ქალი და მამაკაცი ვამსხვრევთ მითებს ქალების შესახებ 2021, 18 აგვისტო, 9:27 რა უნდათ ქალებს — დღემდე, ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი სტერეოტიპი და მითი ქალების შესახებ. მეცნიერებმა, ექსპერიმენტების და კვლევების ჩატარების შემდეგ, დაადგინეს, რომ პოპულარული წარმოდგენები სუსტი სქესის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამება. ქალებს ძალიან უყვართ სამშვენისები: მაქმანები, სამკაული, ბრჭყვიალები და მსგავსი რამეებიროდესაც ქალი თხოვდება, ის ქორწილში მაქმანებიან კაბას იცვამს, იმიტომ რომ, ასეა მიღებული. მაგრამ, ქუჩაში თუ დააკვირდებით, იშვიათად შეხვდებით ქალს, თუნდაც გოგონას, რომელიც მაქმანებით გაფორმებული სამოსით დადის. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალებისთვის ყველაზე მოსახერხებელი, შარვლის და მაისურის ან ბლუზის ტარებაა. რაც შეეხება სამკაულს, ბრჭყვიალებს, პრიალებს და ქუსლებს, ყოველივე ამას ქალბატონები მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ ეს მამაკაცებს მოსწონთ. ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენსინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა. ქალები კი არ ცოცხლობენ დიდხანს, სამწუხაროდ, მამაკაცები იღუპებიან ადრე. მამაკაცები 36-დან – 50 წლის ასაკამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ჯგუფში არიან. იგივე რისკებისგან ქალბატონებს ჰორმონი ესტროგენი იცავს. ხოლო, 50 წლის შემდეგ, ქალს და კაცს ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ერთნაირი შანსები აქვს. ქალები რიცხობრივად აღემატებიან მამაკაცებსსტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ, ყოველ 107 ახალშობილ ბიჭზე – 100 ახალშობილი გოგონა მოდის (თუ არ ჩავთვლით ინდოეთს და ჩინეთს, სადაც დისბალანსი სქესთა შორის, ხელოვნურად არის გაზრდილი). და თუ მსოფლიოში მამაკაცების ნაკლებობა იგრძნობა, მხოლოდ იმიტომ, რომ საშუალო ასაკში, მამაკაცებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მათი უმრავლესობა ექიმთან მისვლას და მკურნალობას თავს არიდებს. ქალები ნაკლებად ჭკვიანები არიანმეცნიერები თვლიან, რომ ქალბატონები ამ მხრივ — ნორმის ფარგლებში არიან, ანუ მათ შორის იშვიათად შეხვდებით, როგორც ძალიან მაღალ ინტელექტუალებს, ისე მეტისმეტად დაბალი გონებრივი შესაძლებობის ადამიანებს. რამდენიმე წლის წინ, ჩიკაგოს უნივერსიტეტმა კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველს ამერიკის კოლეჯებში ჩატარებული ტესტები წარმოადგენდა. გოგონების ტესტებში ნიშბები თითქმის ერთნაირი იყო, მცირედი გადახრებით, ხოლო ბიჭების ტესტების ანალიზისას აღმოჩნდა, რომ შეფასების უმრავლესობა, საშუალოზე მაღალი, ან დაბალი იყო. ნიშნების საშუალო მაჩვენებლები კი, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალები უამრავი გამოგონების ავტორები არიან. მაგ. ჰედი ლამარის აღმოჩენის წყალობით ვსარგებლობთ დღეს მობილური ტელეფონებით, ნავიგატორებით, Bluetooth-ით და Wi-Fi-ით. ქალები კაცებზე ცუდად მუშაობენფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, მამაკაცი ბევრად უფრო კვალიფიციური თანამშრომელია, ვიდრე ქალი და ანაზღაურებაც, შესაბამისად, მაღალი აქვს. არსებობს იელის უნივერსიტეტის კვლევა, რომელშიც მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთ შემთხვევაში გენდერულ უთანასწორობასთან გვაქვს საქე: კვლევის