x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მათთვის კაშკაშა, მწვანე შუქი ანთებულია" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი
image


იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამერიკის მედიკამენტების უსაფრთხოების უწყების მიერ „ფაიზერის“ სრულად დამტკიცებას ეხმაურება და საზოგადოებას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.

.

„ამერიკის წამლის და საკვების ადმინისტრაციის (FDA) მიერ „ფაიზერის" ვაქცინა სრულად აღიარებულია. იგი არის ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. პ.ს. ამ ინფორმაციის წაკითხვისას მჯერა ანტივაქსერების მომცრო არმიას სიხარულის ჟრუანტელი არ დაუვლით და არც აცრის რიგში დამწკრივდებიან, მაგრამ ვისაც ცოტა მაინც ეჭვი ჰქონდა გადაუდებელი გამოყენების გამო, ვაქცინის უსაფრთხოებაზე მათთვის კაშკაშა, მწვანე შუქი ანთებულია", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.


.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5924 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი, ხოლო 4777 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 523 022-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6891 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 458 265 პირი.

.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0