ორსულობა და ბავშვი ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ კორონავირუსით 26 წლის თეა ბარამიძე გარდაიცვალა 2021, 26 აგვისტო, 12:30 ![]() კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო. ვირუსი მას 14 აგვისტოს დაუდასტურდა და იმავე დღეს ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ის ქუთაისში გადაიყვანეს. გარდაცვლილს მაგ პერიოდში ფილტვის 23%-იანი დაზიანება ჰქონდა.გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა. კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ფილტვების დაზიანებამ 70 პროცენტს მიაღწია. ახალგაზრდა ქალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო. შეგახსენებთ, რომ წელს კორონავირსუმა უკვე მე-9 ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან დიდი სიფრთხილეა თავად ორსული ქალებისა და მეან გინეკოლოგების მხრიდან. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას. „ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ორსულებისთვის ჯერჯერობით რეკომენდირებულია მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინა, რადგან ამ ვაქცინაზე უკვე სრულყოფილი კვლევებია ჩატარებული, თუმცა აქამდე ორსულებზე ზოგადი ტიპის ვაქცინებიდან ყოველთვის ინაქტივირებული ვაქცინები გამოიყენებდა, თუმცა რადგან ჩინურ "სინოფარმს" და "სინოვაკს" არ გამოუქვეყნებია კვლევა ორსულებზე, ჯერჯერობით მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. 67 3-ს მოსწონს
|