x
image
Lerato
ფილტვების ანთება – ამოცნობა პირველი სიმპტომებით

ფილტვების ანთება (პნევმონია) – სახიფათო დაავადება, რომელიც შესაძლოა გახდეს ლეტალური დასასრულის მიზეზი. ანთება ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ბაქტერიებით და ვირუსებით. მკურნალობის არარსებობამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. ამიტომაც არის ამდენად მნიშვნელოვანი ვიცოდეთ ყველა ნიშანი, რითაც ავადმყოფობა ვლინდება.


პნევმონიის გამომწვევი მიზეზი – ეს არის ინფექცია, რომელიც ფილტვებში აღწევს. პათოგენური ფლორა შეიძლება წარმოდგენილი იყოს ვირუსებით, ბაქტერიებით ან სოკოებით. სასუნთქი ორგანოები რეაგირებს ანთებით შეტევაზე, რა დროსაც სითხე გროვდება ალვეოლში. ჰაერის ნაკადის ნორმალური მოძრაობა უკვე შეუძლებელია, რაც განაპირობებს პირველი სიმპტომების გამოვლენას.



image


ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა, რომელიც პნევმონიას იწვევს – ჰაერ-წვეთოვანია. გამავრცელებელი გამოყოფს ვირუსებსა და ბაქტერიებს ჰაერში საუბრის, ხველის ან ცემინების დროს. ეს შეუიარაღებელი თვალითსთვის უხილავი ნაწილაკები ხვდება ჯანმრთელი ადამიანის ლორწოვან გარსზე, რის შემდეგაც აღწევს ფილტვებამდე.


გამორიცხული არ არის დაავადების გადადება ჰემატოგენური გზით. ამ შემთხვევაში ინფექცია ვრცელდება სისხლით ანთების სხვა წყაროდან, რომელიც ორგანიზმშია. ფილტვების ანთების მიზეზი შეიძლება გახდეს ბაქტერია, რომელიც ცხვირ-ხახის მიდამოში სახლობს.


როგორ ამოვიცნოთ პნევმონიის დაწყება პირველი სიმპტომებით?


დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე სიმპტომებს განსხვავებული ინტენსივობა გააჩნია. მნიშვნელობა აქვს ადამიანის ასაკს, მის იმუნურ მდგომარეობას, ორგანიზმის მთლიან მახასიათებლებს. პნევმონია შეიძლება მწვავედ გამოვლინდეს, რასაც პაციენტის ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესება მოყვება. სხვა კლინიკური შემთხვევების დროს ავადმყოფობა ნელა ვითარდება, რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზეც კი.


პნევმონიის ამოცნობის პირველი სიმპტომები:


  • ხველა, რომელიც რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე გრძელდება. დროთა განმავლობაში არ წყდება, პირიქით, უფრო ძლიერდება. ხველა შეიძლება იყოს განსხვავებული: ნახველით ან მის გარეშე, ხშირი ან იშვიათი.

  • ჰიპერთერმული რეაქცია. გამორიცხული არ არის სხეულის ტემპერატურის მატება 39-40 გრადუსამდე. სხვა შემთხვევებში ის რჩება სუბფებრილურ დონეზე (37 - 37, 5 გრადუსი).

  • ქოშინი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;

  • დაღლილობა;


  • ხმის ჩახლეჩა;

  • რინიტი(ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესი), ყელის ტკივილი;

  • ცნობიერების დაბინდვა;

  • საკვებზე უარის თქმა, გულისრევა.


დაინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შეიძლება გავიდეს 2-დან 4 დღემდე. როდესაც საინკუბაციო პერიოდი დასრულდება, გაჩნდება პირველი სიმპტომები. მისი პროგრესირება რომ არ დაუშვათ, საჭიროა მაშინვე მიმართოთ სპეციალისტს.



ასევე დაგაინტერესებთ:


სისხლძარღვების გაწმენდა ორი პროდუქტის საშუალებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია


ყველაზე სასარგებლო და გემრიელი საუზმე – დაიკელით წონაში და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან


როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი – 8 ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი მეთოდი


სასმელი, რომელიც 100 დაავადებას კურნავს


რატომ არ უნდა მივირთვათ ახალგამომცხვარი ცხელი პური? ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!


რომელი ბუნებრივი ანტიბიოტიკებით უნდა გავიძლიეროთ ჯანმრთელობა და ავიმაღლოთ იმუნიტეტი?


მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხილზე, რომელიც ყველას რაციონში უნდა იყოს

0
755
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
755
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0