აიღბდა. პრაქტიკულად ჩვენი სხეულის ყველა სისტემა ზიანდება, როდესაც ვიღებთ საკვებს ტრანსცხიმების მაღალი შემცველობით, რაღა თქმა უნდა, არც ტვინია გამონაკლისი. ტრანსცხიმების მიღება ხდება ხელოვნური გზით არანაჯერი ცხიმების გადამუშავებისას ნაჯერ ცხიმებად, მათი გაცხელების და ჰიდროგენიზაციის (წყალბადის ატომების დამატებით) საშუალებით. ალცჰეიმერით დაავადების რისკი იზრდება, როცა მივირთმევთ ცხიმიანს და საზიანოს – გახსოვდეთ ამის შესახებ!



ალკოჰოლი


image

image
მეცნიერთა მტკიცებით, არ არის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო ალკოჰოლის დოზა. კვირაში ერთ ჭიქა ღვინოსაც კი შეუძლია ზიანის მოტანა. და რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ შეიძლება დიდი რაოდენობით მიღება: ეს ტვინის სტრუქტურისთვის საზიანოა, შესაძლოა დააზიანოს მისი ფუნქცია და შეუქცევადი გახადოს. რაც უფრო მეტს ვსვამთ, უფრო ცუდად მუშაობს ჩვენი ტვინი.
image

სწრაფი კვების პროდუქტები


image



გაჯერებული ცხიმები, მარილი, შაქარი – სწრაფი კვების პროდუქტები მოიცავენ ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ტვინს. თუ გატაცებული ხართ ე.წ. "ფასთ ფუდით, " მხედველობაში იქონიეთ: მსგავსი საკვების ერთ ულუფას უნარი აქვს ხელი შეუშალოს ტვინს ახალი ინფორმაციის აღქმაში და დამუშავებაში.



ასევე დაგაინტერესებთ:


იცოდით ეს ფაქტები ნესვის შესახებ? რატომ უნდა მიიღონ ის განსაკუთრებით ბავშვებმა?


5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს


5 მოქმედება, რომელიც ტვინის უჯრედებს აღადგენს


12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


უჩვეულო ფაქტები ადამიანის ტვინის შესახებ



4
2118
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2118
  
2019, 28 ივლისი, 10:05
არ ინერვიულო, ეს დასკვნა კარაქის მწარმოებელმა გააკეთა, რომ ზეთები ჩაძიროს
თან დიაბეტიც ექნება და ის ჩამოთვლილი საკვებიც ეკრძალება)))) ეს ხუმრობით, ძალიან კარგად ვიცით, რა არის სასარგებლო და რა მავნე... ასპროცენტიანი ჯანსაღი პროდუქტი, თუნდაც კარაქი, გვითხრან, სად იყიდება და მერე დაგვიხეთქონ გულები(
2019, 26 ივლისი, 13:42
გამორიცხულია სწრაფი კვების ობიექტში შევიდე, არც ტკბილი სასმელები მიზიდავს დიდად, ფრი და ზეთში მოხარშულ საკვებს სათოფეზე არ ვეკარები. მცენარეულ ზეთს ვერ გავექცევი.
სტატია კი უდაოდ ბევრ მოწონებას იმსახურებს,
2019, 26 ივლისი, 11:03
ამ ჩამონათვალიდან მარტო მცენარეულ ზეთს მოვიხმარ...წელიწადში 2-3-ჯერ დანარჩენს (მაართლა)...მაგრამ ჩემი ტვინის საშველი მაინც არაა :-)......:-(.....
0 1 4