შოუბიზნესი 80 წლის ბობ დილანი 12 წლის გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულეს 2021, 17 აგვისტო, 15:08 80 წლის ცნობილ ამერიკელ მომღერალს და ასევე ნობელის პრემიის ლაურიანტს ლიტერატურაში, ბობ დილანს ბრალი დასდეს არასრულწლოვნის, 12 წლის გოგონას გაუპატიურებაში. ნიუ-იორკის სასამართლოში შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ მუსიკოსმა სექსუალურად იძალადა გოგონაზე 1965 წელს სასტუმროს ოთახში, მას შემდეგ რაც მას ძალით ალკოჰოლი და ნარკოტიკები მიაღებინა. თავად დილანი იმ დროს 24 წლის იყო. დილანის სავარაუდო მსხვერპლმა, რომელიც ახლა 65 წლისაა, განაცხადა, რომ მას აწუხებს დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური ტრავმა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი რეგულარული საქმიანობა. ის ზიანის ანაზღაურებას და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ 1965 წელს ბობ დილანი პირველად დაქორწინდა. სარასთან ერთად მან 12 წელი იცხოვრა დ წყვილმა 5 შვილი გაზარდა. 148 1-ს მოსწონს
|