x
image
Lerato
იცით რასთან ერთად არის დაუშვებელი ალკოჰოლის მიღება? ეს ინფორმაცია თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს!

რასთან ერთად არ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი? იყავით ფრთხილად, თუ სპირტული სასმელის მოხმარება გადაწყვიტეთ, თუნდაც მცირე ოდენობით! თუ ამავდროულად რაიმე სახის პრეპარატებს მიიღებთ, ეს შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს თქვენთვის!


image


აკრძალვა 1: ალკოჰოლი + წამალი



ალკოჰოლისგან გამოწვეული კრიტიკული ან ლეტალური შედეგის მიზეზი მიღებული სპირტული სასმელის რაოდენობა კი არ წარმოადგენს, არამედ ალკოჰოლის წამლებთან შერევა.


რა საფრთხე გვემუქრება?



ალკოჰოლი + ასპირინი – კუჭის წყლული

ალკოჰოლი + კოფეინი, ეფედრინი, თეოფედრინი, ქოლდრექსი –ჰიპერტონიული კრიზი

ალკოჰოლი + შარდმდენი, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები –არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა

ალკოჰოლი + პარაცეტამოლი, პანადოლი, ეფერალგანი – ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება

ალკოჰოლი + ინსულინი, შაქრისდამწევი პრეპარატები – სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაცემა, კომა

ალკოჰოლი + ანტიფსიქოტიკა, ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – ინტოქსიკაცია

ალკოჰოლი + ტრანკვილიზატორები, საძილე საშუალებები – ინტოქსიკაცია, ცერებრალური კომა

ალკოჰოლი + ანტიბიოტიკები, სულფანილამიდური პრეპარატები – წამლის აუტანლობა, სამკურნალო ეფექტის არქონა

ალკოჰოლი + ნიტროგლიცერინი, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატები – ტკივილის სინდრომის გაძლიერება, ალერგიული რეაქციები


იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს იღებთ, არც კი იფიქროთ ალკოჰოლის მიღებაზე! მისი მცირე დოზაც კი შესაძლოა თქვენი ორგანიზმისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.



image


აკრძალვა 2: ალკოჰოლი + ალკოჰოლი



1. არასოდეს აურიოთ სასმელები, რომლებიც მეტისმეტად განსხვავდება წარმოების ტექნოლოგიით: შამპანური არ შეიძლება არაყთან ერთად, ვისკი – კონიაკთან; არაყი "ვერ იტანს" ლუდს; რომი და ბრენდი კარგია თუ ლიქიორთან "პირისპირ" არ აღმოჩნდება.


2. სარისკოა ძლიერი სპირტული სასმელის არევა ისეთ უვნებელ სასმელებთან, როგორიცაა ხილის წვენი, მინერალური წყალი, ლიმონათი.


3. შამპანურის შერევა ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებთან – არაყი, კონიაკი, რომი, ვისკი – იწვევს სწრაფ და ძლიერ თრობას, შემდეგ საშინელი ბახუსის სინდრომს. ამის მიზეზი შამპანურში შემავალი დიდი რაოდენობის გაზებია. ზუსტად ეს "ბუშტუკები" შეიცავს ნახშირორჟანგს, რომელიც კუჭის ლორწოვანას აღიზიანებს და სისხლში ალკოჰოლის აბსორბციას ზრდის.


image


4. ანალოგიური სქემით მოქმედებს ნაბისმიერი გაზიანი სასმელი ალკოჰოლთან კომბინაციაში, ამიტომ არაყი, კონიაკი და ვისკი არ არის სასურველი ავურიოთ მინერალურ და ტკბილ გაზიან სასმელებთან ერთად. ამის ნათელი მაგალითია პოპულარული კოქტეილი "ჯინ-ტონიკი": თითქოს სუსტია, თუმცა, არაყზე სწრაფად მოქმედებს.


5. ალკოჰოლის მიღება ენერგეტიკულ სასმელებთან ერთად სიცოცხლისთვის ძალიან სახიათოა. მსგავსი კომბინაცია ახდენს არტერიული წნევის მკვეთრ მომატებას და იწვევს ე.წ. ჰიპერტონიულ კრიზს, რომელიც შესაძლოა გართულდეს და მოხდეს სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოში, მაგალითად თავის ტვინში. ამას გარდა, სპირტული და ენერგეტიკული კოქტეილების ერთდროულ გამოყენებას შეუძლია გულის არითმიის, კრუნჩხვების, თირკმელების მუშაობის დარღვევის და სხვა სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობის პროვოცირება მოახდინოს.



დაიმახსოვრეთ!



ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება პროვოცირებას ახდენს მკერდის სიმსივნი განვითარების რისკს. ამასთან, ზრდის კუჭ -ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს საშუალოდ 40%, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც არ იღებს სპირტულ სასმელს. ასე რომ, შეეცადეთ გათავისუფლდეთ ამ მავნე ჩვევისგან!



ასევე დაგაინტერესებთ:


ყველაზე სასარგებლო და გემრიელი საუზმე – დაიკელით წონაში და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან


როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი – 8 ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი მეთოდი


სასმელი, რომელიც 100 დაავადებას კურნავს


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


გსურთ ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინებისგან? მაშინ მიიღეთ ეს 9 სასარგებლო და გემრიელი სასმელი


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია – ეს ყველამ უნდა იცოდეს!


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


1
1046
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1046
  
2021, 24 აგვისტო, 13:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1