x
image
ლანა92
ეს შკანთას (თამაკონის) წმინდა ლაზარეს აღდგინების ტაძარია, მთიდან მდინარე ტეხურისკენ ამაყად გადმომზირალი


image



შკანთას (//შქანთა) წმინდა ლაზარეს აღდგინების ტაძარი მდებარეობს სამეგრელო-ზემოს სვანეთის რეგიონის მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის თემში, სოფელ თამაკონის შკანთის უბანში, მდ. ტეხურასთან ახლოს (ცოტა ზევით).

შკანთა (შქანთა) მეგრულად "შუამთას" ნიშნავს და სოფელ პირველ ნამიკოლავოს ეს უბანი მთიანია, მთაა. შკანთას წმინდა ლაზარეს აღდგინების ტაძარს, საკრალურ, რელიგიურ ხასიათთან ერთად, გეოგრაფიული მდებარეობა გამოარჩევს. იგი აღმართულია მთაზე, საიდანაც იშლება თამაკონის თემის ულამაზესი ხედები. შკანთას წმინდა ლაზარეს ტაძარი ამაყად გადმოჰყურებს მდინარე ტეხურას.

თამაკონის თემის სოფლებია თამაკონი (2014 წლის აღწერით, 530 მცხოვრები), თარგამეული (248 მცხოვრები) და პირველი ნამიკოლავო (718 ადამიანი).

თამაკონის თემის ცენტრია სოფელი თამაკონი. 2002 წლის აღწერით, სოფელში ცხოვრობს 495 ადამიანი, 2014 წლის აღწერით - 530. თამაკონში მდებარეობს:მაცხოვრის ამაღლების ეკლესია (აღდგენილი 2007 წელს) და წმინდა ლაზარეს აღდგინების ტაძარი.

თამაკონის თემის სოფელ პირველ ნამიკოლავოს უბანში, შკანთაში წმინდა ლაზარეს აღდგინების ეკლესიის მშენებლობა 3-4 წლის წინ დაიწყო და აქ დღეისათვის შაბათობით უკვე წირვა-ლოცვა აღევლინება. აქ წირვას ატარებს თამაკონის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღოლი მამა მატათა (ინჯგია).



image

გუშინ, შაბათს, 14 აგვისტოს, 13:00-ზე, შკანთის წმინდა ლაზარეს ტაძარში წირვის აღვლენის შემდგომ, იქვე ახლოს (ოდნავ ქვემოთ) მდებარე მდინარე ტეხურაში ჩატარდა განბანვის რიტუალი.

image

image

image

image

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0