x
image
ირინა მ.
Mediator image
პორტსიგარი ნუდისტებისთვის, მოსაწევი ქილა და სხვა უცნაური მოწყობილობები მწეველებისთვის (18+)

image


მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის!



მე-20 საუკუნის დასაწყისში არავინ ფიქრობდა თამბაქოს მავნებლობაზე. იგი ექიმებს შეეძლოთ გამოეწერათ ფილტვების ტკივილის ან შაკიკისთვის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ აძლევდნენ მათ ბავშვებს-თამბაქოს ნაწარმის ზედმეტად მაღალი ფასი იყო.

გამომგონებლები ქმნიდნენ ათეულობით სხვადასხვა მოწყობილობებს-მწეველებისთვის უფრო მხიარული და საინტერესო რომ გამხდარიყო მოწევის პროცესი.


ორმაგი მუნდშტუკი პაპიროსისთვის


მე-20 საუკუნის დასაწყისში პაპიროსი (მაშინ სიგარეტს პაპიროსი ეწოდებოდა) ფილტრის გარეშე იყო და ბევრად უფრო ძლიერი (იმისგანაც კი ხველებას დააწყებინებდა დღევანდელ მწეველს, რომელიც მაშინ ქალის, "დამსკი" პაპიროსად ითვლებოდა). ორივე ხელით მოწევა ქალს არ შეშვენოდა, ამიტომ გაჩნდა ასეთი დივაისი.


image


"მოსაწევი ქილა"


სანამ ქალბატონები ორ პაპიროსს ერთდროულად აბოლებდნენ, მამაკაცებმა მოიფიქრეს ერთ ჯერზე იმ მოცულობის თამბაქოს მოწევა, რომელიც დღეს ერთ კოლოფ სიგარეტს უდრის. გამოიყურება როგორც ევთანაზიის ერთ-ერთი მეთოდი.


image



მოწყობილობა "დისტანციური მოწევისთვის"


ფაქტიურად ეს თავისებური კალიანია, ოღონდ შედგება პაპიროსისგან, მილისგან და საფერფლისგან.


image



საფერფლე, რომელიც პაპიროსზე მაგრდებოდა


აი, ამ მოწყობილობას ნამდვილად ვერ უწოდებ სულელურს. ჩანაფიქრი ფრიად რაციონალურია. სამწუხაროა, მას დღეს რომ არ იყენებენ.



image



კუსტარული დისტანციური პაპიროსის მოსაკიდებელი დაჭრილი ამხანაგისთვის


ამ "მოწყობილობის" წყალობით მეომარს, რომელსაც ორივე ხელი აქვს მოტეხილი, საშუალება აქვს პაპიროსი გააბოლოს, მის მეზობელს კი (რომელსაც შესაძლოა მოტეხილი აქვს ფეხი) არ მოუწევს ადგომა.


image



სამაჯური-სანთებელა


გამოიყურება მოდურად, მაგრამ ამ გამოგონებას ორი აშკარა მინუსი აქვს. ჯერ ერთი, ის უნდა ატარო საათის ნაცვლად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საათის გარეშე რჩებით. მეორე, ჩვეულებრივ სანთებელაზე ბევრად მოუხერხებელია. მაშინ, რისთვის არის საერთოდ?


image



დასაკიდი მინი-საფერფლე ჟილეტისთვის


გამოიყურება არაპრაქტიკულად: ცოტა ხანში ჟილეტი ჯიბის ირგვლივ ფერფლით და ნამწვით დაიფარება.


image



პორტსიგარი ნუდისტებისთვის


გამოიყურება მახვილგონივრულად! თუმცა დღეს გამოიყურება, შინაპატიმრობაში მყოფი ადამიანის ელექტრონული სამაჯურივით.


image



პორტსიგარი "ჟმოტისთვის"


ეს პორტსიგარი სპეციალურად მათთვის არის შექმნილი, ვინც პაპიროსსაც კი ვალში აძლევს. მასზე დამონტაჟებულია პატარა მექანიკური მრიცხველი, გაცემული ღერების რაოდენობის ასათვლელად და დასამახსოვრებლად. თუმცა ნამდვილი ძუნწი არასოდეს იყიდის ასეთ ძვირფას პორტსიგარს.


image



მოწყობილობა მათთვის, ვინც თვალებს იცავს კვამლისგან


წარმოუდგენლად მოსახერხებელია, თუ არ გეშინიათ თმების და ქუდის შეტრუსვის. მთავარი მინუსი-მთელი ზურგი ფერფლით დაიფარება.


image



პაპიროსის მომტანი ტარაკანი


ასეთი ტარაკანი ციხის პატიმრებისთვის ალბათ შეუფასებელი იქნებოდა.


image



პაპიროსის დამჭერი საფერფლით


მასიური და საშინლად მოუხერხებელი მოწყობილობა მათთვის, ვისაც არ სურს ფერფლი გარშემო მიმოფანტოს. ეს ხელზე მისამაგრებელი საფერფლე გამოიყურება უფრო როგორც თავდაცვის საშუალება, ვიდრე დევაისი მწეველებისთვის.


image






იხილეთ სხვა სტატიებიც:






გაერთიანდება ამერიკის და ევრაზიის კონტინენტები? მილიარდი წელი 40 წამში: კონტინენტების მოძრაობა (+ვიდეო)

image


როგორ გადავიტანოთ სიცხე, თუ არ გვაქვს კონდიციონერი (რჩევები და გავრცელებული შეცდომები)

image


11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო)

image


ალკოჰოლის გამოყენების რამდენიმე არასტანდარტული მეთოდი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

image


როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები

image


ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე

image


რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში

image








0
480
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
480