რელიგია მეძახეთ კოვიდფაშისტი თუ რა სახელებს უგონებთ ხოლმე ხალხს, ვინც ტყუილში გამხელთ-ნათია ორველაშვილი 2021, 27 აგვისტო, 19:39
"გუშინ გარდაიცვალა მამა აკაკი, ანჩისხატის მოძღვარი. ეს ადამიანი ვნახე ერთადერთხელ და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. თავად ღვიძლი ჰქონდა გადანერგილი და ჩავწერე სიუჟეტისთვის ტრანსპლანტაციის თემაზე. კონკრეტულად გვამურ დონაციაზე. სიუჟეტი მისი სიტყვებით დავასრულე: ერთადერთი სიკეთე რომელიც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს გარდაცვალების შემდეგ, არის საკუთარი ორგანოს დატოვება მისთვის, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება.
იყო ორჯერადად ვაქცინირებული. დაემართა კორონა. ჰქონდა ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა კოვიდამდე და ამას ამბობენ მისი ახლობლებიც, მეგობარი სასულიერო პირიც, რომელსაც დღეს ვესაუბრე და ექიმიც, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გადაუნერგა ღვიძლი. ამის მიუხედავად რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ იცის მის ახლობლებელზე, ექიმზე და მეგობარზე უფრო კარგად, რომ თითქოს მამა აკაკი მოკლა ვაქცინამ. ამით შეურაცხყოფას აყენებენ მის ხსოვნას და ადამიანებს, რომელთათვისაც ის ძვირფასი იყო - გამოჰყავთ ისე, რომ ისინი იტყუებიან. ვითომ მალავენ რომ ვაქცინის ბრალია ეს გარდაცვალება. გარდა ამისა ამ ტყუილით აშინებენ ასობით ადამიანს და აქედან რამდენი იტყვის უარს აცრაზე, არავინ იცის.
ფაბლიქ სტატუსია. აშეარეთ ახლა და მეძახეთ კოვიდფაშისტი თუ რა სახელებს უგონებთ ხოლმე ხალხს, ვინც ტყუილში გამხელთ.მშვიდად განისვენეთ, მამა აკაკი" - წერს სოციალურ ქსელში "იმედის" ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი. სხვადასხვა ანტივაქსერულ ჯგუფებში და კერძო პირებიც ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მღვდლის სიკვდილი "ფაიზერმა" გამოიწვია:"გაიკეთა ვაქცინა და კორონა შეხვდა", რეალურად ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახურ დეკანოზ აკაკი მეგრელიშვილის სიკვდილი უკურნებელმა სენმა, ღვიძლის კიბომ გამოიწვია, რომელსაც თან კოვიდ-19 დაერთო. 291 3-ს მოსწონს
|