სხვა 7 ვარჯიში 7 წუთში, რომელიც წელის ტკივილისგან გაგათავისუფლებთ 2021, 20 აგვისტო, 18:57 თუ მთელი დღის მანძილზე სავარძელში ზიხართ, მაშინ იცოდეთ რომ ქრონიკული ტკივილი წელის არეში გარდაუვალია. თუ ჯერ კიდევ არ იცით ეს რა არის, ერთი-ორი წელიც დაიცადეთ და თავს აუცილებლად შეგახსენებთ. სამწუხაროდ წელის ტკივილი იმ ადამიანების თანმდევი დაავადებაა, ვინც მჯდომარე ცხოვრებას ეწევა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ჩვენ ვზივართ ან ვწევართ, წელის კუნთებს პრაქტიკულად არ ვიყენებთ, რის შედეგადაც ატროფიას განიცდის. შედეგად კი ხერხემალი დეგრადირდება. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა, პრობლემაზე თვალს არ დახუჭავთ სანამ გართულდება. სტატიაში წარმოგიდგენთ 7 ვარჯიშს. მის შესრულებაზე დღეში მხოლოდ 7 წუთს დახარჯავთ. ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ ძალიან მცირე საფასურია ჯანმრთელი ხერხემლისთვის. ![]() 1. მუხლქვეშა მყესის გაჭიმვა
2. მუხლის მიტანა მკერდთან
3. ბრუნვა![]() ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია მათთვის, ვინც რადიკულიტით იტანჯება. დაწექით ზურგზე, მარჯვენა ფეხი მოხარეთ მუხლში და გადაბრუნდით საპირისპირო მიმართულებით ისე, რომ მხრები არ ასწიოთ, მუხლით კი ეცადეთ იატაკს შეეხოთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამი. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხით. 4. "მსხლისებური" გაწელვა![]() დაწექით იატაკზე, ფეხები მოხარეთ მუხლებში, ხელების დახმარებით გადააჯვარედინეთ ფეხები, რაც შეიძლება ძლიერ. გაჩერდით ასეთ პოზაში 30 წამის მანძილზე. თუ შეძლებთ, უფრო დიდხანს. ნელა დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გააჩერეთ ფეხი აღნიშნულ მდგომარეობაში 30 წამის მანძილზე. შემდეგ იგივე მეორე ფეხით გაიმეორეთ. 5. გაწელვითი ვარჯიში ბარძაყებისთვის
6. გაწელვითი ვარჯიში
7. ზურგის გაწელვითი ვარჯიში![]() გაჩერდით სურათზე მოცემულ მდგომარეობაში 30 წამის მანძილზე. შემდეგ კი გააკეთეთ ეს: ![]() გადაიხარეთ ერთ მხარეს და გაჩერდით 10 წამი, შემდეგ – მეორე მხარეს. გაიმეორეთ რამდენჯერმე ასევე დაგაინტერესებთ: "დამჯდარი" ხერხემალი – ყველა დაავადების ფარული მიზეზი! 5 ვარჯიში ხერხემლისთვის პოლ ბრეგისგან როგორ გავთავისუფლდეთ წელის და სახსრების ტკივილისგან უმარტივესი ვარჯიშით 7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით! "გააკეთეთ ეს 7 წუთიანი მასაჟი ყოველ დილით და იყავით ჯანმრთელი!" – პროფესორი ლი გუილინი 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ თხილეულისა და ჩირის ნაზავი – სასარგებლოა ხერხემლისთვის 238 6-ს მოსწონს
|