ასტროლოგია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც შემოდგომაზე ნამდვილ სიყვარულს იპოვის, ვის ელის ახალი ხანმოკლე რომანი - მომდევნო 3 თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი 2021, 27 აგვისტო, 17:24 შემოდგომაზე კუროებსა და ტყუპებს ხანმოკლე რომანები, სასიყვარულო თავგადასავლები გელით, რომანი შეიძლება ხანგრძლივი და საბედისწერო არ იყოს, მაგრამ დროის სასიამოვნოდ გატარება გარანტირებული გაქვთ. ლომს, სასწორსა და თხის რქას კი ნამდვილ სიყვარულთან გელით შეხვედრა. აი, თევზებს სამსახურებრივი რომანის გაბმას არ გირჩევთ. უმჯობესია, სამსახურში საქმეზე იყოთ კონცენტრირებული; გრძნობები სამუშაო პროცესს შეგიფერხებთ. კიდევ ვის გაუღიმებს ფორტუნა და ვინ შეხვდება სიყვარულს სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში? გავარკვიოთ თქვენი ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით. 2021 წლის სექტემბერი ვენერას გადაადგილება სასწორში ჰაერის ნიშნის წარმომადგნლებს (ტყუპი, სასწორი, მერწყული) გაანებივრებს საინტერესო და რომანტიკული შეხვედრებით. თქვენში მოიმატებს თავგადასავლების სურვილი. ვენერას გავლენით ისარგებლებენ ლომები და მშვილდოსნებიც. პარტნიორულ ურთიერთობაში შედარებით სიცივე დაისადგურებს ვერძების, კირჩხიბებისა და თხის რქების ნიშნებში. დაძაბულმა ასპექტებმა შეიძლება მოგიტანოთ გაურკვევლობა პარტნიორთან. მარტოხელებმა ახალგაცნობილთან სიფრთხილე და დაკვირვება გამოავლინეთ. სექტემბრის ბოლოსკენ სიყვარულის პლანეტა ვენერა მორიელს ესტუმრება. გაუუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება წყლის ნიშნების წარმომადგენლებს (კირჩხიბი, მორიელი, თევზები). ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით; იყოთ ლოიალური და მომთმენი მის მიმართ. აი, მერწყულებმა კი შეიძლება არსებული კავშირი გაწყვიტონ. მათ თავისუფლება ყველაზე მეტად უყვართ და უხერხულობას რომანტიკულ კავშირშიც კი ვერ აიტანენ. კუროები, ნერვების ფასად, ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებას შეეცდებიან. ლომებს კი სურთ, რომ ყველაფერი მათი სურვილების გათვალისწინებით იყოს. 2021 წლის ოქტომბერი პრეტენზიული ვენერას გადასვლა მშვილდოსანში მოგანდომებთ, რომ თქვენი პარტნიორი რაღაცას წარმოადგენდეს, მისით უნდა ამაყობდეთ. მის გვერდით თავი დაფასებულად იგრძნოთ. ცხოვრება უნდა გაგიუმჯობესდეთ, ლამაზი და მდიდრული უნდა გახდეს. გაუმართლებთ ვერძებს, მშვილდოსნებს, ლომებს, სასწორებსა და მერწყულებს. საყვარელი ადამიანი შეიძლება თქვენი სპონსორი გახდეს, მატერიალური პრობლემები მოგიგვაროთ. საყვარელ ადამიანთან წვრილმანების გამო უსიამოვნებები მოემატებათ ქალწულებს, თევზებსა და ტყუპს. ნუ ეცდებით პარტნიორის გადაკეთებას, მისთვის ჭკუის დარიგებას. ეს კიდევ უფრო გაგირთულებთ დამოკიდებულებას. ვენერას შეერთება ქეთუსთან მოგვიწოდებს, რომ საყვარელ ადამიანს კარმული (ფინანსურიც) ვალები გადავუხადოთ. თუ პარტნიორთან ნაჩხუბარი ხართ, ან მასთან კავშირის გაწყვეტა გაქვთ გადაწყვეტილი, უმჯობესია, ეს მშვიდობიანად გააკეთოთ. უმჯობესია, ყოფილს ბოდიში მოუხადოთ (გონებაში, გულში მაინც) ძველი სულიერი თუ ემოციური ტრავმების გამო. 2021 წლის ნოემბერი ვენერა თხის რქაში გადავა, სადაც მაინცდამაინც თავს ლაღად არ გრძნობს. თხის რქის მმართველი სატურნი მას სერიოზულობას და ანგარიშიანობას სთხოვს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება "გაცივდეს". პარტნიორი შეიძლება გაუხეშდეს ან პრეტენზიული გახდეს. კუროები, ქალწულები და თხის რქები სიტუაციას მშვიდად მიიღებენ. აი, მგრძნობიარე კირჩხიბებს კი გირჩევთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. პარტნიორის მიმართ ზედმეტად მომთხოვნები და პრეტენზიულები ნუ იქნებით სასწორები და ვერძები. 20 ნოემბრისთვის ვენერა სელენას შეურთდება და ზოგიერთი წარმომადგენელი სიყვარულშიც ნახავს სარგებელს და სამსახურშიც - დაწინაურება, ხელფასის მომატება. მთავარია, თავად იყოთ განწყობილი სერიოზულად და მომართული გამარჯვებაზე. ასევე ნახეთ:როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან
"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზეყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავისიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია7 ნაბიჯი სახლში ბედნიერების შემოსაშვებადრატომ არ გამოგდის შენ ის, რაც სხვებს მარტივად გამოსდით - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხი3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს
მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილისექტემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის დაწინაურება, სარფიანი წინადადებები და შემოსავლის ზრდა879 შეფასება არ არის
|