x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ თამაშობ, შე გაქუცულო ბოგანოვ, ამოიღე ხახვი ჯიბიდან, გადააგდე, მაგას არავინ დაგიჯერებს! -გელა ზედელაშვილი

image

"ლეშის მჭამელის ცრემლები!
მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ვიდეო დადო, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის დაკრძალვაა ასახული.
ღმერთმა დაუმკვიდროს იმ ჯარისკაცს სასუფეველი, რომელმაც სიმართლის, ანუ ჩვენს მხარეს იბრძოლა, მაგრამ რა უნდოდა აფხაზეთისა და ცხინვალის დიდი ნაწილის გამყიდველს, კოდორის ხეობის ჩამბარებელს, ასეულობით სოფლის გამსხვისებელს (შემდეგ ქვების გროვა რომ უწოდა), ტერიტორიების დამკარგავსა და გამნიავებელს მის დასაფლავებაზე, რატომ აღვარღვარებს ცრემლებს გამოცუცურაკებული აფერისტი?!
ნახეთ, თან როგორ კომენტარს წერს ეს უბადრუკი:
“ზუსტად ამ დაკრძალვის ცერემონიის დროს, ღარიბაშვილი იმყოფებოდა გვერდზე ქუჩაზე, ამ ადგილიდან 500 მეტრში. სამწუხაროდ, საერთოდ არ შეიმჩნია ეს ღონისძიება!
ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, პატარა ქალაქ ლვოვში?! ამის შესახებ, ხომ ყველამ იცის, რომ იქ იყო და ფეხი არ მოადგა"!
ირაკლი ღარიბაშვილს ამუნათებს ცხოველი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის ქუჩებში მიატოვა ჩვენი ბიჭების ცხედრები და თბილისში გამოქუსლა. “კუკურუზნიკის" ხმაზე ისე დაფრთხა, ლამის ცხვირით გადახნა გორის მინდვრები!
მიხეილ, გახსოვს, რა ჩაიდინე?
ნეტავ რა ფასი აქვს შენს ცრემლებს?
რატომ თამაშობ, შე გაქუცულო ბოგანოვ, ამოიღე ხახვი ჯიბიდან, გადააგდე, მაგას არავინ დაგიჯერებს!
image
სწორედ ირაკლი ღარიბაშვილია ის კაცი, რომლის პრემიერობის დროსაც არაერთი ცხედარი გადმოასვენეს აფხაზეთიდან და დიდი პატივით დაკრძალეს!
სწორედ ირაკლი ღარიბაშვილია ის ადამიანი, რომლის მონდომებითაც ომში დაღუპულთა ოჯახებსა და შთამომავლებსაც ექცევათ განსაკუთრებული ყურადღება, ასევე დევნილებს!
ჰა, ჰა, ჰა... მიხოოო, შენი ცრემლები ყალბია, არ გიხდება, შე ტერიტორიების გამსხვისებელო!
შე ლეშის მჭამელო სვავო!
დაინახე გვამი და ეგრევე გამოიყენე პოლიტიკურად, ხომ? უფრო სწორად, სცადე, ხომ? არ გამოგივა, არა, წავიდა ეგ დრო!!!" წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი
3
865
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
865
  
2021, 23 აგვისტო, 23:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 აგვისტო, 16:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 აგვისტო, 14:39
სირაკოზა
0 1 3