საზოგადოება სხვადასხვა ქვეყნების დაუწერელი კანონები, რომელთა შესახებ ბევრმა ტურისტმა არ იცის 2021, 16 აგვისტო, 10:11 დიდი ბრიტანეთინუ შეეცდებით სამეფო გვარდიელებთან დაპირისპირებას. ისინი არა მხოლოდ ცერემონიებში მონაწილეობენ (მიუხედავად ტურისტებში გავრცელებული აზრისა). სამეფო გვარდია-ეს კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარისკაცები არიან და შეიარაღებული არიან ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით. დიდი ბრიტანეთის პაბებში, მკაცრი რიგითობის დაცვით მოგემსახურებიან. ბარმენები და ოფიციანტები იმახსოვრებენ, თუ როდის შემოვიდა კონკრეტულად ესა თუ ის კლიენტი და რიგითობას იცავენ. თქვენ არ მოგემსახურებიან იმაზე ადრე, ვინც თქვენამდე მოვიდა, არ მოგემსახურებიან მაშინაც კი, თუ ფულების დასტას ააფრიალებ ან რაიმე სხვა სახით შეეცდებით ყურადღების მიპყრობას. პირიქით, შეიძლება რიგის ბოლოში აღმოჩნდეთ. გარდა ამისა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, როგორც წესი, პირველ რიგში ემსახურებიან-ეს დაუწერელი კანონია. ამიტომ არ ღირს ხმაურის ატეხვა. თუ დიდი რიგია და ნელა მიდის, არც მეგობრისთვის ადგილის დაკავება გამოგივათ-ამაზე ტაბუა. გერმანიაქვეყანაში აკრძალულია სვასტიკა და ნაცისტური მისალმება "ჰაილ ჰიტლერ". აქედან გამომდინარე უადგილოდ ითვლება ფოტოსთვის მარჯვენა აწეული ხელით პოზირება, მით უმეტეს, თუ ისტორიულ ან კულტურულ ღირსშესანიშნაობასთან იმყოფებით. და მაინც, ბევრი ტურისტი ხვდება ამის გამო უსიამოვნო სიტუაციაში. შვედეთიშვედები აფასებენ პირად სივრცეს, მათთან საუბრისას არ შეიძლება ზედმეტად ახლოს დგომა. უფრო მეტიც, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიძლება სხვა მგზავრის გვერდით დაიკავოთ ადგილი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი ადგილები აღარ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ "პანიკის რეჟიმი" ერთვებათ. აშშუხეშობის გამოვლინებად ითვლება, თუ მომსახურებისთვის რესტორანში ოფიციანტს არ დაუტოვებთ ე. წ. ჩაევიეს (ქართულად არ გვაქვს ამ სიტყვის შესატყვისი). 15-20 % სტანდარტული თანხაა. ირლანდიათუ პაბში ან ბარში შეხვედით, ნუ შეუკვეთავთ კოქტეილებს «Black and Tan» ან «Irish Car Bomb». საქმე იმაშია, რომ «Black and Tan»-ად იწოდებოდა ირლანდიის სამეფო პოლიციის სპეციალური რეზერვი ირლანდიის ომის დროს. მან სახელი გაითქვა ირლანდიის ხალხისადმი სასტიკი მოპყრობით. ჯობია შეუკვეთოთ «Half-and-Half». რატომ არ ღირს «Irish Car Bomb»-ის შეკვეთა? ირლანდიელებს არ სურთ, რომ ისინი ტერორისტებთან ასოცირდებოდნენ. გარდა ამისა, ამ კოქტეილის შემდეგ მნახველები ხშირად აწყობენ აურზაურს. კანადაკანადელები ამას შეურაცხყოფად არ თვლიან, მაგრამ ძალიან ღიზიანდებიან, როცა ადამიანები ხმაურს ტეხენ ამერიკული ვალუტით გადახდის შეუძლებლობის გამო. მაღაზიები ბანკები არ არის, და ამასთან, თქვენ სხვა ქვეყანაში იმყოფებით. თუ ინუიტებს (ან ნებისმიერ სხვა ჩრდილოეთის აბორიგენ ხალხებს) ინუვიალუიტებს (ინუვიალუიტები კანადის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ) უწოდებთ, ჩაითვლება, რომ თქვენ უპატივცემულობას გამოხატავთ მათ მიმართ და შეურაცხყობას აყენებთ. ინუვიალუიტი ნიშნავს "ის, ვინც უმ ხორცს მიირთმევს". ეს დასახელება მიანიჭეს იმ ადამიანებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ინუიტებს. ტაილანდინუ შეეხებით სხვა ადამიანს თავზე. ეს სხეულის ყველაზე მაღალი ნაწილია, ამიტომ მას პატივისცემით უნდა მოეპყროთ. ასევე არ შეიძლება ბუდას ქანდაკებაზე ფეხით მითითება, ეს დიდ უხეშობად ითვლება. გარდა ამისა, თუ თქვენ ფულს ფეხს დააბიჯებთ, ციხეში ამოყოფთ თავს. მასზე გამოსახულია მეფის სახე, ამიტომ შეგნებულად ან შემთხვევით მასზე ფეხის დაბიჯება უპატივცემულობის გამოვლინებად ითვლება. ახლო აღმოსავლეთი
მიირთვით ყველაფერი, რასაც თეფშზე დაგიდებთ დიასახლისი. თუ უარს იტყვით, იგი ჩათვლის, რომ არ მოგწონთ მისი მომზადებული კერძი. თუ დიასახლისს აწყენინებთ, მთელი ოჯახი იძულებული იქნება მის მხარეს დადგეს, თუმცა სინამდვილეში შეიძლება მათ ამასთან არაფერი ესაქმებოდეთ. ასე, რომ, სანამ არაბულ (იტალიურ ან ბერზნულ) ოჯახს ესტუმრებით, დარწმუნდით, რომ საკმარისად მშიერი ხართ. ჰონგ-კონგიქალაქის მოსახლეობას არ უყვარს, როცა ჰონგ-კონგს განიხილავენ, როგორც ჩინეთის ნაწილს, მათ კი ჩინელებს ეძახიან. და თუმცა ჰონგ-კონგს მართავს ჩინეთი (ზოგი თვლის, რომ იგი ჩინეთის კოლონიაა), მათ მაცხოვრებლებს ცხოვრების სხვა წესი აქვთ, ხოლო ადგილობრივი კულტურა, ენა, პოლიტიკა განსხვავდება ჩინურისგან. ჰონგ-კონგის მაცხოვრებლები საუბრობენ კანტონურ დიალექტზე. მათ უმეტესობას ესმის პუტუნხუა (პუტუნხუა-"პეკინური კილო"-ჩრდილო-ჩინური ენის ერთ-ერთი დიალექტი), თუმცა ჯობია ტურისტებმა ინგლისური გამოიყენონ. ავსტრალიანუ მიმართავთ ადამიანს სიტყვთ «cunt» {ონლაინ ლექსიკონის Urban Dictionary-ის მიხედვით ამ სიტყვას სამი მნიშვნელობა აქვს: 1) ქალის გენიტალიები, 2) ადამიანი, რომელიც გძულთ და 3) ნაცნობი ან შემთხვევითი ადამიანი}. ავსტრალიაში ის შეურაცხყოფად ითვლება შესაძლოა არა იმდენად, რამდენადაც ეს სხვა ქვეყნებშია, მაგრამ მაინც... საფრანგეთითუ ადამიანს ეტყვით, რომელმაც ეს-ესაა გაგიზიარათ თავისი პრობლემები, "მე ვილოცებ შენთვის", ეს იგივე იქნება, რაც-"მე თითსაც არ გავანძრევ შენს დასახმარებლად, მაგრამ არ შემიძლია ეს წარმოვთქვა ხმამაღლა, რადგან უზრდელობა იქნება". ფრანგები მაინცდამაინც არ არიან დიდად მორწმუნენი, და უმრავლესობა ფიქრობს, რომ ლოცვა ეს მოჩვენებითია, ვითომ რაღაცას სასარგებლოს აკეთებ. ვიეტნამინუ შეგეშინდებათ ქუჩაზე გადასვლის. დიახ, ეს საშიშია, როცა გარშემო ამდენი მოპედია, მაგრამ თუ საკმაოდ თავდაჯერებულად და გაბედულად იმოძრავებთ, გვერდს აგიქცევენ. გადასვლისას ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, თორემ პანღურს მიიღებთ. კორეაარ გაგიკვირდეთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უხეშად ხელი გკრან და ბოდიშიც არ მოგიხადონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. იხილეთ შემდეგი:როდესმე გინახავთ მწერების სასტუმრო, ფერიებისთვის განკუთვნილი კარი ან ზღვის სამფეროვანი ია? აფროდიტე კნიდოსელი-იმდენად რეალისტური სკულპტურა, რომ ერთხელ მასთან სექსითაც კი დაკავდნენ როგორ გადავიტანოთ სიცხე, თუ არ გვაქვს კონდიციონერი (რჩევები და გავრცელებული შეცდომები) რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი
რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო) მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის 494 5-ს მოსწონს |