სფინქსის ქანდაკების წარმოდგენისას, თვალწინ ყოველთვის მისი სახე დაგიდგებათ წინ, მაგრამ თუ გინახავთ როგორია ის უკნიდან? ან როგორია ტაჯმაჰალი შორიდან? პასუხებს სწორედ ამ ფოტოსურათებში იპოვით:
1. 21 წლის ავსტრალიელი მოდელი ჰაკი ფანჯრიდან უყურებს ნიუ იორკში ტყუპი კოშკების აფეთქების პროცესს.
2. შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანია რაკურსი. პრინცი უილიამი ჟურნალისტებს 3 თითს აჩვენებს იმის აღსანიშნავად, რომ ოჯახში უკვე 3 ბავშვია, პროფილიდან კი სულ სხვა რამე ჩანს.
3. სფინქსის ქანდაკების უკანა ფონი. იცოდით მას კუდიც რომ ჰქონდა? ბოსტონელმა გეოლოგმა რობერტ შოხმა ივარაუდა, რომ თავდაპირველად სფინქსს ლომის თავი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ერთ-ერთმა ფარაონმა მისი შეცვლა მოითხოვა და უბრძანა ქანდაკებაზე ადამიანის სახე ამოეკვეთათ მისი ნაკვთების შესაბამისად.
4. “ნათლია"-ს ცნობილი კადრი სხვა რაკურსიდან
5. გრანტ ვუდის ცნობილი ნახატის “ამერიკული გოთიკის" პირველი მონახაზი ფანქრით.
6. ესეც რეალური პროტოტიპები
7. ამ ფოტოზე კი მოულოდნელი რაკურსით გადაღებული სოკოა
8. დრონით გადაღებული გიზას პირამიდა
9. ცნობილი ჯგუფი The Beatles თავიანთი ალბომისთვის ფოტოს გადასაღებად ემზადება.
10. ტუტანჰამონის ნიღბის უკანა ფონი. ნიღაბზე ამოტვიფრული იეროგლიფები კი დამცავი შელოცვაა, რომელიც მიცვალებულთა წიგნის 151-ე თავიდანაა ამოღებული.
11. გინახავთ მიკი მაუსი ზევიდან?
12. ერთადერთი ფოტო, რომელზეც ავარიის დღეს ჩერნობილის განადგურებული რეაქტორია გამოსახული. სურათი ვერტმფრენის დახურული ილუმინატორიდანაა გადაღებული.
13. ღუმელში შესადებად გამზადებული კრუასანები არტ-დეკოს ჰგავს.
14. ხედი 60000 ვოლტზე. ფოტო სმარტფონით Samsung S21 Ultra- ით გადაიღეს. ფოტოგრაფის თქმით ნამდვილი ტანჯვა იყო ყოველი ბოძის წარმოჩენა და გასწორება.
15. ცნობილი ტაჯმაჰალი შორიდან
16. ეს ფრინველი კი ალბათ მხოლოდ გვერდიდან გეყოლებათ ნანახი.
17. მარცხნივ გამოსახულია თავისუფლების ქანდაკება 1878 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე, სანამ სრულად შეიკვრება და გაიგზავნება შეერთებულ შტატებში.
18. ვინსენტ ვან გოგის ერთადერთი ცნობილი ფოტოსურათი.