x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუს მსახიობს კოვიდის გადატანის შემდეგ უცხოპლანეტელების სჯერა
imageრუს მსახიობს და ტელეწამყვანს, ვლადიმერ კუზმინის ყოფილ ცოლს, ვერა სოტნიკოვას მიაჩნია, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ უცხოპლანეტელებმა მასიურად დატოვეს დედამიწა.


ცოტა ხნის წინ სოტნიკოვამ CoVID-19– ი მოიხადა. დაავადება იყო ხანგრძლივი, მძიმე და მტკივნეული. ვერა ამბობს, რომ კანიც კი მტკიოდაო. ტელეწამყვანი თვლის, რომ აცრილი რომ ყოფილიყო, დაავადება ასე მძიმედ არ განვითარდებოდა და მოსახლეობას მოუწოდა აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

ამ ყველაფრის შესახებ მსახიობმა ანდრეი მალახოვის გადაცემაში ისაუბრა, მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო შემდეგი განცხადება.ვერას თქმით, უცხოპლანეტლებს ეშინიათ დედამიწაზე სტუმრობა სწორედ ამ ვირუსის გამო. ამ აღიარებით სოტნიკოვმა გააოგნა მალახოვი.

"”მე არ ვიცი როგორ განხორციელდა გადაღებები საერთაშორისო კომოსურ სადგურზე. მაგრამ 2020 წლის 18 მაისს მოხდა უცხოპლანეტელთა მასიური ევაკუაცია ჩვენი პლანეტიდან. ან მათ თავად ეშინიათ ამ ვირუსის, ან იციან, რომ ის მუტაციას განიცდის და უცუდესმა სიტუაციამ დაისადგურა ჩვენს ცივილიზაციაში. ” - გააკვირვა სოტნიკოვმა სტუმრები და გადაცემის წამყვანი” ანდრეი მალახოვი.




შეგახსენებთ, რუსულმა საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურის ვიდეოკამერება 2020 წლის 18 მაიის დააფიქსირა უცნაური მოვლენა, რა დროსაც მანათობელი ამოუცნობი ობიექტები მასიურად სტოვებენ დედამიწას.

სოტნიკოვამ ითამაშა 50 -მდე ფილმში, ყველაზე ცნობილი აღმოჩნდა, მომღერალ ლუდმილა ზიკინას განსახიერებული როლი ფილმში "ლუდმილა"(2013), რისთვისაც მსახიობს გადაეცა პრემია "ოქროს არწივი", ქალის საუკეთესო როლისთვის.


აგრეთვე სოტნიკოვას თაყვანისმცემლებს არაერთხელ შეეძლოთ მსახიობის ნახვა პროექტში "ექსტრასენსების ბრძოლა". თავად მსახიობმა ადრე აღიარა, რომ მას სჯეროდა მონაწილეთა ექსტრასენსული შესაძლებლობების.

0
421
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0