ფარგლებში, აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტში სამუშაოს მაძიებლების ერთნაირი რეზიუმეები გაგზავნეს — ქალის და მამაკაცის სახელებით. შედეგმა აჩვენა, რომ მამაკაცი მაძიებელი უფრო ხშირად იღებდა შემოთავაზებას, თან უფრო მაღალი ანაზღაურებით, ვიდრე იგივე გამოცდილების მქონე ქალი მაძიებელი. რეალურად კი, ქალებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ პროფესიების უმრავლესობაში, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომასთან არ არის დაკავშირებული, ისინი როგორც მინიმუმ, ისევე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, როგორც მამაკაცები. ქალები მშიშრები არიანგერმანელი მეცნიერის და შიშის ფენომენის შესახებ ნაშრომის ავტორის, ფ. რიმანის კვლევის თანახმად, ქალები სარისკო სიტუაციებს სწრაფად ვერ აცნობიერებენ და დაუფიქრებად დგამენ გაბედულ ნაბიჯს. მაგრამ, თუ მაინც გააცნობიერეს ხიფათის რისკი, შიშის გრძნობას ვეღარ უმკლავდებიან. ქალებს გველების და ობობების უფრო მეტად ეშინიათარაქნოფობიით (ობობის შიში) 3-ჯერ მეტი მამაკაცია დაავადებული, ვიდრე ქალი. რაც შეეხება გველს, სტატისტიკის მიხედვით, მის მიერ დაკბენილ ყოველ ქალზე, 10 დაკბენილი კაცი მოდის და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ქალს უფრო მარტივად შეუძლია «საერთო ენის» გამონახვა ამ ქვეწარმავალთან. საქმე იმაშია, რომ გველები ძალიან მგრძნობიარენი არიან არომატების მიმართ და მამაკაცის სუნი მათში აგრესიას იწვევს. შესაბამისად, ისინი ქალებთან უფრო მარტივად მიდიან კონტაქტზე და ნაკლებად ერჩიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალებს ამ ცხოველების შიშის საფუძველი ნაკლებად აქვთ და ნაკლებადაც ეშინიათ. ქალებს ტკბილეული უყვართ, კაცებს — ხორციარსებობს აზრი, რომ მამაკაცებისთვის აუცილებელია ცხოველური ცილების მიღება, ხოლო ქალბატონები უპირატესობას უფრო მსუბუქ კერძებს და ტკბილეულს ანიჭებენ. სინამდვილეში, მამაკაცებისთვის ცხოველური პროტეინები არც იმდენად საჭიროა და მათი ჩანაცვლება, მცენარეული ცილებით არის შესაძლებელი. ხოლო, ქალისთვის ხორცის მიღება აუცილებელია, რეპროდუქციული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის – იმისთვის, რომ ჯანმრთელი ბავშვები დაიბადონ. დღეს ექიმები ვეგეტარიანელებისთვის ამუშავებენ სპეციალურ დიეტებს და მომავალ დედებს მინერალურ-ვიტამინებიან კომპლექსებს უნიშნავენ, რომ ნაწილობრივ მაინც აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ქალმა შეიძლება მუცლად მყოფ ბავშვს მიაყენოს. ქალები უფრო ცუდად იტანენ ფიზიკურ ტკივილს, ვიდრე მამაკაცები როგორც სიენის უნივერსიტეტის ფიზიოლოგები ამტკიცებენ, ქალები უფრო მომთმენები არიან ტკივილისადმი, ვიდრე მამაკაცები და ეს მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებს ტკივილის გადატანაში, მათ ორგანიზმში არსებული ბუნებრივი გამაყუჩებელი — ტესტოსტერონის ჰორმონი ეხმარებათ. ქალებს ეს ჰორმონი უფრო ნაკლები რაოდენობის აქვთ, მაგრამ ისინი, ტკივილის უფრო კარგად იტანენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ სისხლში ტესტოსტერონის მაღალი კონცენტრაციის გამო, მამაკაცებს უფრო დაბალი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე ქალებს. ასევე, დამტკიცებულია, რომ სისხლის დანახვის დროს, მამაკაცები 10–ჯერ უფრო ხშირად კარგავენ გონებას, ვიდრე ქალები. 510 6-ს მოსწონს |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge